სიახლეები შოუბიზნესიდან :):):)
|
|
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:30 | შეტყობინება # 31 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ნიკოლ კიდმანი თეატრს უბრუნდება ცნობილმა მსახიობმა გადაწყვიტა თეატრს დაუბრუნდეს. თავისი გადაწყვეტილება მან არ ახსნა. თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, თუ როგორი პოპულარული იყო სპექტაკლები მისი მონაწილეობით 10 წლის წინ, ახსნა აღარაა საჭირო. ამ ხნის მანძილზე ნიკოლი დაკავებული იყო ოჯახური საქმეებით - გაშორდა ქმარს, კვლავ გათხოვდა, გააჩინა შვილი, ახლა კი დროა თავის კარიერას მიხედოს. შემდეგ წელს მსახიობის მონაწილეობით გავა თენეს უილიამსის სპექტაკლი 'ტკბილხმიანი ახალგაზრდობის ჩიტი', სადაც ნიკოლი კინოვარსკვლავ ალექსანდრა დელ ლაგოს როლს შეასრულებს.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:32 | შეტყობინება # 32 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ენტონი ჰოპკინსი მეუღლის გამო ცხოვრების ჯანმრთელ წესს მისდევს ბრიტანელმა მსახიობმა 2 წლის მანძილზე 34კგ დაიკლო. დიეტის მიზეზი მისი მეუღლეა, რომელიც 18 წლით პატარაა მსახიობზე. ახლა ჰოპკინსი 72 წლისაა და იგი სპორტულ დარბაზს კვირაში 6-ჯერ სტუმრობს. ენტონმა აღიარა, რომ დღეში მხოლოდ 800 კალორიას იღებს. იმის და მიუხედავად, რომ მას ძალიან უყვარს ტკბილეული და პეჩენიები, მსახიობი უარს აცხადებს მათზე.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:32 | შეტყობინება # 33 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ხოაკინ ფენიქსი შესვენების შემდეგ კვლავ გადასაღებ მოედანს დაუბრუნდება პაუზის შემდეგ კინოში დაბრუნებულმა ხოაკინ ფენიქსმა, შესაძლოა ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად ითამაშოს კლინტ ისთვუდის ფილმში 'Hoover'. მთავარ როლს ფილმში ლეონარდო შეასრულებს, ფენიქსი კი მეორეხარისხოვან როლზეა წარდგენილი. ისთვუდი ოფიციალურად შესთავაზებს ხოაკინს როლს, მას შემდეგ, რაც ლეონარდო მოაწერს ხელს კონტრაქტს - ჯერ მას მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა აქვს მიცემული. ქასთინგი სხვა როლებზე ოქტომბერში დაიწყება.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:33 | შეტყობინება # 34 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ”ყაზბეგელი მფრინავი” ჰოლანდიელმა რეჟისორმა ინეკე სმიტსმა მიუზიკლი ”ყაზბეგელი მფრინავი”, რომლის პრემიერაც როტერდამის კინოფესტივალზე შედგა, საქართველოში ჩამოიტანა. ფილმი კუნძულ ტექსელზე ქართველების აჯანყებაზე მოგვითხრობს, ასევე ჰოლანდიელ გოგონაზე, რომელსაც ქართველი ჯარისკაცი უყვარდება. საათნახევრიან მიუზიკლში ქართული სიმღერები ჭარბობს. რეჟისორი თბილისში ქრთული პრემიერისთვისაა ჩამოსული, რომელიც 6 ოქტომბერს კინოთეატრში გაიმართება.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:34 | შეტყობინება # 35 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| სტივენ სპილბერგს ბრალს პლაგიატობაში სდებენ 2007 წელს სტივენ სპილბერგის ფილმი ”პარანოია” კინოეკრანებზე გამოვიდა, რომელიც სკანდალის მიზეზი გახდა. შელდონ აბენდის მემკვიდრეებმა, რომელთაც აქვთ საავტორო უფლებები კორნელი ვულრიჩის მოთხრობაზე ”ეს მკვლელობა უნდა ყოფილიყო”, მრავალი მსგავსება ნახეს ფილმსა და მოთხრობას შორის. მათ რეჟისორს პლაგიატობა დასწამეს და სასამართლოში უჩივლეს. საქმე ნიუ-იორკის მოსამართლემ ლაურა ტეილორ სუონმა განიხილა. მან აღნიშნა, რომ მსგავსება არის მათ შორის, მაგრამ ბევრი განსხვავებაცაა. მოსამართლე მივიდა დასკვნამდე, რომ ფილმი და მოთხრობა ორი განსხვავებული ნაწარმოებია.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:34 | შეტყობინება # 36 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| აშშ-ს გასული კვირის Top ათეული ამ კვირაში სამი ახალი ფილმი გამოვიდა. მათ შორის ორმა უკვე პირველი-მეორე ადგილები დაიკავეს რეიტინგში: 'უოლ სთრიტ 2' - პირველი ადგილი, რომელმაც 19 მილიონი დოლარი მოაგროვა, მეორე ადგილზე კი ზეკ სნაიდერის ანიმაციური ფილმი 'ღამის დარაჯების ლეგენდები' - 16.3 მილიონი დოლარი. მესამე ადგილზეა წინა კვირის რეიტინგის ლიდერი 'ქურდების ქალაქი'. მეოთხეზე - კომედია 'თავქარიანი'. მეხუთე ადგილზეა ფილმი 'ისევ შენ', რომელმაც 8.3 მილიონი დოლარი მოაგროვა. მეექვსეზე გადაინაცვლა ფილმმა 'ეშმაკი'. მეშვიდე ადგილი რეიტინგში ფილმმა 'ბოროტების სავანე 4'-მა დაიკავა. ანიმაციური ფილმი 'ალფა და ომეგა: ეშვიანი საძმო' მერვე ადგილზეა. მეცხრეზე გადაინაცვლა 'მძარცველებმა'. რეიტინგის მეათე ადგილზე კი ფილმი 'დასაწყისია'.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:35 | შეტყობინება # 37 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ოქტომბერში გელა ბაბლუანის ფილმის '13' ამერიკული ვერსია გამოვა გელა ბაბლუანის ფილმი '13'-ის ჰოლივუდური ვარიანტი ოქტომბერში გამოჩნდება კინოეკრანებზე. ბაბლუანი ამერიკული ვარიანტის რეჟისორი და სცენარისტია. '13'-ის ფრანგული ვარიანტი ბაბლუანმა 2005 წელს გადაიღო. ფილმმა ფრანგი კრიტიკოსებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ინტერნეტში '13'-ის ამერიკული ვერსიის ახალი Trailer-ი დაიდო.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:35 | შეტყობინება # 38 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ლინდსი ლოჰანს ორ როლზე უთხრეს უარი ლინდსი ლოჰანის სკანდალური ქცევა და კანონთან პრობლემები გახდა იმის მიზეზი, რომ მსახიობს უარი ორ როლზე უთხრეს: კომედიაში 'ერთი ღამე შენთან ერთად', რომელიც 2011 წელს გამოჩნდება კინოეკრანებზე და ფილმში 'მეორე მხარე'. ლინდსის ორჯერ დაპატიმრების გამო ორივე როლი სხვა მსახიობებს შესთავაზეს: პირველ ფილმში - ტეილორ სვიფტს და მეორეში - ოლივია თირლბის.
|
|
| |
RAPER | თარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:36 | შეტყობინება # 39 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ქრისთოფერ ნოლანმა 'სუპერმენის' რეჟისორების კანდიდატების სია გამოაქვეყნა პროდიუსერმა ქრისთოფერ ნოლანმა რეჟისორების სია შეადგინა, რომლებმაც შესაძლოა იმუშაონ 'სუპერმენის' ახალ ვერსიაზე. პროდიუსერმა თავისი ყურადღება ხუთ რეჟისორზე შეაჩერა, ესენია: ზეკ სნაიდერი, მეთ რივზი, თონი სქოთი, ჯონათან ლიბესმანი და დანკან ჯონსი. ხუთივე რეჟისორი ამჟამად დაკავებულია, მაგრამ ეს პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ლიბესმანის გარდა, თავიანთ გეგმებს შეცვლიან. რამოდენიმე კვირაში ქრისთოფერ ნოლანი და მისი მეუღლე ემა თომასი გამოაცხადებენ იმ ადამიანის გვარს, რომელიც 'სუპერმენის' რეჟისორი იქნება.
|
|
| |
RAPER | თარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 11:51 | შეტყობინება # 40 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| გარდაიცვალა 'ტიტანიკის' ყველაზე ხანში შესული მსახიობი გლორია სტიუარტი 'ტიტანიკში' ყველაზე მოხუცი მსახიობი იყო. მას ფილმის გადაღებების დროს 86 წელი შეუსრულდა. ეს როლი მსახიობისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. გლორია სტიუარტი 26 სექტემბრის ღამეს გარდაიცვალა, 100 წლის ასაკში. ბოლო 5 წელი მსახიობი ავადმყოფობდა, მას ჰქონდა ფილტვის კიბო. ამის მიუხედავად გლორია ცდილობდა ჩვეულებრივი რეჟიმით ეცხოვრა. გლორია სტიუარტმა თავისივე გმირის მსგავსად ('ტიტანიკი') საუკუნეზე მეტი იცოცხლა.
|
|
| |
RAPER | თარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 11:52 | შეტყობინება # 41 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| მელ გიბსონს ოქსანა გრიგორიევა ვერაფერს მოსთხოვს ამერიკელმა პრესის წარმომადგენლებმა ჩაატარეს გამოძიება, რომელიც მელ გიბსონისა და ოქსანა გრიგორიევას ურთიერთობებს ეხება. აღმოჩნდა, რომ მსახიობს თავის ყოფილ საყვარელთან გაფორმებული ჰქონდა შეთანხმება, რის საფუძველზეც, განშორების შემთხვევაში არცერთს არ აქვს უფლება პრეტენზია განაცხადონ ერთმანეთის ქონებაზე. წყვილის შეთანხმების თანახმად, მელ გიბსონი არ არის ვალდებული თავისი ქონება ოქსანას გაუყოს. ერთადერთი, შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის მანძილზე ოქსანას შეუძლია იცხოვროს 'Sherman Oaks'-ის მამულში, მაგრამ მელ გიბსონს მისი გამოსახლება ნებისმიერ დროს შეუძლია.
|
|
| |
RAPER | თარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 11:53 | შეტყობინება # 42 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| პროფესორ მორიარტის როლს, ფილმში 'შერლოკ ჰოლმსი 2', ჯარედ ჰარისი შეასრულებს ცნობილი გახდა იმ მსახიობის სახელი, ვინც მთავარი ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს ფილმში 'შერლოკ ჰოლმსი 2'. ამ დრომდე ეს ინფორმაცია არ ხმაურდებოდა. დადიოდა ხმები, რომ ეს როლი თავდაპირველად ბრედ პიტს შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა მასზე. ახალი ინფორმაციის მიხედვით, შერლოკ ჰოლმსის მოწინააღმდეგის როლს შეასრულებს მსახიობი ჯარედ ჰარისი.
|
|
| |
RAPER | თარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 11:55 | შეტყობინება # 43 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| ემინემი შესაძლოა ახალ ფილმში გადაიღონ ფერნანდუ მეირელიშმა გადაწყვიტა გადაიღოს ფილმი სექსზე. ფილმის სახელია '360'. რეჟისორი მსახიობების ძებნაშია. პროექტს უკვე დასთანხმდნენ რეიჩელ უეისი და ენტონი ჰოპკინსი. დადის ხმები, რომ მათ შეიძლება შეუერთდნენ რეპერი ემინემი და მსახიობი ფრენსის მაკდორმანდი. ემინემი პირველად დიდ ეკრანზე ქერტის ჰენსონის დრამაში '8 მილი' გამოჩნდა და თავისი თამაშით საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე და კრიტიკოსებზე. თუ მეირელიში მუსიკოსს როლზე წარადგენს, ემინემს მოუწევს თავიდან დაამტკიცოს, რომ მას სამსახიობო ნიჭიც აქვს.
|
|
| |
RAPER | თარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 11:56 | შეტყობინება # 44 |
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
სტატუსი: Offline
| გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი ტონი კერტისი გარდაიცვალა ტონი კერტისი - მსახიობი, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ცნობილ და ბევრისთვის საყვარელ კომედიაში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია". ტონი კერტისმა მრავალი როლი ითამაშა. ფილმისთვის "The Defiant Ones" იგი 1959 წელს "ოსკარზეც" იყო წარდგენილი. მსახიობი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, 2010 წლის 29 სექტემბერს, აშშ-ში.
|
|
| |