პარასკევი, 15.12.2017, 22:29
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან123»
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » სიახლეები შოუბიზნესიდან :):):)
სიახლეები შოუბიზნესიდან :):):)
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:19 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

დენიელ რედკლიფი ზეიმობს თავისი კაბალას დასრულებას ჰარი პოტერის როლში. ყოფილი ოცი წლის ჯადოსანი მთავარ როლს შეასრულებს ფილმში "ქალი შავებში", ნახევრადგოტიკულ საშნელებათა ფილმში სიუზან ჰილის რომანის მიხედვით. რედკლიფი ახალგაზრდა იურისტის როლს შეასრულებს , რომელიც შემთხვევით ძველი ბნელი სახლის საიდუმლოებს გამოიძიებს. სცენარი დაწერა ჯეინ გოლდმანმა, რეჟისორად კი ჯეიმს უოტკინსი დანიშნეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:20 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ერთერთი მთავარი სიურპრიზი, რომელიც "კომიკ–კონზე" მოხდა – ჩვენ უკვე ვიცით, გილიერმო დელ ტორომ რომელიღაცა საიდუმლო პროექტის გამო გადადო "ჰობიტის" გადაღებები. "ფავნის ლაბირინტის" რეჟისორი (ერთერთი ყველაზე არასაბავშვო ფილმის ბავშვებზე) დანიშნეს ახალი დისნეის პროექტის სათავეში – ფილმის "Haunted Mansion". ფილმს გადაიღებენ 3D-ში, ასე რომ პატარა მაყურებლებს საინტერესო და ცოტა არ იყოს შიშის მომგვრელი სანახაობა მოელის.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:21 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ზაკ სნაიდერი წერს სცენარს ფილმისთვის 'ქსერქსი', რომელიც '300 სპარტანელის' პრიკველი გახდება. ჭორები იმის შესახებ, რომ ფრენკ მილერი, კომიქსების ავტორი '300 სპარტანელზე', მუშაობს ან გაგრძელებაზე, ან სხვა ასეთ რამეზ, რამოდენიმე წლის განმავლობაში დადიოდა, და აი, ახლა კომიქსი მზადაა და სნაიდერი უკვე ამუშავებს მას სცენარში. ეს ყველაფერი ოფიციალურია: მას აქვს კონტრაქტი და ის უკვე ერთი კვირაა წერს. თუმცა გაურკვეველია იქნება თუ არა სნაიდერი ფილმის რეჟისორი: 'სინამდვილეში ეს იმაზეა დამოკიდებული, რა მოუდნება სტუდიას, მაგრამ აი ხედავთ, სცენარს ჩვენ ვწერთ, ჩათვალეთ ეს განზრახვად', – თქვა მან ინტერვიუში LA Times–ის. ასევე მან განმარტა, რომ თუ კი '300 სპარტანელი' ისტორიას წარმოადგენდა დიდ მებრძოლზე, 'ქსერქსი' იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ გახდა ჩვეულებრივი ადამიანი არაჩვეულებრივი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:22 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

კინოფრანშიზა 'ხერხი' გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს, როგორც ყველაზე წარმატებული საშინელებათა სერიალი. ამის შესახებ იუწყება Reuters. ოფიციალური ცერემონია შედგება პარასკევს გამოფენაზე Comic-Con კალიფორნიის სან–დიეგოში. 'მე ჯერ კიდევ შოკში ვარ. ის, რომ ჩვენ ვაჯობეთ ფილმებს: 'პარასკევი 13', 'კოშმარი თელების ქუჩაზე" და "ჰელოუინი", – ეს ჩვენი მსახიობების, გადამღები ჯგუფის და სტუდია Lionsgate–ის პარტნიორების დამსახურებების აღიარებაა", – თქვა ბერგმა. 2004 წლიდან გამოვიდა "ხერხის" ექვსი ნაწილი, თითო ჰელოუინის ყოველ სეზონზე. ჯამში მისმა შემქმნელებმა 730 მილიონი დოლარი შეაგროვეს. 2010 წლის შემოდგომაზე გამოვა მეშვიდე ფილმი "ხერხი 3D", რომელიც კინოეპოპეის დამასრულებელი ნაწილი გახება. სურათის შემქმნელებმა პირობა დადეს, რომ ყველა ძველ კითხვებზე მაყურებლებს გაეცემათ პასუხები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:24 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

Comic-Con ფესტევალის სტუმრებს აჩვენეს, თუ როგორ გამოიყურებოდეს იქნება იაპონური მონსტრი გოძილა ახალ ჰოლივუდის ფილმში, იტყობინება საიტი ComingSoon. კომიქსებს მიძღვნილი და სხვა გასართობი სფეროებით გაზავებული ღონისძიება სან–დიეგოში გადიოდა 23–26 ივლისის ჩათვლით. ფილმზე მუშაობა მიყავს სტუდიებს Warner Bros. და Legendary Pictures. ვარაუდით სურათი ეკრანებზე 2012 წელს გამოვა. Comic-Con–ზე ცნობილი გახდა, რომ ფილმში მონსტრი ისევე გამოიყურებოდეს იქნება, როგორც 50 წლევანდელ იაპონურ ფილმებში. თან, გოძილას ასწავლიან პირიდამ ბირთლი სხივების გამოშვებას. გაგახსენებთ, რომ ჰოლივუდში უკვე უცდიათ იაპონური მოსტრის ადაპტირება. 1998 წელს კინოგაქირავებაში გამოვიდა როლანდ ემერიხის ფილმი "გოძილა". მასში მოვლენები ნიუ–იორკში ვითარდებოდა, მონსტრი კი გიგანტური ტირანოზავტივით გამოიყურებოდა. ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში შეაგროვა 379 მილიონი დოლარი 130 მილიონიანი ბიუჯეტით, მაგრამ გოძილას უამრავი თაყვანისმცემელის შორის იმედგაცრუება გამოიწვია. უზარმაზარი რეპტილიის მონაწილეობით ფილმი 'Godzilla' პირველად გამოვიდა 1954 წელს და ის გადაიღო იაპონურმა სტუდიამ Toho.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:25 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

კომპანია Marvel განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ ეცდება ეკრანებზე გადაიტანოს კომიქსი 'კარატელი', იტყობინება Empire. განცხადება ამის შესახებ Comic-Con გამოფენის ფარგლებში გაკეთდა, რომელიც გუშინ სან–გიეგოში დასრულდა. არანაირი ინფორმაცია ახალ პროექტზე ჯერ არაა ცნობილი. კომიქსის სიუჟეტი ფრენ კასტელის ირგვლივ ტრიალებს, ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტის. მორიგი დავალიების შესრულებისას კასტლის მთელი ოჯახი იღუპება და ყოფილი კანონის მაცველი შურისძიების გზაზე დგება. ეს არ არის პირველი "კარატელის" ეკრანიზაცია. ასე მაგალითად, 1989 წელს ეკრანებზე გამოვიდა "კარატელი" რომელშიც მთავარი როლი დოლფ ლუნდგრენმა შეასრულა. ეს ფილმი როგორც კომიქსების ფანატებმა ნეგატიურად მიიღეს, ასევე კრიტიკოსებმა. კომიქსის ერკრანიზაცია ასევე 2004 და 2008 წელს სცადეს. ბოლომ 35 მილიონიანი ბიუჯეტით კინოგაქირავებაში მხოლოდ 10 მილიონი დოლარი შეაგროვა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:25 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ჰოლივუდის მსახიობს ჯორჯ კლუნის ცოლად მოყავს თავისი შეყვარებული, რომელსაც დიდი ხანია ხვდებოდა, იტალიელ მოდელს ელიზაბეტ კანალისს. ჭორების მიხედვით, სადღესასწაულო საქორწილო ცერემონია შედგება შემდეგ კვირას იტალიაში. საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რომ მსახიობის სახლის მომზადება იტალიაში ჯერ კიდევ გასულ თვეში დაიწყეს. გუშინ კი მანდ ჩავიდა ქორწილების ორგანიზატორების მთელი გუნდი. კლუნის წარმომადგენლები უარს ამბობენ კომენტარებზე მომავალი ქორწილის შესახებ. გაგახსენებთ, რომ ჰოლივუდის დონ–ჟუანი ჯორჯ კლუნი და ლამაზმანი მოდელი ელიზაბეტა კანალისი უკვე ერთი წელია ერთმანეთს ხვდებიან.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:26 | შეტყობინება # 8
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

მსახიობმა დენიელ კრეიგმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში ის შეასრულებს ჟურნალისტს მიკაელ ბლუმკვისტს, მთავარ გმირს დევიდ ფინჩერის ფილმში "გოგონა დრაკონის სვირინგით", იუწყება Deadline. ხელშეკრულების თანახმად კრეიგმა ასევე შეიძლება შეასრულოს ბლუმკვისტის როლი ორ სიკველში – ფილმებში "გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა" და " გოგონა, რომელიც ჰაეროვან სასახლეებს აფეთქებდა". სამივე ფილმი დაფუძნებულია შვედი მწერლის სტიგ ლარსონის დეტექტიურ რომანებზე. ავტორის სამშობლოში ტრილოგია უკვე ეკრანებზე ყოფილა გადატანილი. გაგახსენებთ, რომ მსახიობი გოგონა–ჰაკერის ლისბეტ სალანდერის როლზე ფინჩერის ფილმში ჯერ არაა დანიშნული. ამ როლზე შემდეგი პრეტენდენტებია: მია ვასიკოვსკა, ელენ ფეიჯი და რუნი მარა. ფილმის გადაღებები დაიწყება 2010 წლის შემოდგომას – მას შემდეგ, რაც კრეიგი დაასრულებს მუშაობას ფილმზე "კოვბოები და უცხოები".


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:27 | შეტყობინება # 9
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

სკარლეტ იოჰანსონი დათანხმდა მთავარ ქალის როლზე ალფონსო კუარონის ახალ ფილმში "სიმძიმის ძალა". ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე იოჰანსონი კვლავ შეხვდება რობერტ დაუნის(მსახიობები მეორე "რკინის კაცში" მონაწილეობდნენ). დაუნი უმც. და იოჰანსონი ორი ასტრონავტის როლებს შეასრულებენ, რომლებიც გადარჩნენ ავარიის შემდეგ კოსმიურ სტანციაზე და რომლებიც დედამიწაზე დაბრუნებას სცდილობენ. ფილმის გადაღებები, რომლის სცენარი დაწერა თავად ალფონსო კუარონმა თავის შვილთან იონასომთან ერთად, უნდა დაიწყოს აგვისტოს დასაწყისში ლონდონში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:28 | შეტყობინება # 10
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ჯასტინ ტიმბერლეიქი როგორც ჩანს შეუერთდა გადამღებ ჯგუფს ფილმის "მე.მოკვდავი"(I'm.mortal) და შეასრულებს ენდრიუ ნიკოლის ახალ ფილმში მთავარ როლს ამანდა სეიფრიდთან ერთად. ეს ფანტასტიკური ფილმი მომავალზეა, რომელშიც დრო ვალუტად იქცა, იმის გამო, რომ ჩვენ ყველა უკვდავები ვართ, და სიცოცხლის ხანგრძივობას სახელმწიფო აძლევს ლიცენზიას. სეიფრიდი მშვენიერი მძევალის როლს შეასრულებს, ის გაიტაცა ახალგაზრდა მამაკაცმა გეტოდან, რომელიც დაადანაშაულეს იმაში, რომ მან მოკლა მილიონერი მისი "ვალუტის" გამო. ტიმბერლეიქმა უნდა შეასრულოს ამ ბიჭის როლი, ყველა შემთვევისთვის მას ეს როლი შესთავაზეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:29 | შეტყობინება # 11
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

არსებობს საკმაოდ ამღვრეული ჭორი ბაიკლ ბეის შესახებ, რომელიც გეგმავს სტუდია პარამაუნტისთვის კიდევ ერთი ფილმის გადაღებას უცხოპლანეტელებზე. არანაირი წვრილმანი არაა ჯერჯერობით ცნობილი. მაგრამ ინსაიდერები აღწერენ რაღაც საშუალოს "მონსტროს" და "პარანორმალური მოვლენის" შორის. ასევე ამბობენ, რომ ფილმს ხელის კამერით გადაიღებენ. ბეი ფილმის პროდიუსერი იქნება თავის პარნიორებთან ერთად Platinum Dunes – ბრედ ფულერთან და ენდრიუ ფორმთან. ერთერთი სცენარისტი და რეჟისორი იქნება ბარი გლიკერტი, ბეის ყოფილი ასისტენტი. ამ დროს ბეი ყურებამდეა უცხოპლანეტელებში ჩაფლული: მესამე ტრანსფორმერების გადაღებები ჯერ კიდევ არ დაუსრულებია, ის მეორე "პარანორმალუს მოვლენის" პროდიუსერია, და ასევე მის ანგარიშზეა ფილმი "მე – მეოთხე ნომერი ვარ", რომელიც უცხოპლანეტელებზე მოგვითხრობს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:30 | შეტყობინება # 12
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

სკარლეტ იოჰანსონი აგრძელებს მაკიაჟის სერიის Dolce&Gabbana რეკლამირებას. როგორც ჩანს, ბრენდს ძალიან მოსწონს სკარლეტი მერლინ მონროს როლში – ზუსტად ამიტომ მთელი კოსმწეტიკის კამპანია წარმოდგენილია ახალგაზრდა მსახიბის სურათებში. შეუდარებელი სკარლეტ–მერლინი გადაიღო ფოტოგრაფმა სოლვე სანდსბომ. სკარლეტი ამ როლში 2009 წლიდანაა – ზუსტად მაშინ მან პირველად დაიხვია ქერა თმები და სურათზე გამოჩნდა საბედისწერო მაცდუნებელის – მერლლილინის როლში. Dolce&Gabbana–ს რეკლამაში იოჰანსონი მხოლოდ ერხელ გამოჩნდა თავისი გეგნობით – როდესაც არომატის Rose The One რეკლამას აკეთებდა.


http://seaman.ge
 
ნინთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:39 | შეტყობინება # 13
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
”ექშენის” ჟანრში მსოფლიოს საუკეთესო მსახიობად სტალონე აღიარეს

ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, "ბოევიკების" ჟანრის საუკეთესო მსახიობების რეიტინგში პირველი ადგილი სილვესტერ სტალონეს მიანიჭეს.

სტალონემ მსოფლიო აღიარება 1976 წელს მოიპოვა, როდესაც ფილმ "როკში" მოკრივის როლი ითამაშა. 1982 წელს "რემბო: პირველი სისხლის" გამოსვლის შემდეგ სტალონე მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის საკულტო მსახიობად იქცა.

რეიტინგში მეორე პოზიციას მსახიობი ბრიუს უილისი იკავებს. მსოფლიო აღიარება მას 1988 წელს გადაღებულმა ფილმმა "კერკეტმა კაკალმა" მოუტანა. ამ სიაში მესამე არნოლდ შვარცენეგერია, რომელმაც სახელი 1984 წელს გადაღებული ფილმით - "ტერმინატორი" - გაითქვა.

ათეულში დაიმკვიდრეს ადგილი ლინდა ჰემილტონმა, ჟან-კლოდ ვან დამმა, სტივენ სიგალმა და ჩაკ ნორისმა.

სილვესტერ სტალონემ აღიარა, რომ ბრიუს უილისსა და არნოლდ შვარცენეგერს ყოველთვის სერიოზულ მეტოქეებად განიხილავდა.

მიმაგრება: 6693121.jpg(16Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:43 | შეტყობინება # 14
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჯორჯ მაიკლს ისევ ნარკოტიკების შენახვაში ადანაშაულებენ

ლონდონის პოლიცია ჯორჯ მაიკლს მარიხუანას შენახვასა და ალკოჰოლის და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვაში ადანაშაულებს.

ეს იმ ისტორიის გაგრძელებაა, რომელიც ბრიტანელ მომღერალს ერთი თვის წინ თავს გადახდა.

4 ივლისს ის ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, მის საცხოვრებელთან ახლოს დააკავეს. მომღერალი საკუთარი ავტომობილით ფირმა Snappy Snaps-ის ფოტოსალონს დაეჯახა.

ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ მაიკლი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა როდესაც მომღერალი რეგისტრაციისთვის პოლიციაში გამოცხადდა, მას ბრალდება დაუმძიმეს.

24 აგვისტოს მომღერალი სასამართლოს წინაშე წარსდგება.

47 წლის ჯორჯ მაიკლი (ნამდვილი სახელი გეორგიოს პანაიოტუ) - თავიდან ჯგუფ Wham-ის წევრი იყო, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში სოლო კარიერით გაითქვა სახელი.

ბოლო წლების განმავლობაში მომღერალი ნაკლებს მუშაობს, ის ძალიან ცოტა სიმღერას წერს. მისი სახელი გაზეთებში ძირითადად მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სკანდალების გამო ხვდება.

მიმაგრება: 0878162.jpg(21Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 00:46 | შეტყობინება # 15
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბიონსემ სხეული ტატუთი დაიფარა

შვებულებაში გასვლამდე ცოტა ხნით ადრე ბიონსემ იმ საქმეთა ნუსხა შეადგინა, რომელთა განხორციელებასაც აპირებდა. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი მუსიკას არ უკავშირდებოდა. აი, შვებულებაც დასრულდა და ბიონსემ თავყვანისმცელებს თავი ლამაზი ფოტოსესიით შეახსენა.

პოპ-ვარსკვლავმა ახალი სინგლის პრეზენტაციაც მოაწყო, რომელსაც აუდიტორია 29 აგვისტოს ნახავს და მოისმენს.

კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ მომღერალმა მთელი სხეული უცნაური ფიგურებით მოიხატა: ხელები, ფეხები, კისერი და ზურგი. ამ უცნაურ ფიგურებში ობობის ქსელებს, ობობებს, ფრთებს, თავის ქალებსა და ჯაჭვებს ამოიცნობთ.

მიმაგრება: 5792190.jpg(20Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » სიახლეები შოუბიზნესიდან :):):)
გვერდი 1 დან123»
ძებნა:

ჰოსტერი uCoz