პარასკევი, 29.03.2024, 12:09
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეზღვაური, გემი და საზღვაო თემატიკა ☜♡☞ » ბერმუდის სამკუთხედი
ბერმუდის სამკუთხედი
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 22:47 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბერმუდის სამკუთხედი — ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც ვითომ-და საზღვაო და საჰაერო გემების საიდუმლო გაუჩინარებანი ხდება. რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.

ამ გაუჩინარებათა ასახსნელად სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ-ს სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 22:48 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების“ შესახებ პირველად Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა ახსენა, 1950 წელს მან ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა“ უწოდა. „ბერმუდის სამკუთხედის“ შესიტყვების ავტორად, ჩვეულებრივ, ვინსენტ გლადისი მიიჩნევა. მან 1964 წელს სპირიტიზმისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი“.

XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.

1974 წელს ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები იყო შესული. წიგნი ბესტსელერი გახდა და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორიამ ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა. თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული.

1975 წელს ლოურენს დევიდ კუშემ გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი: მითები და რეალობა“, რომელშიც ის შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ არაფერი ზებუნებრივი და საიდუმლო ამ რაიონში არ ხდება. აღნიშნული წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტებისა და თვითმხილველებთან საუბრების მრავალწლიან კვლევებზე, რომლებმაც მრავალრიცხოვანი შეცდომა და უზუსტობა გამოავლინეს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს არსებობის მომხრეთა პუბლიკაციებში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 22:48 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თეორიის მომხრეები უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო გემის გაუჩინარების შესახებ საუბრობენ. გაუჩინარებათა გარდა, იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ წესიერ მდგომარეობაში მიტოვებული გემების, ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში, დროის ანომალიები და ა. შ. კუშემ და სხვა მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ამ შემთხვევებათაგან ზოგიერთი ბერმუდის სამკუთხედის საზღვრებს მიღმა მოხდა. ზოგიერთი შემთხვევის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ოფიციალურ წყაროებში ვერ მოხერხდა.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 22:48 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ევენჯერების რგოლი

ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით ხსენებად ყველაზე ცნობილ შემთხვევას წარმოადგენს „ევენჯერის“ ტიპის ხუთი ბომბდაშენი–ტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება. ამ თვითმფრინავების აფრენა მოხდა 1945 წლის 5 დეკემბერს აშშ–ს სამხედრო–საზღვაო ძალების ბაზიდან ფორტ–ლოდერდეილში (ფლორიდა). ისინი უკან არ დაბრუნებულან. მათი ნამსხვრევები ასევე ვერ იპოვეს.

ბერლიცის თანახმად, 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენის დროს ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისას პილოტები თითქოს–და საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ – „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის“, „ჩვენ თეთრ წყლებში ვეშვებით“.

კუშეს ვერსიით, სინამდვილეში ეს რგოლი შესდგებოდა კურსანტებისგან, რომლებიც ასრულებდნენ საწვრთნელ ფრენას. გამოცდილი პილოტი გახლდათ მხოლოდ მათი ინსტრუქტორი, ლეიტენანტი ტეილორი, მაგრამ ის სულ ახლახანს გადმოიყვანეს ფორტ–ლოდერდეილში, რის გამოც იგი ჯერ კარგად არ იცნობდა ფრენათა რაიონს.

დაფიქსირებულ რადიოგადალაპარაკებებში არაფერია ნათქვამი რაიმე საიდუმლო მოვლენების შესახებ. ლეიტენანტმა ტეილორმა განაცხადა, რომ მან ორიენტირება დაკარგა და ორივე კომპასი გაუფუჭდა. საკუთარი ადგილმდებარეობის დადგენის მცდელობისას მან შეცდომით იფიქრა, რომ რგოლი ფლორიდა–კისის კუნძლების თავზე, ფლორიდისგან სამხრეთით იმყოფებოდა, ამიტომაც მას შესთავაზეს ორიენტაციის მოხდენა მზის მიხედვით და გაფრენა ჩრდილოეთის მხარეს. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ, შესაძლოა თვითმფრინავები იმყოფებოდნენ ბევრად აღმოსავლეთისკენ და, ეჭირათ რა ჩრდილოეთის კურსი, მოძრაობდნენ სანაპიროს პარალელურად. რადიოკავშირის ცუდი პირობები (დაბრკოლებები სხვა რადიოსადგურებიდან) ხელს უშლიდნენ ესკადრილიის ზუსტი მდგომარეობის დადგენაში.

რამოდენიმე ხანში ტეილორმა გაფრენა დასავლეთის მხარეს გადაწყვიტა, მაგრამ სანაპიროს ვერ მიაღწია, რადგან თვითმფრინავებში საწვავი თავდებოდა. ევენჯერთა ეკიპაჟები იძულებულნი გახდნენ წყალზე ეცადათ დასხდომა. ამ დროისთვის უკვე დაბნელდა, ხოლო ზღვა, იმ რაიონში იმდროს მყოფი გემების თქმით, ძალზედ აბობოქრებული.იყო. ევენჯერთა გაუჩინარების შემდეგ მათ საძებნად სხვა თვითმფრინავები გაგზავნეს და ერთ–ერთი მათგანი – ჰიდროთვითმფრინავი „მარტინ მარინერი“ – ასევე უკვალოდ გაუჩინარდა. კუშეს მოსაზრებით, ასეთი ტიპის თვითმფრინავებს გარკვეული ნაკლოვანება გააჩნიათ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ საწვავის ორთქლი კაბინაში აღწევს და საკმარისია ერთი ნაპერწკალი იმისთვის, რათა აფეთქება მოხდეს. „გეინე მილსის“ (Gaines Mills) ტანკერის კაპიტანმა განაცხადა, რომ იგი აფეთქებას და ნამსხვრევებს თვალს ადევდნებდა, შემდეგ კი ზღვის ზედაპირზე ზეთის ლაქა აღმოაჩინა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 22:48 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სატვირთო გემი „სანდრა“

ეს შემთხვევა საინტერესოა იმით, რომ სწორედ იგი გახდა 1950 წელს ჯონსის პუბლიკაციის გამოჩენის მიზეზი.

გემი, რომელიც მიდიოდა აშშ–დან ვენესუელაში, უკვალოდ გაქრა შტორმის დროს, რის შედეგადაც სხვა გემებიც ჩაიძირა. „სანდრას“ ძებნის პროცესი გაუჩინარებიდან მხოლოდ ექვს დღეში დაიწყო, როდესაც გემი დანიშნულების პორტში არ მივიდა. ვერ იპოვეს ვერც ადამიანთა გვამები და ვერც ხომალდი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 22:49 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბერმუდის სამკუთხედი და მისი საზღვრები
მიმაგრება: 0156902.png (159.4 Kb) · 3619788.jpg (114.6 Kb)


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეზღვაური, გემი და საზღვაო თემატიკა ☜♡☞ » ბერმუდის სამკუთხედი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz