პარასკევი, 19.04.2024, 03:36
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეზღვაური, გემი და საზღვაო თემატიკა ☜♡☞ » საზღვაო სასწავლო ცენტრი - ანრი
საზღვაო სასწავლო ცენტრი - ანრი
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:05 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შპს "საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი" დაარსდა 2000 წლის ივნისში. 2005 წლის აგვისტოში მას შეეცვალა სახელი და ჩამოყალიბდა როგორც შპს "საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი". შპს "საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი" (შპს "სსც ანრი") მოიცავს: საზღვაო საწვრთნელ ცენტრს, საზღვაო კოლეჯსა და კრუინგულ სააგენტოს. შპს "სსც ანრი"-ს საქმიანობა მიმართულია საზღვაო სპეციალისტებისა და დამწყები მეზღვაურების მომსახურებაზე. ცენტრში ხორციელდება მეზღვაურების მომზადება/გადამზადება, მათი სერტიფიცირება, სწავლება და დასაქმება. ცენტრის საქმიანობა შეესაბამება როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ მოთხოვნებს, საზღვაო სტანდარტებსა და კონვენციებს. შპს "სსც ანრი" სერტიფიცირებულია საერთაშორისო ხარისხის სისტემის ISO 9001:1994 და ISO 9001:2000 შესაბამისად და ფლობს სათანადო სერტიფიკატებს, მათ შორის IQNet-ის სერტიფიკატსაც. ცენტრმა წარმატებით გაიარა EMSA შემოწმება. ყველა სასწავლო პროგრამა შედგენილია IMO Model Courses-ის შესაბამისად და შეთანხმებული და დამტკიცებულია საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ. სწავლება მიმდინარეობს ქართულ, საჭიროების შემთხვევაში კი რუსულსა და ინგლისურ ენებზე. შპს "სსც ანრი" მჭიდროდ თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო კრუინგულ კომპანიასთან. ესენია: Columbia Ships management, Baltic Group Int., Queensway Services, WELL Co., Troy shipping, Catha Shipping და სხვა. კრუინგულ კომპანიათა უმრავლესობის მეზღვაურები სერტიფიცირებას გადიან ჩვენს ცენტრში, რომელიც, ასევე მონაწილეობს TRACECA-ს პროექტში. შპს "სსც ანრი" IFSMA-ს და Global MET-ის ნამდვილი წევრია.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:05 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
იხილეთ - http://www.mtc-anri.ge wink

http://seaman.ge
 
chikoთარიღი: პარასკევი, 20.08.2010, 14:15 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 2
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
2010 წლის 1 აპრილს საქართველოს განათვლებისა და მეცნიერების სამინისტროს №248 ბრძანებით შპს "საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი"–მ მიიღო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, რომლის საფუძველზეც ახორციელებს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას: პროფესიული უმაღლესი და ბაკალავრიატი სპეციალობებით გემთწამყვანი და გემთმექანიკური. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულნი მიეკუთვნებიან მეზღვაურებს ექსპლუატაციის დონეზე და დაიკავებენ თანამდებობებს მე–II თანაშემწის ან მე–III მექანიკოსის ჩათვლით. ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები კი უმაღლეს სამეთაურო შემადგენლობას მიეკუთვნებიან და დაიკავებენ თანამდებობას კაპიტნის ან უფროსი მექანიკოსის ჩათვლით.

დამატებულია (20.08.2010, 14:15)
---------------------------------------------
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!გრძელდება საბუთების მიღება პროფესიული განათლების მისაღებად!
ვამზადებთ მეზღვაურთა რიგით შემადგენლობას, რისთვისაც ვაცხადებთ მიღებას სახელობო განათლების შემდეგ კურსებზე:მატროსი, მოტორისტი, ელექტრიკოსი, მზარეული, ელექტრო–აირ შემდუღებელი, ხარატი.
სწავლა მიმდინარეობს როგორც სრული ზოგადი განათლების ასევე 9–კლასის ბაზაზე.
იმ აბიტურიენტთათვის,რომლებიც სწავლობენ ზოგად საგანმანათლებლო სკოლების მე–10 ან მე–11 კლასებში მათთვის სპეციალურად გვაქვს 2–წლიანი პროგრამა ,სადაც სწავლა მიმდინარეობს სკოლიდან მოუწყვეტლივ.

 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 20.08.2010, 15:55 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიდი მადლობა ინფორმაციის განთავსებისთვის!
ერთი კითხვა მაქვს: რა არის საჭირო თქვენთან სწავლისათვის? ეროვნული გამოცდების ჩაბარება? რა საბუთები და როდისაა საბუთების მიღება? smile

აკეთებთ თუ არა რეკლამას სკოლებში? და თუ კი რა სახით და სად?


http://seaman.ge
 
chikoთარიღი: ორშაბათი, 30.08.2010, 12:13 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 2
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დიახ! უმაღლესი განათლების მისაღებად საჭიროა ეროვნული გამოცდების ჩაბარება! საბუთების მიღებას ახორცილებს და აკონტროლებს განათლების რესურს ცენტრი! smile

დამატებულია (30.08.2010, 12:13)
---------------------------------------------
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!გრძელდება საბუთების მიღება პროფესიული განათლების მისაღებად, ამა წლის 14 სექტემბრამდე!!

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეზღვაური, გემი და საზღვაო თემატიკა ☜♡☞ » საზღვაო სასწავლო ცენტრი - ანრი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz