პარასკევი, 19.04.2024, 14:01
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 13:14 | შეტყობინება # 76
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 18 აგვისტოს, USAID-ის მიერ დაფინანსებული "მექანიზაციის პროექტის" ფარგლებში მექანიზაციის სერვისცენტრების წარმომადგენლებისთვის პირველი ბიზნესტრენინგი ჩატარდება.

"მექანიზაციის პროექტსა" და საქართველოს ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციას - "ABCO-საქართველოს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ტრენინგებს "ABCO-საქართველო" ჩაატარებს.

ტრენინგში, რომელიც ახალციხის სასოფლო-სამეურნეო სერვისცენტრში გაიხსნება, USAID-ის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მექანიზაციის სერვისცენტრების წარმომადგენლების გარდა, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრების ხელმძღვანელები და თანამშრომლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ტრეინინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ზოგადი მართვა, ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, ბიზნესგეგმების შედგენა, გადასახადები, სამართლებრივი საკითხები, ბაზრის ანალიზი და დაგეგმარება. სამდღიანი სემინარის დასრულების შემდეგ, ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და შემდგომ ისინი ადგილზე მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის შესახებ.

"მექანიზაციის პროექტის" ბიუჯეტი 5.1 მლნ ამერიკული დოლარია. ეს აშშ-ის მთავრობის იმ მილიარდიანი დახმარების ნაწილია, რომელიც საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოეყო. "მექანიზაციის პროექტის" ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 25-მდე მექანიზაციის ცენტრი შეიქმნება, რაც გაზრდის მცირე ფერმერებისთვის სამანქანო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. საერთო ჯამში, ამ სერვისცენტრებში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, დახმარებას მიიღებს 14 ათასი მცირე ფერმერი, ხოლო მცირე ფერმერული მეურნეობების შემოსავალი დაახლოებით 10 მლნ დოლარით გაიზრდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 13:14 | შეტყობინება # 77
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 18 აგვისტოს, 12:00 საათზე, 78-ე სკოლასთან, გარდაბნის # 6-ში, (31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარბარეს სასაფლაოს მოპირდაპირე მხარეს) გაიმართება აქცია-პრესკონფერენცია.

ღონისძიებას დაესწრებიან 78-ე სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მშობლები. ისინი სამი სკოლის გაერთიანებას აპროტესტებენ. პრესკონფერენციას გამართავს საქართველოს "განათლდების ლიგის" პრეზიდენტი და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" განათლების კომისიის ხელმძღვანელი მანანა ნიკოლაიშვილი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 13:14 | შეტყობინება # 78
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 18 აგვისტოს, 18:00 საათზე, ბათუმის თიბისი გალერეაში გაიხსნება ფოტოგამოფენა "ბავშვის თვალით დანახული ბათუმი".

გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებით, ფოტოგამოფენაზე "ბავშვის თვალით დანახული ბათუმი" წარმოდგენილი იქნება 14 წლის აივი მურვანიძის ნამუშევრები. მათი ინფორმაციით, ეს აივი მურვანიძის პირველი პრესონალური გამოფენაა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 13:15 | შეტყობინება # 79
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 18 აგვისტოს, ფრანგი მწერლის, ონორე დე ბალზაკის გარდაცვალებიდან 160 წელი შესრულდა. ონორე დე ბალზაკი 1850 წლის 18 აგვისტოს პარიზში გარდაიცვალა.

ბალზაკი, 1799 წლის 20 მაისს ტურში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი იყო ონორე ბალზაკი, ნაწილაკს "დე", რომელიც მაღალი დონის წოდებას გამოხატავს, ბალზაკი 1830 წლიდან იყენებდა. მამამისმა, ქ. ტურის მერის თანაშემწემ, გლეხური გვარი მალსა არისტოკრატიულ დე ბალზაკად გადაიკეთა. დედა პარიზის წვრილბურჟუაზიული ოჯახიდან იყო.

1803 წლიდან ბალზაკი მიაბარეს ერთ-ერთ პანსიონში, 1807 წლიდან კი ვანდომის სასულიერო კოლეჟში. 1814 წელს ოჯახი პარიზში გადასახლდა. ბალზაკი ჯერ ნოტარიუსის კანტორაში მუშაობდა, თან ლიტერატურის ლექციებს ისმენდა სორბონის უნივერსიტეტში, 1816 წელს იგი მამის ნებართვით სამართლის სკოლაში შევიდა, რომელიც 1819 წელს დაამთავრა, მაგრამ ოჯახს განუცხადა, რომ მისი მოწოდება ლიტერატურა იყო, განმარტოვდა მანსარდში და წერას შეუდგა.

პირველი ლიტერატურული ცდა, ტრაგედია "კრომველი" (1820) სუსტი აღმოჩნდა. 1822 წლიდან ბალზაკმა გზა გაიკვლია მკითხველისკენ: ფსევდონიმით გამოაქვეყნა რამდენიმე მოდური რომანი, რომლებიც შემდგომ თვითონვე უარყო. ხელმოცარულმა კომერციულ საქმეებს მიჰყო ხელი. ბედი სცადა გამომცემლისა და მესტამბის როლში, მაგრამ ეს ცდა იმით დამთავრდა, რომ ვალი დაედო, რომელმაც შემდეგ მისი ლიტერატურილი ჰონორარის უდიდესი ნაწილი ჩანთქა.

პირველი რომანი, რომელიც ბალზაკმა თავისად აღიარა და საზოგადოებაშიც გახმაურდა, იყო "შუანები" (1829). მას მოჰყვა: "ქორწინების ფიზიოლოგია" (1830), "გობსეკი" (1830), "უცხო შედევრი" (1831), "შაგრენის ტყავი" (1831), "ოცდაათი წლის ქალი" (1831). ბალზაკმა შესანიშნავი მთხრობელის სახელი მოიხვეჭა; მას დაუმეგობრდნენ გავლენიანი პირები, არისტოკრატი ქალები, რომელთა მეოხებით მაღალი წრის კარი გაეღო; მოსდიოდა მკითხველთა უამრავი წერილი. ერთ-ერთმა ასეთმა წერილმა 1832 წელს სათავე დაუდო პოლონელი თავადის ცოლთან ე. ჰანსკასთან ბალზაკის ხანგრძლივ რომანს, რომელიც 18 წლის თავზე, მწერლის გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე, მათი შეუღლებით დამთავრდა.

1832 წლის შემდეგ ბალზაკმა დაწერა შემდეგი რომანები და მოთხრობები: "სოფლის ექიმი" (1833), "ეჟენი გრანდე" (1833), "სერაფიტა" (1833), "აბსოლუტის ძიება" (1834), "მამა გორიო" (1834-1835), "ცელქი მოთხრობები" (1832-1837). მან სამწერლო დიდების მწვერვალზე შედგა ფეხი, მცირე ხნით აისრულა კიდეც "ბრწყინვალე ცხოვრების" ნატვრა, ნამდვილი ბალზაკების გერბიც მიითვისა და ნაწილობრივ გოროზი არისტოკრატიული წრეების აღიარებასაც მიაღწია. 1834 წლიდან ბალზაკმა პერსონაჟთა გამეორება დაიწყო სხვადასხვა ნაწარმოებში: მას მოუმწიფდა გეგმა, თავისი თხზულებებით შეექმნა ერთიანი "ადამიანური კომედია", რომელშიც 137 ნაწარმოები უნდა შესულიყო. 1834 წლის შემდეგ დაწერა "გამქრალი ოცნებანი" (1837-1839), "ნუსინგენის სახლი" (1838), "კურტიზანების ბრწყინვალება" (1838), "კურტიზანების ბრწყინვალება და სიღატაკე" (1839-1847), "გლეხები" (1844), "კუზინ ბეტი" (1846), "კუზენ პონსი" (1847) და სხვა.

ბალზაკი მწირივით ცხოვრობდა, ალყაშემორტყმული ულმობელი კრედიტორების მიერ, ჩქარობდა შეესრულებინა თავისი გეგმა და ვალებიც გაესტუმრებინა; ამავე დროს, თავს არ ანებებდა სარდინიაში ვერცხლის მადნის მოპოვებისა და პოლონეთ-საფრანგეთს შორის ხე-ტყის აღებ-მიცემობის წამოწყების ფანტასტიკურ პროექტებს. ამ პროექტების მიმართ გამოიჩინა არაადამიანური შრომისმოყვარეობა, 16-18 საათს მუშაობდა დღე-ღამეში და რკინის ჯანმრთელობა უძილობითა და ყავის გადამეტებული სმით გაინადგურა.

ბალზაკმა მოასწრო 85 რომანისა და მოთხრობის დაწერა და დატოვა 50-მდე თხზულების მეტ-ნაკლებად სრული მონახაზი; შექმნა 2000-პერსონაჟიანი ეპოპეა - მთელი საზოგადოება, რომელსაც თავისი გენეალოგია, გეოგრაფია და ცხოვრების ფილოსოფია აქვს. იგი შთაგონებული იყო ბიუფონის, კიუვიეს, სენტ-ილერის საბუნებისმეტყველო მოძღვრებებითა და მეთოდებით, რომლებიც მხატვრულ პროზაში გადაჰქონდა.

თავისი შემოქმედებით ბალზაკმა მსოფლიო ლიტერატურაში სათავე დაუდო ახლებურ, მონუმენტურ, კრიტიკულ რეალიზმს. ერთგვარი ავტონომიური ადგილი უკავია ბალზაკის შემოქმედებაში პიკანტური ნოველების კრებულს "ცელქ მოთხრობებს", ეს არის უბადლო მოვლენა გასული ეპოქების - აღორძინებისა და შუა საუკუნეების - კულტურის შეგრძნების თვალსაზრისით.

ბალზაკის შემოქმედებას იცნობენ მთელ მსოფლიოში, იგი მრავალ ენაზეა თარგმნილი. ქართულ ენაზე მის თხზულებათა თარგმნას XX საუკუნის 30-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა გ. ქიქოძემ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 13:15 | შეტყობინება # 80
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეიდან, სავალდებულო სამხედრო გაწვევა დაიწყო. გაწვევას დაექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის 3500 ახალგზარდა.

გაწვევის პროცესს კურირებას რეგიონული მართვისა და განვითარების სამინისტრო გაუწევს.

საშემოდგომო სავალდებულო სამხედრო გაწვევა 30 დეკემბერს დასრულდება. ახალგაზრდებს, რომლებსაც გაწვევის გადავადება სურთ, კანონით გათვალისწინებული 2000 ლარის გადახდა მოუწევთ.

რამაზ ნიკოლეიშვილის განმარტებით, საშემოდგომო გაწვევის დროს აღმოიფხვრება ყველა ის ხარვეზი, რომელიც საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში არსებობდა.

~ახალგაზრდების გაწვევა მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მოხდება. გაწვევის პუნქტები სპეციალური სამედიცინო მოწყობილობით აღიჭურვება, რათა წვევამდელების ჯანმრთელობის მდგომარეობის მაღალ დონეზე გამოკვლევა ადგილზე მოხდეს~, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 13:15 | შეტყობინება # 81
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახმეტის რაიონში. ქვემო ალვანიდან ახმეტის მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრავი ოპელის მარკის ჯიპის ავტომანქანა მოხრეშილ გზაზე მოსრიალდა და რამდენჯერმე გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის შაკო ოთიურიძე ადგილზე გარდაიცვალა, გიორგი ნეკერაულმა და ირაკლი ხუცურაშვილმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

დაშავებულები ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველო აწარმოებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:30 | შეტყობინება # 82
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

საქართველოდან ღვინის ექსპორტი 49 %-მდე გაიზარდა. 2010 წლის შვიდ თვეში საქართველოდან 7 მლნ. 823 ათას 595 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2009 წლის შვიდ თვეში ქვყნიდან საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში 5 მლნ. 255 ათას 609 ბოთლი ღვინო იქნა გადაზიდული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნებიდან ლიდერობას ისევ უკრაინა ინარჩუნებს, სადაც იანვარ-ივლისში 4 მლნ. 16 ათას 341 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა. ქართული ღვინის აქტიური მომხმარებელია ასევე ყახაზეთიც, სადაც შვიდ თვეში 1 მლნ. 162 ათას 480 ბოთლი ღვინოა გადაზიდული. ბელორუსიაში კი წელს 623 ათას 699 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო პოლონეთში 402 ათას 124 ბოთლი ღვინოა გადაზიდული.

სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ქართული კომპანიებიდან ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით სასმელი "თბილღვინომ" გაიტანა, რომელმაც იანვარ-ივლისში უცხეთში 1 მლნ. 231 ათას 380 ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა. უცხოეთის ბაზარზე აქტიურად იმუშავა და ექსპორტის მიხედვით მეორე ადგილზეა "ტიფლისკი ვინნი პოგრებ", რომელმაც უცხოეთის ბაზრებზე 829 ათას 600 ბოთლი ღვონო გადაზიდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:32 | შეტყობინება # 83
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

უკრაინის ხელისუფლებამ ხორბლის ექსპორტზე კვოტების დაწესება ერთი კვირით გადადო. აღნიშნული საკითხის განხილვას, უკრაინის მთავრობა გუშინ დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე გეგმავდა, თუმცა სახკითხის განხილვა 25 აგვისტს მთავრობის სხდომისათვის გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ 2010 წლის ბოლომდე შეზღუდოს ხორბლის ექსპორტი, რათა უზრუინველყოს ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა. ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა ნიკოლაი პრისიაჟნუკმა ქვეყნის აგრალური კავშირის წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე განაცხადა. აღნიშნულის მისაღწევად ქვეყანაში შემოღებული იქნება კვოტირებული შეჯერებული მოცულობა 2,5 მლნ ტონა.

აგროპოლიტიკის სამინისტრო თანახმაა, წლის ბოლომდე უკარინიდან მხოლოდ 2,5 მლნ. ტონის ექსპორტი განხორციელდეს. აღნიშნულ მოცულობაში გათვალისწინებული არ არის 1 მლნ. ტონა ხორვბალი, რომელიც პორტებში იმყოფება. კვოტოირება არ შეეხება სიმინდს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:38 | შეტყობინება # 84
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პოლონეთი აჭარას პროექტ რეგიონული განვითარების პროგრამების განხორციელებაში დაეხმარება. ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა პოლონეთის პომორსკიე რეგიონის მარშალის ოფისის წარმომადგენლებთან: რეგიონული და სივრცითი განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან რადომირ მატცაქთან და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის უფროსთან პატრიცია სშიგელთან. აჭარის მთავრობიდან კი შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გრიგოლ წამალაშვილი, საინვესტიციო პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ვარშალომიძე და რეგიონული ეკონომიკის განყოფილების უფროსი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის "საქართველოში სახელმწიფო მართვის გაძლიერება რეგიონული განვითარების პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების სისტემის მართვისა და მონიტორინგის ფარგლებში" შესახებ. კერძოდ, პროექტის მიზნებისა და გამოცდილებათა გაზიარების მიზნით დაგეგმილი სამომავლო ტრეინინგების შესახებ. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ სამომავლოდ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და მონიტორინგის საკითხებში გამოცდილებათა ურთიერთგაზიარების მიმართულებით


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:38 | შეტყობინება # 85
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გარემოვაჭრეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა.

ფიზიკური დაპირისრების შედეგად აქციის მონაწილეებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან მსვლელობით ავლაბრის რეზიდენციიდან მივიდნენ და საპროტესტო აქციის დაწყებას აპირებდნენ. ამ მომენტში გამოჩნდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აქციის ორგანიზატორების, ლაჩა ჩხარტიშვილისა და ალეკო შალამბერიძის დაკავებას ცდილობდნენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა "ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე და მოძრაობა "არას" რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

ინციდენტის ადგილზე თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორიც იმყოფებოდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:39 | შეტყობინება # 86
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
20 აგვისტოს ახალ ბულვარში მდებარე, კლუბ "აჭარა მუზიკ ჰოლში" 22.00.სთ-ზე დაგეგმილია ჯგუფ "შინის" კონცერტი. უკვე დიდი ხანია, რაც ჯგუფი ბათუმში ხშირად მართავს კონცერტებს და ამჯერადაც "შინი" კონცერზე დამსწრე საზოგადოებას ცოცხალი მუსიკის თანხლებით დაუვიწყარი დროის გატრებას ჰპირდება. დასწრება ფასიანია და ბილეთის ღირებულება შეადგენს: 20 ლარს.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:40 | შეტყობინება # 87
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
20 აგვისტოს, 13:00 საათზე საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი ოფიციალურად სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე გახდება ცნობილი, თუმცა სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი "რთველი - 2010"-ის ჩატარების ღონისძიებებზეც იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის უკან სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, რომ "რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა რთველის სუბსიდირებისათვის, ჯერ - ჯერობით ცნობილი არ არის. ამ საკითხზე ვმუშაობთ და პრეზენტაციას უახლოეს დღეებში, მთავრობის სხდომაზე გავაკეთებთ".


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:40 | შეტყობინება # 88
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
წარმომადგენლობითი სახალხო კრება თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონს ლუკა-ელდარ კურტანიძის უფლებების დარღვევის გამო განცხადებას ავრცელებს.

წარმომადგენლობითი სახალხო კრება აღნიშნავს, რომ 26-30 აგვისტოს, მონტენეგროში საპლაჟო ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონს ლუკა-ელდარ კურტანიძეს.

"ლუკა კურტანიძეს, ყველანაირ დაბრკოლებას შეუქმნეს და საშუალებას არ მისცეს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო ჩემპიონატში, რაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა.
ცნობილია, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, კერძოდ კი, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, ლუკა კურტანიძის მიმართ აქამდეც ხორციელდებოდა პოლიტიკური დევნა. წლების განმავლობაში, მისი არაერთი თხოვნისა და დიდი სურვილის მიუხედავად, მას საშუალება არ მიეცა ანაზღაურების გარეშეც კი, ემუშავა როგორც მწვრთნელს და საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით ქვეყნისთვის ჯანსაღი და პროფესიონალი მომავალი თაობები გაეზარდა", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ `წარმომადენლობითი სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფმა 5 აგვისტოს მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციას, არ დაეშვათ ცნობილი სპორტსმენის უსამართლო დისკრიმინაცია და "გავაფრთხილეთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავდით ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას `ფილას" და მის პრეზიდენტს, რათა საერთაშორისო სპორტული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, რომ საქართველოში სპორტიც კი პოლიტიზირებულია და განსხავებული აზრის გამო ცნობილი სპორტსმენი ხელისუფლების მხრიდან იდევნება, ერთი მხრივ, როგორც მოქალაქე და, მეორე მხრივ, როგორც პროფესიონალი".

"მსგავსი მეთოდები, მით უფრო სპორტში, სამარცხვინოა და მას მხოლოდ ფაშისტური და დიქტატორული რეჟიმის ლიდერები მიმართავდნენ. როცა ევროპის ხუთგზის და მსოფლიო ორგზის ჩემპიონს, ორგზის ოლიმპიურ პრიზიორს, ლუკა კურტანიძეს ხელისუფლება მსგავსი მეთოდებით ებრძვის, ადვილი წარმოსადგენია, რა ზეწოლა ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის უცნობ, ან ნაკლებად ცნობილ ადამიანებზე", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ `წარმომადგენლობით სახალხო კრებას" არ გვინდოდა მსოფლიო სპორტული საზოგადოების სააშკარაოზე გამოგვეტანა ცნობილი სპორტსმენის პოლიტიკური დევნის სამარცხვინო ფაქტი და იმედს ვიტოვებდით, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ლუკა კურტანიძეს შესაძლებლობას მისცემდა მსოფლიო საპლაჟო ჩემპიონატში მონაწილეობა მიეღო. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამჯერადაც ჩვეული ცინიზმით, რაც განსაკუთრებით მწვავე გახდა სოფელ ხურვალეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, უპასუხა საზოგადოების მოთხოვნას და ლუკა კურტანიძეს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე კატეგორიული უარი განუცხადა".

`წარმომადგენლობითი სახალხო კრება" აღნიშნავს, რომ მიერ `ფილას" პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილში დაფიქსირებული იქნება ცნობილი სპორტსმენის პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციის ფაქტი. ქართული საზოგადოება დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო სპორტული საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:40 | შეტყობინება # 89
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ყვარლის რაიონის სოფელ თხილისწყაროს მოსახლეობა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის საფუძველზეც სოფელში არასრული სკოლა გაუქმდა. ახალი სასწავლო წლიდან ბავშვებმა სწავლის გაგრძელების შემთხვევაში ახალსოფლის საჯარო სკოლაში უნდა იარონ, რომელიც თხილისწყაროდან 8 კილომეტრით არის დაშორებული.

როგორც თხილისწყაროს მცხოვრებმა ია კოჭლამაზაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, სკოლის გაუქმების შემდეგ რამდენიმე ოჯახმა სოფელი დატოვა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. „მე წასასვლელი არსად მაქვს. 4 შვილი მყავს. ერთი ბავშვი მეორე კლასის მოსწავლეა. 8 კილომეტრით დაშორებულ სოფელში ვერ ივლის, მითუფრო რომ ზამთარში რთული კლიმატური პირობებია ხოლმე და გზაზე ბევრი ნადირია. ავტობუსიც რომ დანიშნონ, უფროსკლასელებს სწავლა გვიან უმთავრდებათ და მეზობელი სოფლის ბავშვებს მაინც ფეხით უწევდათ სიარული. იძულებული ვარ ბავშვები ინტერნატში ჩავაბარო", - ამბობს ია კოჭლამაზაშვილი.

თხილისწყაროს ყოფილი სკოლის პედაგოგის ეკა ბაშარულის თქმით, განათლების სამინისტრომ სკოლა მოსწავლეთა მცირე კონტიგენტის მიზეზით გააუქმა. „განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა გვითხრეს, 20 მოსწავლეს ცალკე სკოლა არ სჭირდებაო", - აღნიშნეს სკოლის ყოფილმა მასწავლებლებმა.

2010 წლის 30 მაისის მდგომარეობით თხილისწყაროში 57 ოჯახი ცხოვრობდა. ამჟამად სოფელში 47 ოჯახიღა ცხოვრობს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:43 | შეტყობინება # 90
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "მისტრალის" უკანონო შესყიდვის თაობაზე უარს აცხადებს"- ასეთი სათაურით სტატები დღეს რუსული მედიით გავრცელდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის არმიისთვის სამხედრო ხომალდის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის ჩატარება გადაწყვიტა, რითაც ფაქტობრივად, უარი თქვა საფრანგეთისგან მისტრალის უალტერნატივო შესყიდვაზე.

ცნობილი ხდება ასევე ისიც, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადგილობრივი გემთმშენებლების მიერ ხომალდის მშენებლობის საკითხსაც განიხილავს.

ტენდერის მომზადებაზე სპეციალური კომისია იმუშავეს, რომელიც დაადგენს ყველა იმ კრიტერიუმს, თუ ვინ დაიშვება გამოცხადებულ ტენდერში და ასევე დაზუსტდება ტენდერის ჩატარების ზუსტი დროც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz