ხუთშაბათი, 02.05.2024, 05:47
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 21:20 | შეტყობინება # 106
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
2010 წელს სომალის სანაპიროებთან მეკობრეობის 139 ინცინდენტია დაფიქსირებული. მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს 30 გემი, მათგან 17 გემი და 450 მეზღვაური ახლაც ტყვეობაში იმყოფება. ამის შესახებ გაეროს უშიშრობის საბჭოს სხდომაზე, რომელიც სომელის სანაპიროსთან მეკობრეობის საკითხს მიეძღვნა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობას ამ პრობლემის მოგვრებისთვის ძალისხმევა არ დაუშურებია.

"ამის მიუხედავად, ჩვენ სეგვიზლია უფრომ მეტის გაკეთება. აუცილებელია შევიმუშაოთ საერთაშორისო წყლებში მეკობრეებთან ეფექტური ბრძოლის სამართლებრივი რეჟიმი", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს მეკობრეების სისხლის სამართლებლივი დევნის შვიდი ვარიანტი შესთავაზა, თვით საერთაშორისო სასამართლო ორგანოს შექმნის ჩათვლით, ასევე საერთაშორისო ტრიბუნალის ან სასამართლო პალატის შექმნა.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საკითხის გადაწყვეტას პოლიტიკური ნება და ფინანსები სჭირდება.

პან გი მუნმა განაცხადა, რომ ამჟამად მსოფლიოს 11 სახელმწიფოში მიმდინარეობს გამოძიება 600 პირის მიმართ, რომლებიც ბოლო 18 თვის განმავლობაში მეკობრეობაში არიან ეჭვმიტანილნი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 21:20 | შეტყობინება # 107
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 26 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ბანკმა ერთ კომერციულ ბანკზე 15 მლნ. ლარის ოდენობის რეფინანსირების სესხი აუქციონის გარეშე გასცა.

სებ-ის ინფორმაციით, სესხის ვადა 7-დღიანია და საპროცენტო განაკვეთი წლიურ 7.50%-ს შეადგენს


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 21:20 | შეტყობინება # 108
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
27 აგვისტოს, 16:00 საათზე, საინგილოში, სოფელ კახისთავში, ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთს კახის რაიონის ქართული სოფლების ფეხბურთელები შეეჯიბრებიან. მატჩს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.

„საინგილოში ყოველ წელს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული სახალხო ზეიმი იმართება. წელს ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის ფინალური მატჩიც გაიმართება. გამარჯვებულ ფეხბურთის გუნდს ფასიან საჩუქრებს გადავცემთ, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეიძინა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ კაკალაშვილმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 21:21 | შეტყობინება # 109
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
2025 წლისთვის მსოფლიოში ხორცზე მოთხოვნა 50 %-ით გაიზრდება, რაც გამოიწვევს მესაქოლნეობაში გამოყენებადი მარცვლეულის მოთხოვნის ზრდას 42%-ით. აღნიშნულის შესახებ საუბარია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საერთაშორისო საქმიანი საბჭოს ზაფხულის სხდომისათვის მომზადებულ კვლევაში.

მოსალოდნელი ზრდის დასაკმაყოფილებლად უახლოესი 20 წლის განმავლობაში ფერმერებს მოუწევთ საკუთარი საწარმოების 70 დან 100 %-მდე გაზრდა და მოსავლის აღებისას დანაკარგების შემცირება. იმავდროულად რაციონში ცვლილებეჰნი ძირითადად განპირობებული იქნება შემოსავლების ზრდით და სხვა გარემოებებით, რომელიც გაზრდის მოთხოვნილებას ხორცსა და ხორც პროდუქტებზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 21:21 | შეტყობინება # 110
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
უახლოეს 20 წელში მსოფლიოს მოსახლეობა 8 მლრდ-მდე გაიზრდება, მეტწილად განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე. აღნიშნულის შესახებ საუბარია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საერთაშორისო საქმიანი საბჭოს ზაფხულის სხდომისათვის მომზადებულ კვლევაში.

2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის საერთო წილში ევროპის, აშშ-სა და კანადის მოსახლეობის რაოდენობა 12 %-ი იქნება.

