შაბათი, 20.04.2024, 13:47
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: კვირა, 19.12.2010, 17:48 | შეტყობინება # 271
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გარდა ამისა ადმინისტრაცია შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს საქართველოში მცირე ბიზნესის დაფუძნებისა და ოპერირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებული სისტემის შესაქმნელად.
მაშინ როდესაც ძალზედ გართულებულია საქართველოს კომერციული ბანკებიდან იაფი სესხის მიღება ბიზნესის განვითარებისათვის და პრაქტიკულად შეუძლებელი მის დასაწყებად, აღნიშნული წინადადება მოახდენს რადიკალურ გარდატეხას ეკონომიკის განვითარების ამ ეტაპზე.
კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო ეკონომიკაში, და განსაკუთრებით კი ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა ნათლად დაადასტურეს, რომ მცირე ბიზნესი მიეკუთვნება ეკონომიკური აქტივობის ყველაზე მობილურ სეგმენტს და იგი მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც სიღარიბის დაძლევის, ისე განსაკუთრებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, რადგან არ მოითხოვს მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს. სამწუხაროდ, საქართველოში ამ სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემო არ არსებობს, განსხვავებით დასავლური სახელმწიფოებისაგან. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ასეთი მარეგულირებელი აქტების კრებული, რომლის ხერხემალი, სწორედ მცირე ბიზნესის შესახებ კანონი უნდა გახდეს.
კანონპროექტი განსაზღვრავს მცირე ბიზნესის დეფინიციას, რომლის თანახმადაც მცირე ბიზნესი არის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მცირე ან მიკრო საწარმოს მიერ; განსაზღვრულია აგრეთვე მცირე საწარმოც, როგორც "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანიზაცია, (გარდა სააქციო საზოგადოებისა) რომლის ბრუნვა კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 2 მილიონ ლარს. ამასთან კანონი მკვეთრად აყალიბებს იმ სფეროებს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული წესები, კერძოდ ასეთი ტიპის საწარმო არ უნდა ეწეოდეს საბანკო, სადაზღვევო და სხვა სახის ფინანსურ, საადვოკატო მომსახურებას და არ უნდა აწარმოებდეს აქციზურ საქონელს, არ უნდა ეწეოდეს ლატარიების ორგანიზებას და მოღვაწეობდეს სათამაშო ბიზნესის სფეროში. ამასთან საწესდებო კაპიტალში წილს არ უნდა ფლობდეს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს მცირე საწარმოსთვის ამ კანონით დადგენილ სტანდარტებს.
ამასთან კანონპროექტი ითვალისწინებს მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის შექმნას, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იგი ფლობს სახელმწიფო ქონებას, მოქმედებს როგორც საჯარო, ისე საერთაშორისო დაფინანსებით და კერძო შემოწირულობებით. მისი საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. მას გააჩნია ცენტრალური და რეგიონული ოფისები. რეგიონალური ოფისები იქმნება, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლობები მოცემულ ტერიტორიულ ერთეულებში, სახელწოდებით "მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრები".
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ორგანოა მმართველი საბჭო (შემდგომში საბჭო), რომელიც შედგება 7 წევრისაგან. საბჭოს წევრთა შემადგენლობას 4 წლის ვადით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, რომელთაგან: 2 წევრს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი, 2 წევრს წარადგენს საქართველოს მთავრობა, 1 წევრს საქართველოს ეროვნული ბანკი, 1 წევრს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი და 1 წევრს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი. 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტი დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ის თანხმობით, ამტკიცებს საბჭოს შემადგენლობას.
საბჭო თავის შემადგენლობიდან 4 წლის ვადით ირჩევს ადმინისტრაციის უფროსს, რომელიც საერთო კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციულ, საკადრო და სხვა საკითხებს. იგი უნდა იყოს საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციის მქონე, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც კარგად ფლობს ინფორმაციას მცირე ბიზნესის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებაზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მცირე ბიზნესის საჭიროებებსა და პრობლემებზე.
"მცირე ბიზნესის შესახებ" კანონპროექტის თანახმადვე, განსაზღვრულია ადმინისტრაციის ფუნქციები. პროექტის თანახმად ადმინისტრაციის ფუნქციებია: მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავება, დამტკიცებული პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება და კოორდინაცია; ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და გამოქვეყნება.
კანონპროექტით განსაზღვრულია მცირე ბიზნესის მხარდაჭერის ფორმები, როგორიცაა ფინანსური სახსრების მოზიდვა, სესხების (მიკრო სესხების) გასაცემად ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის საშუამავლო კომერციული ბანკების და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით; მცირე ბიზნესის წარმომდგენლებისათვის საინფორმაციო საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; მენეჯერული კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, ბიზნეს-გეგმების შედგენის, მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების შესახებ ტრენინგების, სწავლებებისა და სემინარების მოწყობა მცირე ბიზნესში დასაქმებული პირებისათვის; მცირე ბიზნესის ოპერირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 19.12.2010, 17:48 | შეტყობინება # 272
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მცირე ბიზნესის მხარდასაჭერი ფინანსები შედგება დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისაგან; ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტებისა და შემოწირულობებისაგან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან. განსაზღვრულია, რომ ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ხარჯების 2 პროცენტი მიიმართება მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის საქმიანობის დასაფინანსებლად, რაც აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ყოველწლიურ კანონში. თუმცა ეს არ ზღუდავს უფრო მეტი სახსრების გამოყოფას.
მოზიდული ფინანსური სახსრების განთავსება კერძო საწარმოებში ხორციელდება შუამავალი კომერციული ბანკების და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით, მცირე საწარმოების მიერ შემუშავებული ბიზნეს გეგმების საფუძველზე; ადმინისტრაცია მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად მოზიდული სახსრების კომერციულ ბანკებში განთავსების მიზნით აცხადებს ტენდერს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. ტენდერში მონაწილე სუბიექტებიდან იგი შეარჩევს 3 საუკეთესო წინადადებას, რომელთაგან პირველს გადაეცემა სახსრების 50 პროცენტი, ხოლო მეორესა და მესამეს 30 და 20 პროცენტის ოდენობით შესაბამისად. აღნიშნული ასიგნებების სულ მცირე 30 პროცენტი მიიმართება დამწყები საწარმოების დასაფინანსებლად, თუ ასეთი განაცხადები იქნება წარმოდგენილი;


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 19.12.2010, 17:48 | შეტყობინება # 273
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა მიიღო, რაც იმას ნიშნვას, რომ არჩევნები ჩატარებულად ითვლება.

ბელორუსის საარჩევნო კოდექსიის მიხედვით, კი არჩევნები ჩატარებულად ითვლება თუ მასში ქვეყანაში რეგსისტრიებულ ამომრჩეველთა 50% მიიღებს მონაწილება.

როგორც ცნობილია, დღეს ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ბელორუსის ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ მიმდინარე კამპანიაში ერთგვარი რეკორდი იმოხსნა - ვადამდელი ხმის მიცემის ოთხ დღის განმავლობაში ამ პროცესში მონაწილეობა რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველმა მიიღო და ხმა უკვე მიცემული აქვს ამომრჩეველთა 7,4 %.

ცესკოს მონაცემებით, უკვე დაბეჭდილია 7 მილიონ 447 ბიულეტენი. მინსკში არჩევნების გასაშუქებლად უკვე აკრედიტებულია 1025 ჟურნალისტი, რომელთა შორის 670 უცხოური მედიასაშუალების წარმომადგენელია. დამკვირვებელთა შორის საქართველოს ცესკოს წარმომადგენლებიც არიან.

სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე 10 კანდიდატი იყრის კენჭს _ ალექსანდრე ლუკაშენკო - მოქმედი პრეზიდენტი. გრიგორი კოსტუსევი - შპს "ოსვესიკაია სამშენებლო კომპანიის" გენერალური დირექტორის მოადგილე, ალექსეი მიხალევიჩი - იურისტკონსულტანტი, ვლადიმერ ნეკლიაევი - სოციალური მხარდაჭერის საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანების "ზაბოტას" აღმასრულებელი დირექტორი, იაროსლავ რომანჩუკი - ანალიტიკური ცენტრის "სტრატეგიას" აღმასრულებელი დირექტორი, ვიტალი რიმაშევსკი - გაერითიანება "ქრისტიანული საქმიანი ინიციატივას" თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი სანნიკოვი - გაზეთ "ნაროდნაია ვოლიას" პოლიტიკური მიმომხილველი, ნიკოლაი სტატკევიჩი - ბელორუსის დამოუკიდებელი პროფკავშირის ხელმძღვანელი, ვიქტორ ტერეშენკო - ასოციაცია "მცირე და საშუალო მეწარმეობის" თავმჯდომარე, დმიტრი უსი - გაერთიანება "ტრივიუმის" დირექტორი.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 19.12.2010, 17:49 | შეტყობინება # 274
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სომეხი პოლიტოლოგი სერგეი შაკარიანი იმედოვნებს, რომ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის აქციების წილის მფლობელი სომხური კომპანია "არმროსგაზპრომი" გახდება.

ექსპერტის განმარტებით, თუ "არმროსგაზპრომი" გაზსადენის აქციების მფლობელი ვერ გახდება, მაშინ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ობიექტს ირანული კომპანია დაეუფლოს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 19.12.2010, 17:49 | შეტყობინება # 275
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ეგზიტპოლების მონაცმებით 72% მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იმარჯვებს.

ეგზიტპოლების მონაცმები ადგილობრივი დროით 13:00 საათზე ანალიტიკურმა ცენტრმა "ეკოომ"-ს ხელმძღვანელმა სერგეი მუსიენკომ გამოაქვეყნა.

რაც შეეხება პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს. ეგზიტპოლების მონაცემებით, შპს "ოსვესიკაია სამშენებლო კომპანიის" გენერალური დირექტორის მოადგილემ გრიგორი კოსტუსევმა - 1,49%, იურისტ-კონსულტანტმა ალექსეი მიხალევიჩი - 0,84%, სოციალური მხარდაჭერის საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანების "ზაბოტას" აღმასრულებელმა დირექტორმა ვლადიმერ ნეკლიაევი - 4,49%, ანალიტიკური ცენტრის "სტრატეგიას" აღმასრულებელმა დირექტორმა იაროსლავ რომანჩუკმა - 3,36%, გაერთიანება "ქრისტიანული საქმიანი ინიციატივას" თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი რიმაშევსკი - 1,64%, გაზეთ "ნაროდნაია ვოლიას" პოლიტიკურმა მიმომხილველმა ანდრეი სანნიკოვი - 6,33%, ბელორუსის დამოუკიდებელი პროფკავშირის ხელმძღვანელმა ნიკოლაი სტატკევიჩიმ - 1,6%, ასოციაცია "მცირე და საშუალო მეწარმეობის" თავმჯდომარემ ვიქტორ ტერეშენკო - 1,96%, გაერთიანება "ტრივიუმის" დირექტორმა დმიტრი უსი - 0,47% ხმების რაოდენობა აიღო.

ყველას წინააღმდეგ კი ხმა ამომრჩეველთა 5,75% მისცა.

გამოკითხვა 100 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 4,431 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო.

ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კიმისიის ინფომაციით, საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად ითვლება, რადგან საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი უკვე გამოცხადდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 19.12.2010, 17:49 | შეტყობინება # 276
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ავღანეთში სამხედროების ავტობუსზე თავდასხმის დროს ხუთი ავღანელი ოფიცერი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფომაციას სააგენტო "როიტერი", ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ავრცლებს.

"ქაბულში, ავტომატური იარაღით შიარაღებული ორი ბოევიკი ჯარისკაცების ავტობუსს თავს დაესხა, რომლის დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა. მიმდინაროებს ვინაობის დასადგენად გამოძიება", - ნათქვამია ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:22 | შეტყობინება # 277
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რუსული არმია მზად უნდა იყოს იმ მეზობლებთან ბრძოლისთვისაც კი, რომლებიც სამხედრო ბლოკში არიან გაერთიანებული. განცხადება ამის შესახებ სტრატეგიისა და ტექნოლოგიის ანალიზის ცენტრის დირექტორმა რუსლან პუხოვმა გააკეთა.

წიგნის პრეზენტაციაზე სახელწოდებით "რუსეთის ახალი არმია" პუხოვმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრის რომ ყოფილიყო ან მის ადგილზე თურქეთი რომ ყოფილიყო და ესოდენ უპასუხისმგებლო პოლიტიკა წარემართა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ალიანსს მიეღო მათი წევრობის გადაწყვეტილება. მიუხედავად მეხუთე მუხლის არსებობისა.

მისივე თქმით, მაგალითად ბალტიის ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც რუსული უმცირესობა ცხოვრობს, მათი ფიზიკური საფრთხე რომ შეიქმნას რუსეთს გარკვეულ პირობებში აქვს უფლება გააგზავნოს იქ ჯარი მოსახლეობის დაცვისათვის.

რუსლან პუხოვი ასევე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უკრაინაში რუსოფობიური რეჟიმი იყო და "ეს იყო საფუძველი იმისა, რომ რაღაც ღონისძიებები დაგეგმილიყო".

ანალიზის ცენტრის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის 8 აგვისტომდე ვრავინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გასცემდა განკარგულებას ესროლათ რუსი სამშვიდობოებისატვის და დაეცხრილათ ცხინვალი გრადის ტიპის სისტემებიდან.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:23 | შეტყობინება # 278
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ლატვიის თავდაცვის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ შეიყვანეს იური ლუჟკოვი ლატვიის ხელისუფლების მიერ შედგენილ "შავ სიაში". ეს განცხადება არტის ჰაბრიკემ სააგენტო "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტთან კონსულტაცია არ მქონია. თუმცა შესაძლოა, ლუჟკოვის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი საკითხი კანონიერი გზით უნდა წყდებოდეს. კანონის წინაშე ყველა ერთიანად თანასწორია",_განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ოფიციალურმა რიგამ ქვეყნისთვის არასასურველ პირად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ლუჟკოვმა ლატვიის ხელისუფლებას ქვეყანაში ცხოვრების უფლება სთხოვა.

ლატვიის მხარის განმარტებით, ლუჟკოვი ევროპის მოქალაქეობას არ იმსახურებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:23 | შეტყობინება # 279
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ლაგოდეხის რაიონის სოფელ გელათში, დილას, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. სახლში მყოფი 2 ადამიანი, სახლის მეპატრონე 53 წლის შოთა ჩირგილაძე და მისი სტუმარი 57 წლის მამაკაცი დაიღუპნენ.

როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ჩაქრობა სწრაფად ვერ მოხერხდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით შს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:23 | შეტყობინება # 280
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ნეკრესის ტაძარში აღმოჩენილ ეპიტაფიებს შესაძლოა, უძველესი ქართული ხელნაწერის სტატუსი მიენიჭოს. ეპიტაფიების ზუსტ თარიღს მეცნიერთა ჯგუფი ამ დრომდე ადგენს. მათი აზრით, ეს ეპიტაფიები ყველაზე ძველია და ფარნავაზის მეფობის დროს ანტიკურ ხანაში შექმნილი დამწერლობით არის შესრულებული.

ნეკრესის არექეოლოგიური ექსპედიცის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ნოდარ ბახტაძე აცხადებს, რომ ნეკრესის ქვები რომლებზეც ეპიტაფიებია წაწერილი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 - მე-4 საუკუნისაა.

„ნეკრესის ქვების მოხატულობა განეკუთვნება მე-4 საუკუნეს. ხოლო საფლავს ქვები კი ჩატანებული იყო ამ მე-4 საუკუნის ნაგებობაში უკვე როგორც სამშენებლო მასალა, ესეიგი უფრო ადრეული იყო. გარდა ამისა, ლევან ჭილაშვილის მუშაობის ბოლო სეზონზე აღმოჩნდა თვითონ ეს საფლავებიც, რომელიც წარმართულია და მიცვალებულები არაქრისტიანულ პოზაში არიან დაკრძალულნი", - განაცხადა ნოდარ ბახტაძემ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:23 | შეტყობინება # 281
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
წელს, ზამთრის სეზონზე ბაკურიანის სასტუმროებში დამსვენებლებს „არდი ჯგუფი" დააზღვევს. პირობის თანახმად ბაკურიანში დასვენების პერიოდში ყველა დამსვენებელი, რომელიც დაისვენებს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის" პარტნიორ სასტუმროებში, ითვლება ავტომატურად დაზღვეულად ყველა უბედური შემთხვევისგან.

პროექტში მონაწილეობას იღებენ სასტუმროები „თბილისი", „ვიქტორია", „თეთრი სახლი", „პრიმა", „მელისი", „სან მარია", „შალე", „ლამანი", „თამარ მეფე", „ცხრაწყარო".
„ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი პირველი ვინც დაიწყო ამ კუთხით კლიენტებზე ზრუნვა. სხეულის დაზიანებები მოგეხსენებათ, რომ ხშირია ასეთ ადგილებში და ჩვენი კომპანია იზრუნებს რათა ბაკურიანის ყველა დამსვენებელი იყოს დაცული და თავი იგრძნოს კომფორტულად ჩვენს პარტნიორ სასტუმროებში. გეპატიჟებით და გპირდებით, რომ თუ „იფიქრებთ მხოლოდ კარგზე" ყველაფერი კარგად იქნება,"- განაცხადა გაყიდვების დირექტორმა გიორგი ლომიძემ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:23 | შეტყობინება # 282
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
19-20 იანვარს ლონდონში ჩრდილოატლანტიკური სამიტი გაიმართება, რომელზეც ცხრა ქვეყნის ლიდერი - ბრიტანეთის, ისლანდიის, შვედეთის, დანიის, ფინეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრებენ და ასევე განიხილავენ ჩრდილოეთის "მინი-ნატოს" შექმნის იდეას.

ინტერნეტ-გვერდ " WikiLeaks"-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად ნორვეგიაში აშშ-ს ელჩი ამგვარი ორგანიზაციის პროექტს სასარგებლოდ მიიჩნევს იმისათვის, რომ "პოლარულ დათვებსა და რუსებს მიეხედოთ".

ოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკებათა მიზანი მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კავშირების გამყარებაა. თუმცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კემერონი თავის კოლეგებთან საუბრისას ახალი სამხედრო ალიანსის შექმნის იდეას აუცილებლად შეეხება.

იგეგმება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მინი-ნატოს ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებული იქნება წევრი-სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც აპრილში ჰელსინკში გაიმართება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:24 | შეტყობინება # 283
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2010 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით საარსებო მინიმუმის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

აღნიშნულმა მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია უკანასკნელი 7 წლის მანძილზე და 149.6 ლარი შეადგინა.

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი მნიშვნელოვნად, 18.6%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ თვესთან მიმართებაში.

მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო 2010 წლის აგვისტოდან, რაც დიდწილად განპირობებული იყო სასურსათო პროდუქტებზე ფასების მატებით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:24 | შეტყობინება # 284
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
18 იანვარს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N3, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.45%-ით, მაქსიმალური 9.75%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.72%-ით განისაზღვრა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:24 | შეტყობინება # 285
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მოსკოვში კიევსკი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლები დახვრიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ზოოდამცველთა საინიციატივო ჯგუფი სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვას აპირებს.
ჯგუფის ხელმძღვანელის ოქსანა ტარასიუკის ინფორმაციით, უცნობმა პირებლა დაახლოებით 60 -მდე ძაღლი დახვრიტეს დისტანციური გზით მათთვის საწამლავის გაკეთების მეთოდით. დაძინებული ცხოველები თეთრი ფერის ავტომობილში ჩაყარეს და წაიყვანეს. ვინ და რატომ ჩაიდინა ამგვარი საქციელი ძაღლების მიმართ, ჯერ ჯერობით უცნობია.
"ეს ძაღლები კიევის ვაგზლის ტერიტორიაზე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მრავალი მათგანი სტერილიზებული იყო, მეტიც მათ ჩიპებიც ჰქონდათ. ახლომდებარე სახლების მაცხოვრებლები ზრუნავდნენ ამ ძაღლებზე", _ აცხადებს ტარასიუკი.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz