პარასკევი, 19.04.2024, 21:31
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:30 | შეტყობინება # 301
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რუსეთის მხრიდან სამხედრო კონფლიქტისთვის მზადებაზე საუბარი დასავლეთზე და აშშ-ზე პოლიტიკურ ზეწოლაზეა გათვლილი.

ამის შესახებ ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" რუსი სამხედრო ექსპერტების განცხადების შეფასებისას აღნიშნა. განცხადებაში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ "რუსული არმია თავის მეზობლებთან კონფლიქტებისთვის მზად უნდა იყოს ".

"რუსეთის მხრიდან საქართველოში რაიმე ფართო მასშტაბიანი აგრესია მოსალოდნელი არ არის, ყოველ შემთხვევაში ამაზე დღევანდელი ფაქტებიც მეტყველებს. ეს განცხადებები კი უფრო პოლიტიკური ზეწოლის ნაწილია, ვიდრე რეალური", - აღნიშნა სესიაშვილმა.

მისივე შეფასებით, რუსული მხარის მიერ მსგავსი განცხადებების გაკეთება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეხვედრის ერთგავრი გამოხმაურება იყო.

"სააკაშვილი-ობამას შეხვედრის შემდეგ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველო ამერიკისგან იარაღის შეძენას გეგმავს. ამას კი რუსული მხრიდან მოჰყვა რეაქცია და ისინი აცხადებენ, რომ თუ ჩვენ იარაღს მივიღებთ, მაშინ რუსეთი ომისთვის მზადებას დაიწყებს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სესიაშვილმა.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:30 | შეტყობინება # 302
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გერმანიის ფინანსთა მინისტრის ვოლფგანგ შოიბლერის განცხადებით, რუსეთი არა მხოლოდ G-20 და G-8 წევრი, ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრიც უნდა იყოს.

ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის ფინანსთა მინისტრის ინტერვიუში, რომელიც მან "როსისკი გაზეტას" მისცა.

"აუცილებელია უფლებების და მოვალეობების გათანაბრება ბაზაზე მოთამაშე ყველა ექსპორტიორ-იმპორტიორისთვის. და იმისთვის, რომ რუსეთმა ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასის დივერსიფიკაცია მოახდინოს. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს ეკონომიკის დივერსიფიკაციასაც", - აღნიშნა შოიბლერმა.

მისივე შეფასებით, რუსეთს ჯერ კიდევ დიდ გზის გავლა მოუწევს მსგავის სამუშაოების ჩასატარებლად, რაც გერმანიის ფინანსთა მინისტრის შეფასებით, მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:30 | შეტყობინება # 303
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რუსი სამხედრო ექსპერტების განცხადებები შეიძლება ჩაითვალოს გაფრთხილებადაც და იმ ადამიანების ნათქვამადაც, რომლებიც ინფორმაციას ბოლომდე არ ფლობენ.

ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ რუსი სამხედრო ექსპერტების განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

"რადიკალურად სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რაზე იყო საუბარი ობამა-სააკაშვილის შეხვედრის დროს. აქედან გამომდინარე, რთულია საუბარი იმაზე, რა კონტექსტში შეიძლება შეეხებოდნენ ორი ქვეყნის პირველი პირები იარაღისა და ჩრდილოეთ კავკასიის თემებს", - აღნიშნა არეშიძემ.

მისივე თქმით, ერთის მხრივ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ჰაერსაწინააღმდგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება უნდა მიაწოდოს და მეორეს მხრივ საუბარია იმაზე, რომ მსგავსი თემა პრეზიდენტების შეხვედრაზე საერთოდ არ განხილულა და პენტაგონი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას არ აპირებს.

"რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიის საკითხს, ერთის მხრივ საუბრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ობამამ ამ მიმართულებით პოლიტიკა მოუწონა და მეორეს მხრივ, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტმა სააკაშვილი გააფრთხილა, რომ ჩრდილო კავკასიაში აქტივობა შეწყვიტოს. ამიტომ ძნელის საბოლო შეფასება გააკეთო ამ შეხვედრის შესახებ, რადგან ბოლომდე არ ვიცით, რაზე იყო საუბარი. ამის გათვალისწინებით, კი რუსი ექსპერტების განცხადება შეიძლება ჩაითვალოს როგორც გაფრთხილებად, ასევე მომზადებად და იმ ადამიანების განცხადებადაც, რომლებმაც ბოლომდე არ იციან რა მოხდა შეხვედრაზე", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სტრატეგიისა და ტექნოლოგიის ანალიზის ცენტრის ექსპერტების შეფასებით, აუცილებელია "რუსული არმია მზად უნდა იყოს თავის მეზობლებთან კონფლიქტებისთვის".


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:31 | შეტყობინება # 304
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
"ქრისტიან-დემოკრატები" ყაზბეგის გამზირზე ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის დადგმას მოითხოვენ. ისინი ძეგლისთვის სავარაუდო ადგილად ამავე გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღს განიხილავენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, 20 იანვარს ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა. ქრისტიან-დემოკრატებმა მოხევეებთან ერთად გადაწყვიტეს, რომ თბილისელებს დიდი პროზაიკოსის ძეგლის დადგმა შესთავაზონ. ამასთან, 2013 წელი ალექსანდრე ყაზბეგის მრგვალ თარიღს ემთხვევა, ამიტომ ამ რიცხვამდე უნდა მოესწროს ძეგლის დადგმა.

ჯაბა სამუშიას თქმით, ჯერ კიდევ 2002 წელს თბილისის კულტურის იმდროინდელმმა სამსახურმა ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლისთვის კონკურსი გამოაცხადა, სადაც მოქანდაკე გიორგი თექთურმანიძის ესკიზმა გაიმარჯვა. მოქანდაკის ესკიზი კულტურის სამინისტროს ძეგლთა და მონუმენტურ სამეცნიერო საბჭოს გადაეცა. 2003 წლის 26 თებერვლის დასკვნის მიხედვით კი, სპეციალიზირებულმა საბჭომ მოიწონა თექთურმანიძის ესკიზი. თუმცა ამის შემდეგ ქალაქის მთავრობამ მისი არსებობა დაივიწყა.

"ჩვენი მიზანია, 2003 წლის დასკვნის საფუძველზე, ამ ძეგლის აღსამართად მზადება დავიწყოთ,"_აღნიშნავს სამუშია.

მისი თქმით, ალექსანდრე ყაზბეგი არა მარტო ქართველი, არამედ ჩრდილოკავკასიელი ხალხის_ინგუშების, ჩეჩნების, ოსების საყვარელი მწერალიცაა.

"სირცხვილია, თბილისში ყაზბეგის ძეგლი არ გვქონდეს და ამ დროს პოლიტიკური ნიშნით ძეგლები დავუდგათ ცალკეულ ადამიანებს. მეტიც, ბუდას ქანდაკებაზე ვსაუბრობდეთ,"_აღნიშნა სამუშიამ.

მისი თქმით, ძეგლისთვის აუცილებელი ბრინჯაოს 50-60% უკვე მოძიებულია. ამასთან, გიორგი თექთუმანიძე, როგორც მოხევე, მზადაა, უანგაროდ დაამზადოს ქანდაკება.

''"ქრისტიან-დემოკრატები" ამ თხოვნას საკრებულოს თავმჯდომარესა და დედაქალაქის მერს ხუთშაბათს ოფიციალურად წარუდგენენ.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:31 | შეტყობინება # 305
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
"ტურიზმის საინფორმაციო-სარეკლამო სისტემის შექმნისათვის" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 1 მლნ. 229 ათას 900 ლარს დახარჯავს.
დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩუკი ჩხეიძის განმარტებით, აღნიშნული ასიგნებიდან პირველი ეტაპის ღონისძიებების განსახორციელებლად დღეს გამრთულ აჭარის მთავრობის სხდომაზე 494 400 ლარის მიზნობრივი პროგრამა დამტკიცდა.

ჩხეიძე ამბობს, რომ ამ დროისათვის "ტურიზმის საინფორმაციო-სარეკლამო სისტემის შექმნის" მიზნობრივი პროგრამის იმ პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს აჭარის რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციას, რეგიონის ქვეყნებში ცნობადობის ზრდას, არასაზაფხულო სეზონზე ტურისტების ნაკადის ზრდას. პროგრამის მიხედვით გათვალისწინებულია უცხოური ტურისტული სააგენტოების ტურისტულ პროდუქტში აჭარის მიმართულების გაჩენა შემდეგი მეთოდებით: 2011 წელს დაფინანსდება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობა.

"2011 წლის განმავლობაში გაგრძელდება ასევე ვებ-გვერდისა და IT მენეჯერის დაქირავება ინტერნეტ მარკეტინგისა და დეპარტამენტის ელექტრონული ქსელის სრულყოფის მიზნით, ასევე მოხდება ინტერნეტის მეშვეობით რეკლამირების შესაძლებლობების გამოყენება, კერძოდ პოპულარულ პორტალებზე აჭარის რეკლამის განთავსება, აჭარის ტურისტული საიტის პოპულარობისა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის მიზნით პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული სახე მიეცემა ბათუმის აეროპორტში ტურისტთა დახვედრის უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებას, ეროვნულ ტანსაცმელში ჩაცმული ბავშვების მიერ, ტკბილეულით და სხვა სიურპრიზებით'- აცხადებს ბაჩუკი ჩხეიძე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის განმარტებითვე, თებერვლიდან აჭარაში დასვენების შესახებ, თურქეთში სატელევიზიო და საგაზეთო რეკლამების განთავსება. მისივე თქმით, დაგეგმილია სარეკლამო ტურების დაფინანსება რეგიონის ქვეყნებიდან - აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, ისრაელი უკრაინა და სხვა.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:32 | შეტყობინება # 306
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რუსეთის მთავრობამ სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების საქმე, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინკი, მისი მეუღლე და პოლონეთის მთავრობის წევრები დაიღუპნენ ოფიციალურად დახურულად გამოაცხადა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის მთავრობის აქტების მონაცემთა ბანკშია განთავსებული.
"საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ტექნიკური კომისიის მიერ მუშაობის დასრულებასთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინკის, მისი მეუღლისა და მათი თანმხლები პირების გარდაცვალების გამომწვევი, 2010 წლის 10 აპრილს მომხდარი თვითმფრინავ ტუ 154-ს კატასტროფის გამომწვევის მიზეზების დამდგენი კომისიის მუშაობა დასრულებულად ჩაითვალოს", - ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ ლეხ კაჩინკის ოჯახი სმოლენსკთან მომხდარ ავიატაკასტროფის მოწყობაში მოსკოვს ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება ოჯახის მხრიდან დღეს გაკეთდა.
პოლონეთი ასევე უკმაყოფილოა საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის საბოლოო ანგარიშით, რომლის მიხედვითაც პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის მოქმედება იყო.
ამ ანგარიშს პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაშინსკის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ "პოლონეთის დაცინვა" უწოდა.
ავიაკატასტროფა სმოლენსკთან რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და მთავრობის წევრები დაიღუპნენ 2010 წლის 10 აპრილს მოხდა. სულ გარდაიცვალა 96 ადამიანი, მათ შორის 8 ეკიპაჟის წევრი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:32 | შეტყობინება # 307
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საუბარი, შესაძლოა, საერთოდ არ ყოფილიყო.

"საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეხვედრაზე ეჭვი მეპარება, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი განეხილათ, რადგან ასეთ შეხვედრებზე გაგრძლებული თემები არ განიხილება", - აღნიშნა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.

მისივე თქმით, თუ გამონაკლისი მოხდა და ვმო-ში რუსეთის შესხვლის საკითხი მხარეებმა მართლაც განიხილეს, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დათმოს თავისი უკომპრომისო პოზიცია.

"საქართველომ უნდა დათმოს უკომპრომისო პოზიცია, როდესაც ლარსზე და ფსოუზე თავის მესაზღვრეების დაყენებას ითხოვს. ეს მოთხოვნა შინაარსით ძალიან კარგია, მაგრამ შეუძლებლია. ქართულმა მხარემ უნდა მოითხოვოს, რომ რუსეთის ბაზარი იყოს ღია საქართველოს პროდუქციისთვის ყოველგვარი პრობლების გარეშე და ეს საერთაშორისო გარანტიებით უნდა იყოს გამყარებული, რადგან რუსეთს ყოველთვის შეუძლია რაღაც მიზეზებით მოძებნოს, თუნდაც სანიტარული კუთხით", - დასძიანა არეშიძემ.

ამასთან, ექსპერტისის შეფასებით, თუ რუსეთი ვმო-ში გაწევრიანდა, ამ ორგანიზაციის წესდების თანახმად, მას უფლება არ ექნება, შეზღუდოს საქართველოს პროდუქციის შესვლა თავის ბაზარზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მეტი გარანტიისთვის ეს საკითხი საერთაშორისო, სერიოზული გარნატორებთან ერთად უნდა იყოს გაფორმებული შესაბამის დოკუმენტებით, რომელიც საჯარიმო სანქციებსაც უნდა ითვალისწინებდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას 15 იანვარს ვაშინგტონში შეხვდა, სადაც პრეზიდენტებმა საქართველო-აშშ-ის შორის გაფრომებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:32 | შეტყობინება # 308
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
29 მარტიდან - 2 აპრილამდე, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის სამინისტროსა და სტამბულის მადნეულისა და მეტალის ექსპორტიორთა ასოციაციის კოორდინაციით, „საავადმყოფოებისა და ჯანმრთელობის ცენტრების" გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ზემოხსენებულ გამოფენაგაყიდვას, საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან ორგანიზაციები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, გერმანია, არგენტინა, ალბანეთი, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ბელგია, ბრაზილია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ჩინეთი, ინგლისი, ირანი, ირლანდია, ესპანეთი, შვეცია, შვეიცარია, იტალია, იაპონია, კანადა, ყაზახეთი, კორეა, ლიბანი, ლიბია, უნგრეთი, იალტა, ეგვიპტე, უზბეკეთი, პაკისტანი, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა, იორდანია, საბერძნეთი და სხვა.

დასწრების მსურველი ფირმების წარმომადგენლებისთვის ორგანიზატორი აანაზღაურებს დაბინავების ხარჯებს. ფირმების წარმომადგენლებისთვის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:32 | შეტყობინება # 309
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თბილისში მარტოხელა ხანდაზმულებისთვის კიდევ ერთი ახალი ცენტრი გაიხსნება.

დედაქალაქის მერიისა და "წითელი ჯვრის" დაფინანსებით ცენტრის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

ცენტრი ყოველდღიურად 100-მდე მოხურცს მოემსახურება. მარტოხელებს იქ დღეში ერთხელ სადილით გაუმასპინძლდებიან, იმუშავებს ასევე ქარგვის, ქსოვის და მებაღეობის წრეები.

ცენტრში მიმდინარე სამუშაოები დღეს მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ დაათვალიერა. დაწესებულება პირველი მარტიდან გაიხსნება, საპილოტე პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ხანდაზმულთა საზოგადოებასთან ინტეგრაციას ისახავს მიზნად.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:32 | შეტყობინება # 310
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რუსეთის ფედერაცია ოს სეპარატისტებთან საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ თანამშრომლობის სფეროში ე.წ. მთავრობათაშორის ხელშეკრულებას გააფორმებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაცია "სამინისტროს" ხელმძღვანელის ანატოლი ბიბილოვის ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმება მოსკოვში მიმდინარე წლის თებერვალში იგეგმება.
"შეთანხმება სამინისტროებს შორის გაფორმდება. იგი ითვალისწინებს ურთიერთდახმარების გაწევას, გამოცდილების გაზიარებას და ფართო თანამშრომლობას ამ საკითხთან მიმართებაში", _ აცხადებს ბიბილოვი და დასძენს, რომ შეთანხმების ფარგლებში მოეწყობა ერთობლივი კონფერენციების, სწავლებები, ვარჯიშები და სტაჟიორებისა და პედაგოგების გაცვლა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:33 | შეტყობინება # 311
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
"თიბისი ბანკი" 2010 წელს დადებიდად აფასებს. ბანკის ინფორმაცით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody'ს "თიბისი ბანკის" დეპოზიტების გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში 2 საფეხურით - B3-დან B1-მდე აამაღლა და ბანკის ფინანსური მდგრადობის პროგნოზი შეაფასა, როგორც ,,სტაბილური".
43 მილიონი ლარი წმინდა მოგება; 33%-ით (369 მილიონი ლარით) გაზრდილი სესხების პორტფელი; დეპოზიტების 38%-იანი (370 მილიონი ლარით) ზრდა; 30%-ით (522 მილიონი ლარით) გაზრდილი აქტივები; მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პროდუქტები; უპრეცედენტო შეღავათები სესხებზე; წლის ინოვაციური პროექტი, დაუმჯობესებული საერთაშორისო რეიტინგი, 800 000-მდე ლარი ქველმოქმედებაზე და წლის საუკეთესო ბანკის წოდება - ასეთი შედეგებით დაასრულა "თიბისი ბანკმა" გასული წელი და მყარი ფინანსური მდგომარეობითა და ამბიციური მიზნებით იწყებს ახალ, 2011 წელს.

2010 წლის დასაწყისიდან, ქვეყანაში ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების გათვალისწინებით, თიბისი ბანკმა გაააქტიურა დაკრედიტების პოლიტიკა, ეტაპობრივად შეარბილა პირობები სესხებზე და დღეისთვის სესხის აღების ყველაზე მარტივ პროცედურას და ბაზარზე მინიმალურ საპროცენტო განაკვეთებს სთავაზობს მომხმარებელს.

2010 წლის განმავლობაში "თიბისი ბანკმა" განახორციელა რამდენიმე სოციალური პროექტი, დანერგა ახალი მომსახურებები, გააფართოვა ფილიალების ქსელი, პირველად ქართულ საბანკო სექტორში, შექმნა სოციალური მედიის ყველაზე მასშტაბური პროექტი და საფინანსო ინსტიტუტისთვის საკმაოდ ორიგინალური სახით დამკვიდრდა ინტერნეტ სივრცეში.
შედეგად, 2010 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც თიბისი ბანკის 18 წლიანი ისტორიის კიდევ ერთი წარმატებული წელი, რაც წლის ბოლოს, ასევე აისახა საერთაშორისო რეიტინგებშიც: ფაინენშალ თაიმს გრუპმა თიბისი ბანკი საქართველოში ,,წლის საუკეთესო ბანკად'' დაასახელა, ხოლო სააგენტომ Moody -ს ბანკის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაზარდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:33 | შეტყობინება # 312
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, შესაბამისი დაინტერესება არაბულმა მხარემ მასთან, აბუ-დაბიში გამართული შეხვედრებისას გამოთქვეს.

"შეხვედრებზე აქცენტი საქართველოს ჰიდროპოტენციალზე გავაკეთეთ. საქართველო დღეს ელექტროენერგიის ექსპორტს ყველა მეზობელ ქვეყანაში: რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში ახორციელებს. რა თქმა უნდა, არსებობს დიდი პოტენციალი იმისა, რომ ამ სექტორში ინვესტიცია არაბული ქვეყნებიდანაც იქნას მოზიდული", - განუცხადა აბუ-დაბიში ვიზიტით მყოფმა გილაურმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქში გილაურის ვიზიტი გუშინ დაიწყო. საქართველოს პრემიერმა აბუ-დაბიში რიგი შეხვედრა უკვე გამართა, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივან პან გი მუნთან.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:33 | შეტყობინება # 313
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს მთავრობის კანცელარიაში ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის თავმჯდომარეობით საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე ოფიციალურად განიხილება და დამტკიცდება 2011 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) პროექტი, რომელიც არის უწყებათაშორისი რამდენიმეთვიანი კოორდინირებული მუშაობის შედეგი და მოიცავს რეფორმების გეგმებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლებრივ, განათლებისა და სხვა საკითხებში.

სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელების პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი.

სახელმწიფო კომისიის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ იგი ნატო-ს შტაბ-ბინაში შემდგომი განხილვისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების მიზნით გაიგზავნება.

წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), ნატო-საქართველოს კომისიასთან ერთად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. 2009-2010 წლების წლიური ეროვნული პროგრამები ნატოს მიერ დადებითად იქნა შეფასებული. 2011 წელი პროგრამის განხორციელების მესამე ფაზას წარმოადგენს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:33 | შეტყობინება # 314
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
"თიბისი ბანკი" საკუთარ კლიენტურას 2011 წელს მრავალ ინოვაციურ პროდუქტს ჰპირდება. ბანკის ინფორმაციით, "თიბისი ბანკის" ერთგული კლიენტებისთვის 2010 წლის ინოვაციური მომსახურება - SMART CLUB დაინერგა.

SMART CLUB არის "თიბისი ბანკის" ლოიალური კლიენტების კლუბი, რომლის წევრები ჩვეულებრივი საბანკო მომსახურების სანაცვლოდ, ბანკისგან საჩუქრად იღებენ SMART ქულებს, რომლებსაც შემდეგ, პარტნიორ ობიექტებში, სასურველ საჩუქრებზე ცვლიან.

შედეგად, SMART CLUB MAღთ ჩLUB-ის წევრებისთვის საბანკო ბარათით გაკეთებულ თითოეულ შენაძენს, ბანკში დაგროვილ დანაზოგსა, თუ აღებულ სესხს ახალი, დამატებითი სარგებელი მოაქვს!
2010 წლის განმავლობაში SMART CLUB -ის წევრებისთვის ჩატარდა 4 ექკლუზივი. ქულების სახით დარიცხულმა თანხამ კი 433 000 ლარი შეადგინა.
იმავდროლად, SMART CLUB -ის გვერდი Facebook -ზე- სოციალური მედიის ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში: "თიბისი ბანკმა" ივლისიდან Facebook -ზე SMART CLUB -ის ფან გვერდი შექმნა, სადაც მუდმივად ტარდება კონკურსები, რომლებშიც აქტიურად არიან ჩართულები ფეისბუქის ფანები. დღეისთვის ფანების რიცხვმა უკვე 60 000 მიაღწია და მათი რიცხვი ყოველდღიურად საშუალოდ 400-500 -ით იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სმარტ კლუბი არის სოციალური მედიის ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში. თიბისი ბანკი კი პირველი ბანკია, რომელიც ასე აქტიურად და ორიგინალური ფორმით გამოჩნდა სოციალურ ქსელში.

SMART CLUB -ის ფან გვერდზე ჩატარდა 30 - კონკურსი, გამოვლინდა 120 - მდე გამარჯვებული; ქულების სახით დარიცხულმა თანხამ კი 5 000 ლარი შეადგინა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:33 | შეტყობინება # 315
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რუსმა ოკუპანტებმა მდ. ენგურზე მდებარე აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სატვირთო ავტომობილით მოძრავი ორი ადამიანი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედი რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილში მსხდომ ადამიანებს ჰქონდათ მცდელობა საზღვარი "ენგურის" გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გადაეკვეთად.

"ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად მესაზღვრეებმა დაახლოებით 1500 კგ. კომბოსტო და 7000 კგ. კარტოფილი დააკავეს. დაკავებულები და ტვირთი გალის რაიონის უშიშროების განყოფილებაშია გადაგზავნილი შემდგომი განხილვისათვის", _ იუწყება პრესსამსახური.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz