სამშაბათი, 19.03.2024, 11:53
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 7
  • 8
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » საქართველოს საარჩევნო კოდექსი
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:17 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ზოგადი ნაწილი
კარი I

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზანი (23.12.2005 N 2441)
ეს კანონი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძვლები (23.12.2005 N 2441)
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, ეს კანონი, სხვა საკანონმდებლო აქტები და საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არჩევნები – ამ კანონის მიზნებისთვის არჩევნები არის საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა საყოველთაო არჩევნებით; (14.08. 2003წ. N 2965-რს)
ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე;
გ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით; (23.12.2005 N 2441)
დ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;
ე) აქტიური საარჩევნო უფლება – მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებსა და რეფერენდუმში; (14.08. 2003წ. N 2965-რს)

 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:17 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ვ) პასიური საარჩევნო უფლება – მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად; (14.08. 2003წ. N 2965-რს)
ზ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით; (14.08. 2003წ. N 2965-რს)
თ) საარჩევნო სუბიექტი – საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი, შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი; (14.08. 2003წ. N 2965-რს)
ი) საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები; (15.07.2008 N 231)
კ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ;
კ1) ამოღებულია (28.12.2009. N2525)
ლ) საარჩევნო ბლოკი – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 2 ან მეტი პარტიის გაერთიანება;
მ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა; (21.03.2008 N 6013)
ნ) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ; (21.03.2008 N 6013)
ნ1) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით; (21.03.2008 N 6013)
ო) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;
პ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე;
ჟ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე; (28.12.2009. N2525)
 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:18 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჟ1) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად; (23.06.2006 N3400)
ჟ2) მრავალმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად; (23.06.2006 N3400)
რ) ამოღებულია (23.12.2005 N 2441)
ს) ამოღებულია (23.12.2005 N 2441)
ტ) (14.08. 2003წ. N 2965-რს) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე საყოველთაო არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის ასარჩევად, და რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს შესაბამისად ამ წარმომადგენლობითი ორგანოს ან თანამდებობის პირის ამ კანონით დადგენილ ყველა ამომრჩეველს;
უ) მორიგი არჩევნები – საერთო არჩევნები, რომელიც იმართება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში; (14.08. 2003წ. N 2965-რს)
უ1) შუალედური არჩევნები – არჩევნები, რომლებიც ტარდება ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შესავსებად; (21.03.2008 N 6013)
ფ) რიგგარეშე არჩევნები – საერთო არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო; (14.08. 2003წ. N 2965-რს)
ფ1) საარჩევნო ოლქი – საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიების სამოქმედო ტერიტორია/ტერიტორიები, რომელიც/რომლებიც განისაზღვრება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით; (23.06.2006 N3400)
ქ) ამოღებულია (23.12.2005 N 2414)
ღ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება:
ღ.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა და კანონი აღარ ითვალისწინებს განმეორებითი კენჭისყრის გამართვის შესაძლებლობას;
ღ.ბ) მთელ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა, ან შედგა, მაგრამ ასარჩევი პირი ვერ აირჩა და კანონი აღარ ითვალისწინებს არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობას;
ღ.გ) თუ არჩეულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს არ წარუდგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა და არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი ცესკოს შესაბამისი გადაწყვეტილებით;
ღ.დ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით; (12.10.2004. N488)
 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:19 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ყ) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი, ან მთელ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიხედვით, როდესაც მანდატი არც ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ მიეკუთვნა; (14.08. 2003წ. N 2965-რს)
შ) არჩევნების მეორე ტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა; (14.08. 2003წ. N 2965-რს)
შ1) არჩევნების დასასრული – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული არჩევნების საბოლოო შედეგების (არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩათვლით) შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების თარიღი; (14.08. 2003წ. N 2965-რს)
შ2) არჩევნების დღე – საერთო ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე; (23.12.2005 N 2414)
შ3) კენჭისყრის დღე – არჩევნების ჩატარების, განმეორებითი კენჭისყრის ან არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღე; (14.08. 2003წ. N 2965-რს)
ჩ) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიებში შემოსული და საარჩევნო კომისიებიდან გასული განცხადებები, საჩივრები, წერილები, საქმიანი ქაღალდები, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, სპეციალური კონვერტები, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები, საკონტროლო ფურცლები, სარეგისტრაციო ჟურნალები, ამომრჩეველთა სიები, ამომრჩევლის ბარათები და სხვა დოკუმენტაცია; (12.10.2004. N488)
ჩ1) საბუთების შეფუთვა – საბუთების იმგვარად შეკვრა ან ყუთში ჩაწყობა, რომ შეკვრის/ყუთის დალუქვის შემდეგ ლუქის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს შეკვრიდან/ყუთიდან რაიმეს ამოღება ან მასში რაიმეს ჩადება; (14.08. 2003წ. N 2965-რს)
ჩ2) ლუქი – საარჩევნო მოწყობილობის, საბუთების შესაფუთი ყუთის, საბუთების შეკვრის, სარეგისტრაციო ჟურნალის, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის გახსნის ადგილებზე დაწებებული ქაღალდის ზოლი, რომელზედაც იწერება დალუქვის თარიღი და დრო და ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული პირები; (14.08. 2003წ. N 2965-რს)
ც) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის, მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის საკრებულო; (23.12.2005 N 2441)
ძ) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; (21.03.2008 N 6013)
წ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, აგრეთვე მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი. (23.06.2006 N3400)
ჭ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევის ხელშეწყობას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს; (28.12.2009. N2525)
 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:19 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ხ) საარჩევნო კამპანიის ფონდთან დაკავშირებული ინფორმაცია – ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის, უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონლისა და მომსახურების, შემოწირულების წყაროს, შემოწირულების ოდენობის, შემოწირულების მიღების თარიღის, ფონდის ანგარიშის გახსნის, დახურვისა და ფონდის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთის შემომწირველთათვის შეტანილი თანხების პროპორციულად უკან დაბრუნების შესახებ; (21.03.2008 N 6013)
ჯ) საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა. (21.03.2008 N 6013)

მუხლი 31. ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა, მათ შორის, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).
2. გამოთქმაში „არჩევნებიდან N დღის ვადაში“ ტერმინი „არჩევნებიდან“ გულისხმობს დღეთა ათვლას არჩევნების დასასრულიდან.
3. გამოთქმები „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის მომდევნო დღიდან.
4. გამოთქმები „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ გულისხმობს დღეთა ათვლას უკან, მითითებული დღის წინა დღიდან.

მუხლი 4. არჩევნების ძირითადი პრინციპები
საქართველოში არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

მუხლი 5. საყოველთაო საარჩევნო უფლება(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. ამ კანონით გათვალისწინებული არჩევნები საყოველთაოა:
ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით (მუხლები: 10, 56, 110) შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება;
ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით (73-ე, 76-ე, 78-ე, მე-80, 92-ე, 94-ე, 98-ე, 109-ე მუხლებით), ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის

 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:20 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შესახებ“ საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება. (3.07.2007 N5186)
2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
(2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. (9.03.2010 N 2704 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან))

მუხლი 6. თანასწორი საარჩევნო უფლება
1. არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.
2. ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყოველ ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს.

მუხლი 7. პირდაპირი საარჩევნო უფლება
1. საქართველოში არჩევნები პირდაპირია.
2. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ. (23.12.2005 N 2441)

მუხლი 8. კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების
თავისუფალი გამოვლენა
1. საქართველოში არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.
2. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

მუხლი 81. არჩევნების საჯაროობა(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. საარჩევნო პროცესი, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, არჩევნების მონაწილეთა დაფინანსების წყაროები და ოდენობა, არჩევნებისთვის გაწეული ხარჯი ღია და საჯაროა.
2. არჩევნების ღიად და საჯაროდ ჩატარება უზრუნველყოფილია საარჩევნო კანონმდებლობით.

მუხლი 82. საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის გარანტიები(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. აკრძალულია ისეთი ნორმატიული აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას ან არღვევს არჩევნების მონაწილეთა თანასწორობას. ასეთი ნორმატიული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:20 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
2. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვადებში და წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში.
3. საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევ პირს ეკისრება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. (28.12.2009. N2525)

მუხლი 83. არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადება (23.06.2006 N3400)
მორიგი არჩევნები, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება.

თავი II
ამომრჩეველთა რეგისტრაცია

მუხლი 9. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი
(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.
2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შემდეგი მონაცემები:
ა) გვარი, სახელი, (12.10.2004. N488)
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) რეგისტრაციის მისამართი პირადობის მოწმობის შესაბამისად; (28.12.2009. N2525)
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; (23.06.2006 N3400)
ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (იძულებით გადაადგილებული პირისთვის აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება: „საკონსულო აღრიცხვაზეა“ (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“); (12.03.2010. N2786)
ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი. (23.06.2006 N3400)
3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იძულებით გადაადგილებული პირები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. (22.04.2005 N 1427)
4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის კომპიუტერულ დამუშავებასა და მისი საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი, იძულებით გადაადგილებული პირისათვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი) ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებაზე. (15.07.2008 N 231)
5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება: (23.06.2006 N3400)
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ

 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:20 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების საფუძველზე; (28.12.2009. N2525)
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, ასევე იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომლებსაც შეეცვალა სახელწოდება/ნომერი; (28.12.2009. N2525)
გ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე;
დ) საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების იმ ვადიან და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება; (27.04.2010 N 2996)
ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა); (12.03.2010. N2786)
ვ) საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ამომრჩეველთა რეგისტრაციის, აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების საფუძველზე.
ზ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც სასამართლომ მიიჩნია ქმედუუნაროებად; (28.12.2009. N25252)
თ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა.(28.12.2009. N25252)
(თ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც შეეფარდათ პატიმრობა. (9.03.2010 N 2704 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან))
6. ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 1 აგვისტოსა და 15 ნოემბერს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ ცესკოს ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადებში. ამ მონაცემების საფუძველზე ცესკო უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლებას. (28.12.2009 N2525)
 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:21 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის 68-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება აქვთ, გაეცნონ საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვონ ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (28.12.2009 N2525)
8. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-14 დღისა. ამ კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს. (28.12.2009 N2525)
9. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-11 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში. (28.12.2009. N2525)
11. საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიების, ხოლო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 ეგზემპლარი (საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები). ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. (21.03.2008 N 6013)
111. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების ცნობა)
 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:21 | შეტყობინება # 10
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს. (23.06.2006 N3400)
(111. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განთავისუფლების ცნობა) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს. (9.03.2010 N 2704 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან))
112. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-13-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. (15.07.2008 N 231)
12. ამოღებულია (საკონსტიტუციო სასამართლოს 24.12. 2005 N 1/1/257,268 გადაწყვეტილებით)
13. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი საარჩევნო კომისიები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას.

მუხლი 91. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრა და გამოქვეყნება
(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის (გარდა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისა), აგრეთვე რეფერენდუმისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არჩევნების/რეფერენდუმის თარიღის გამოცხადებისას არსებული ბოლო ინფორმაციის შესაბამისი მდგომარეობით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისთვის – ამ არჩევნების წლის 1 მარტისთვის არსებული ბოლო ინფორმაციის შესაბამისი მდგომარეობით.
2. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საერთო არჩევნების

 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:22 | შეტყობინება # 11
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
(გარდა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისა) ჩატარებისას, აგრეთვე რეფერენდუმის გამართვისას არჩევნების/რეფერენდუმის თარიღის გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-10 დღისა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარებისას – არა უგვიანეს ამ არჩევნების წლის 10 მარტისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო მომდევნო 10 დღეში საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას – აგრეთვე ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში) და მის ყოველ საარჩევნო უბანში. (23.06.2006 N3400)
3. ამოღებულია (23.12.2005 N 2414)
4. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის საერთო არჩევნების ჩატარებისას, აგრეთვე რეფერენდუმის გამართვისას არჩევნების/რეფერენდუმის დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში და მის ყოველ საარჩევნო უბანში. (23.06.2006 N3400)
5. ამოღებულია (23.12.2005 N 2414)
6. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქებში, რომლებიც არ შეიცავენ ადგილობრივ საარჩევნო ოლქებს, და ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებებით იმავე ვადაში აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში, თუ იგი არ შეიცავს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებს, ან საარჩევნო ოლქის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, აგრეთვე ყოველ საარჩევნო უბანში.

მუხლი 10. ამომრჩეველთა სპეციალური სია(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ (სიაში შეაქვთ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემები):
ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (ისინი სიაში შეჰყავთ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში); (12.10.2004. N488)
ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან; (28.12.2009. N2525)
გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან;

 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:22 | შეტყობინება # 12
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
(გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან; (9.03.2010 N 2704 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან))
გ1) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; (28.12.2009. N2525)
დ) კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფი ამომრჩევლები (ისინი სიაში შეჰყავთ გემის მიწერის ნავსადგურის მიხედვით);
ე) კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში.
ვ) ამ კანონის მე-9 მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრული პირები. (23.06.2006 N3400)
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.(12.10.2004. N488)
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. (12.10.2004. N488)
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. (12.10.2004. N488)
(4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების დირექტორი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. (9.03.2010 N 2704 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან))
41. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაური და კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. (28.12.2009. N2525)
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი გემის კაპიტანი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-15 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა, ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან.
7. სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.
 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:23 | შეტყობინება # 13
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
8. ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა ადგენს, განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. (23.06.2006 N3400)
9. სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.
10. სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს:
ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას – ერთი და იმავე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლისა); (28.12.2009. N2525)
ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსა და რეფერენდუმში, თუ იგი ხმას აძლევს სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.
101. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას, კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან:
ა) შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში/რეფერენდუმში;
ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი რეგისტრაციის ადგილი მიეკუთვნება შესაბამისი საარჩევნო ოლქის საზღვრებს. (28.12.2009. N2525)
11. საქართველოს პარლამენტის პროპორციული/მაჟორიტარული სისტემით და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში მონაწილეობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ხმას აძლევს სამხედრო შენაერთის დისლოკაციის ადგილის მიხედვით. თუ ამ ამომრჩეველს ხმის მიცემა უნდა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მან არჩევნებამდე არა უგვიანეს 16 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანის მოთხოვნით. (21.03.2008 N 6013)

მუხლი 11. ამომრჩეველთა სიის დანართი (გადასატანი საარჩევნო ყუთის სია)
(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. ამომრჩეველთა სიის დანართი (შემდგომ – დანართი) დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ:
ა) ამომრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობის ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;

 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:23 | შეტყობინება # 14
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ბ) ამომრჩეველი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში;
(ბ) ამომრჩეველი იმყოფება პატიმრობაში; (9.03.2010 N 2704 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან))
გ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;
დ) ამომრჩეველი სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული, და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;
ე) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.
2. დანართში შეიყვანება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მხოლოდ ის ამომრჩეველი, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია საარჩევნო კომისიაში მისვლა.
3. დანართში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში აღინიშნება დანართში მისი შეყვანის მიზეზი და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით.
4. დანართში შეიტანება ამომრჩევლის იგივე მონაცემები, რაც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ერთიან ან სპეციალურ სიაში.

მუხლი 12. ამოღებულია(14.08. 2003წ. N 2965-რს)

მუხლი 13. ამომრჩეველთა სიებისა და დანართის გამოქვეყნება
(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს, ხოლო დანართი – მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სიებში, ამ კანონით დადგენილ ვადაში სიებში შეტანილი მონაცემების შემოწმების საფუძველზე, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“, იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელიც:
ა) სხვა სახელმწიფოში დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „საკონსულო აღრიცხვაზეა“;
ბ) იმყოფება სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „იმყოფება უცხოეთში“;
ბ1) იმყოფება საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიან და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, აღინიშნება „სამხედრო სამსახურშია“; (12.10.2004. N488)
გ) შეყვანილია სპეციალურ სიაში, აღინიშნება „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“, „წინასწარ პატიმრობაშია“ ან „ნაოსნობაშია“;

 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:24 | შეტყობინება # 15
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
(გ) შეყვანილია სპეციალურ სიაში, აღინიშნება „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“, „პატიმრობაშია“ ან „ნაოსნობაშია“; (9.03.2010 N 2704 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან))
დ) შეყვანილია დანართში, აღინიშნება „შეყვანილია დანართში“.

მუხლი 14. ამომრჩევლის ბარათი
1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება:
ა) კენჭისყრის თარიღი და დრო;
ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები;
გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;
დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები.
ე) საარჩევნო უბნის ნომერი; (12.10.2004. N488)
ვ) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი); (12.10.2004. N488)
ზ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი. (12.10.2004. N488)
2. ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ წარმოადგენს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველს.

თავი III
საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

მუხლი 15. საარჩევნო ოლქები
1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის იქმნება 75 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. როგორც წესი, ყოველი თვითმმართველი ერთეული არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; გამონაკლისია საქართველოს დედაქალაქი, სადაც იქმნება 10 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, აგრეთვე ერედვისა და ქურთის თემები, რომლებიც ერთად წარმოადგენენ ერთ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, და აჟარისა და თიღვის თემები, რომლებიც არ არიან დამოუკიდებელი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები. (21.03.2008 N 6013)
2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მიზნებისათვის ყოველი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს დამოუკიდებელ საარჩევნო ოლქს. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე იქმნება ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქები ამ კანონით განსაზღვრული წესით. (23.06.2006 N3400)
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებისათვის ქალაქ თბილისის საარჩევნო ოლქების შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონის XVII1 თავით. (9.12.2005 N 2208)
4. ამოღებულია (23.06.2006 N3400)

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » საქართველოს საარჩევნო კოდექსი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz