2010 წლის 1 აპრილს საქართველოს განათვლებისა და მეცნიერების სამინისტროს №248 ბრძანებით შპს "საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი"–მ მიიღო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, რომლის საფუძველზეც ახორციელებს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას: პროფესიული უმაღლესი და ბაკალავრიატი სპეციალობებით გემთწამყვანი და გემთმექანიკური. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულნი მიეკუთვნებიან მეზღვაურებს ექსპლუატაციის დონეზე და დაიკავებენ თანამდებობებს მე–II თანაშემწის ან მე–III მექანიკოსის ჩათვლით. ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები კი უმაღლეს სამეთაურო შემადგენლობას მიეკუთვნებიან და დაიკავებენ თანამდებობას კაპიტნის ან უფროსი მექანიკოსის ჩათვლით.დამატებულია (20.08.2010, 14:15)
---------------------------------------------
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!გრძელდება საბუთების მიღება პროფესიული განათლების მისაღებად!
ვამზადებთ მეზღვაურთა რიგით შემადგენლობას, რისთვისაც ვაცხადებთ მიღებას სახელობო განათლების შემდეგ კურსებზე:მატროსი, მოტორისტი, ელექტრიკოსი, მზარეული, ელექტრო–აირ შემდუღებელი, ხარატი.
სწავლა მიმდინარეობს როგორც სრული ზოგადი განათლების ასევე 9–კლასის ბაზაზე.
იმ აბიტურიენტთათვის,რომლებიც სწავლობენ ზოგად საგანმანათლებლო სკოლების მე–10 ან მე–11 კლასებში მათთვის სპეციალურად გვაქვს 2–წლიანი პროგრამა ,სადაც სწავლა მიმდინარეობს სკოლიდან მოუწყვეტლივ.