განვითარებადი ქვეყნების ზრდა 6 %-ის ფარგლებში იქნება ხოლო განვითარებული ქვეყნების 2,7 %ის ფარგლებში.

პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის ევროპის, აშშ-სა და კანადის მშპ 30 %-ზე ნაკლები იქნება, მაშინ როდესაც 1950 წელს ეს მაჩვენებელი 68 % იყო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 21:21 | შეტყობინება # 111
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ვარშავაში სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპულების სხოვნის მეორიალის მშენებლობას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მემორიალი პოლონეთის დედაქალაქში, პროფესორთა ხეივანში, სახედრო სასაფლაოზე აშენდება. მემორიალს ცნობილი პოლონელი სკულპტორის, მარაკ მოდერაუსის პროექტის მიხედვით ააშენებენ. იგი ორი ნაწილისაგან შედგება.

მემორიალზე ამოტვიფრული იქნება ტექსტი - "ეძღვნება სმოლენსკის ავიაკატასტროფაში დაღუპულ 96 ადამიანის ხსოვნას 10.04.2010".

როგორც ვარშავას მთავრობის პრესსამსახური იუწყება, მემორიალის მშენებლობა ამ წლის შემოდგომისთვის დასრულდება და მისი ღირებულება 650 ათას დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკის აეროპორტში პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. კატასტროფას 96 კაცი შეეწირა, მათ შორის იყვნენ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე, ასევე ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 21:21 | შეტყობინება # 112
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქართული ოპოზიციის პროგნოზები ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებს დაემსგავსა და დიდი ხანია, რაც წელიწადში 12 თვეს ისვენებს, - ასე აფასებს ოპოზიციის "საზაფხული საქმიანობასა" და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ექსპერტი სოსო ცინცაძე და დასძენს, რომ "ქართული ოპოზიციის მარგი ქმედება ნულის ტოლია".

"ბოლო დროს მხოლოდ ოპოზიციის ორი წევრი აქტიურობს - ლაშა ჩხარტიშვილი და ალეკო შალამბერიძე, რომლებიც უფრო დისიდენტები არიან, ვიდრე ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ოპოზიციონერები შემოდგომიდან ქარიშხალს გვპირდებიან, მაგრამ ასეთი ქარიშხლის მოლოდინში რამდენი ხანია ლელა კაკულიას უკვე ვყავართ, რომელსაც არ გაუმართლა და აპოკალიფსი არ დაიწყო. ასეა ოპოზიციაშიც: სულ რაღაცით იმუქრებიან. როგორც კაკულიას პროგნოზები აღმოჩნდა სასაცილო, ასე დაემართათ მათაც, ხან ქარიშხალს გვპირდებიან, ხან ცუნამის, გრიგალს, ტორნადოს და ამ პერიოდში კი "ნაციონალური მოძრაობა" მშვიდად, ნერვების აშლის გარეშე იგებს არჩევნებს. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ "ნაციონალებს" ცოტა დარჩეთ გასაკეთებლი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ცინცაძემ.

ექსპერტის შეფასებით, ძლიერი ოპოზიციის გარეშე არც სამოქალაქო საზოგადოება არსებობს და არც დემოკრატიული სახელმწიფო.

"დემოკრატიული სახელმწიფოს მზიდი კონსტრუქცია ჩინოვნიკების შინაგანი პატიოსნება კი არა, ძლიერი ოპოზიციაა, რომელსაც მათთვის შემაკავებელი როლი აკისრია. ჩვენთან ამ მხრივ შემბოჭავი არაფერია, ეს ადგილი ოპოზიციას უნდა ეკავოს, მაგრამ ოპოზიცია სად არის?! თუ მათი სიძლიერე განისაზღვრება აქუბარდიას ეთერში გაკეთებული განცხადებების ტონის სიმკაცრით, მაშინ ეს სულ სხვაა", - აღნიშნა ცინცაძემ.

ექსპერტის შეფასებით, ოპოზიციას არა მხოლოდ ზაფხულში აქვს ერთთვიანი "არდადეგები", არამედ "დიდი ხანია, ქართული ოპოზიცია წელიწადში 12 თვეს ისვენებს".

"როცა ვამბობთ, რომ ცოტა ხნით ისვენებენ, ნიშნავს, რომ 11 თვეს დაიღალნენ მუშაობით და ახლა ისვენებენ. მაგრამ როდესაც ამ დროის განმავლობაში მათი აქტიურობის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლია, მაშინ ეს შვებულება აზრს კარგავს. არჩევნებმა დაამტკიცა, რა არის ჩვენი ოპოზიცია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი თავიანთ სისუტეს გრძნობენ, მაგრამ საკუთარი თავის გასამხნევებლად წინასწარ იძლევიან ავანსებს - "ჩვენ აუცილბლად გავიმარჯვებთ!", მაგრამ როდესაც შედეგი ნულია, ყველა ივიწყებს იმას, რატომ ვერ გაიმარჯვეს", - განაცხადა ექსპერტმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 21:21 | შეტყობინება # 113
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
27 და 30 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10 ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვა იგეგმება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 27 აგვისტოს 1 ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვა იგეგმება. გასაყიდი ობიექტია თბილისში, კოსტავას ქუჩა #№43-ში მდებარე შენობა-ნაგებობები (№1, №2, №3,№4 და №5) და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 2 400 000 აშშ დოლარი.

ხოლო, 30 აგვისტოს, სამინისტროში 9 ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვა იგეგმება. გასაყიდი ობიექტებია თბილისში, მუშტაიდის პარკის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 200 000 აშშ დოლარი; იყიდება ასევე, საგარეჯოს რაიონში, სოფელ გიორგიწმინდაში მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 56 000 აშშ დოლარი; თბილისში, კახეთის გზატკეცილი №36ბ-ში მდებარე მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 25 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.
თბილისში, ნუცუბიძის ფერდობი, II მიკრო/რაიონში, III კვარტალში, №4 კორპუსის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობა №1 და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის საწყისი ღირებულება კი 16 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 21:22 | შეტყობინება # 114
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ოპოზიციის მიერ საკუთარი თავისთვის მოწყობილი არდადეგები ექსპერტებში გაუგებრობას იწვევს. "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების აქტიურობის პირობებში ოპოზიციის დასვენება გაუგებარია.

საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ქართული ოპოზიციისთვის საზოგადოების მხარდაჭერის ფაქტორს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები განსაზღვრავს და არა თავად ოპოზიციის ქმედება.

"ხშირად ოპოზიციის მიერ ხალხის გამოყვანა დამოკიდებული იყო ხელისუფლებაზე, რადგან საზოგადოება ოპოზიციას არ აჰყვებოდა, რომ არა მთავრობის მიმართ გაჩენილი პროტესტი. შემოდგომისთვის, პოლიტიკური სეზონის გააქტიურების დროს კი, მოსახლეობის ოპოზიციის მხარეს გადასვლა ისევ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საყვარელიძემ.

მისი შეფასებით, მაშინ, როცა ქვეყანაში ის პოლიტიკური ძალა ისვენებს, რომლის ოპონენტიც აქტიურია, ეს ოპოზიციის რეიტინგისთვის სახარბიელო არ იქნება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 13:04 | შეტყობინება # 115
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილთან", 1200 მმ-იან მე-4 მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 27 აგვისტოს, 11:00-იდან 24:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ვერესა და მთაწმინდის მაღალ წერტილებს, თაბუკაშვილის ქუჩას მიმდებარე ქუჩებით, შავთელის, აკოფიანის, ლესელიძის, სიონის, ორბელიანის, ვერცხლისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.

როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყლის მიწოდება შეუმცირდება ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის მ/რაიონებს, გლდანის მასივის IIIა, V, VI, VII და VIII მ/რაიონებს თემქის III მ/რაიონს.

დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საავარიო ბრიგადები დილიდან შეუდგებიან.

კომპანია ითვალისწინებს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 13:04 | შეტყობინება # 116
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 27 აგვისტოს, 16:00 საათზე, საინგილოში, სოფელ კახისთავში, დავით ყიფიანის სახელობის ფინალური საფეხბურთო მატჩი გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. ,ათი განცხადებით, ერთმანეთს კახის რაიონის ქართული სოფლების ფეხბურთელები შეეჯიბრებიან. მატჩს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.

"საინგილოში ყოველ წელს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული სახალხო ზეიმი იმართება. წელს ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის ფინალური მატჩიც გაიმართება. გამარჯვებულ ფეხბურთის გუნდს ფასიან საჩუქრებს გადავცემთ, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეიძინა", - განაცხადა ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ კაკალაშვილმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 13:05 | შეტყობინება # 117
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებამა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 80:57 დაამარცხა.

შეხვედრა პორტოდან 50 კმ დაშორებაზე მდებარე ქალაქ გიმარაეშში გაიმართა.

იმის მიუხედავად, რომ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა საქართველოს ნაკრებმა მატჩის განმავლობაში ქულების საკმაოდ სოლიდური მარაგის შექმნა მოახერხა და მატჩის ბედი საკუთარ სასარგებლოდ გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

საქართველოს ნაკრები: ლაშა გამყრელიძე, ანატოლი ბოისა, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, კოტე ტუღუში, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა მეტრეველი, ტორინ გრინი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და თორნიკე შენგელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი.

ქართველმა კალათბურთელებმა პირველ მატში პოლონეთის ნაკრები დაამარცხეს. მეორეში ბელგიის ნაკრებთან დამარცხდნენ, მესამე მატჩში კი კოკოშკოვის გუნდმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა. მეოთხე მატჩი ქართველმა კალათბურთელებმა ბულგარელები დაამარცხეს, ხოლო შემდეგ პოლონელებთან და ბელგიელებთან დამარცხდნენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 13:07 | შეტყობინება # 118
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

20-22 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაერო-ს სამიტს დაესწრება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს.

გაერო-ს სამიტის თემაა 20-22 სექტემბერს გაიმართება, რომლის თემაც ათასწლეულის განვითარების მიზნები.

პრეზიდენტი ნიუ-იორკში 19 სექტემბერს გაემგზავრება. პრეზიდენტის შეხვდერებისა და სამიტზე სიტყვით გამოსვლის შესახებ დეტალები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტს 25 სექტემბერს დაასრულებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 13:08 | შეტყობინება # 119
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში დამოუკიდებლობის აღუარების 2 წლისთავისადმი მიძღვნილი ყველა ღონისძიება ჩაიშალა. 26 აგვისტოს 18 საათზე აფხაზეთი ელეტროენერგიის გარეშე დარჩა.

სოხუმის მერის ალიას ლაბახუას განცხადებით, ყველა საზეიმო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც აღიარების 2 წლისთვისადმი იყო მიძღბვნილი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 13:09 | შეტყობინება # 120
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

აშშ-ს ექსპრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა წარმატებულად დაასრულა თავისი მისია ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში და საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ბრალდებული ამერიკელი მოქალაქის 30 წლის აიდჯალ გომესის გათავისუფლებას მიაღწია. 30 წლის გომესი, სავარაუდოდ სახლში ბოსტონში დღეს დაბრუნდება.

აიდჯალ გომესი მიმდინარე წლის აპრილში გაასამართლეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდები და 8 წლით იძულებითი სამუშაოები შეეფარდა. მას ასევე 700 ათასი აშშ-ს დოლარის გადახდა დაეკისრა. ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონის შემდეგ აშშ-ს მეორე ექს-პრეზიდენტია, რომელმაც ფხენიანთან მოლაპარაკებების საფუძველზე აშშ-ს მოქალაქეების საპატიმრო ადგილებიდან დახსნა შეძლო.

უნდა აღინიშნოს რომ 1994 წელს კარტერმა ჩრდილოეთ კორეის იმდროინდელ ხელმძღვანელთან კიმ ირ სენთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის შედეგადაც აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები კონფრონტაციულიდან მოლაპარაკებების პროცესში გადავიდა. ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც ორივე სახელმწიფოს ინტერესებს ითვალისწინებდა. ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობები ჯორჯ ბუშის უმცროსის პრეზიდენტობისას კვლავ დაიძაბა.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz