პარასკევი, 29.03.2024, 00:20
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
საზოგადოება [0]
საქართველო [2]
ხელოვნება [1]
მეცნიერება [0]
გეოგრაფია [5]
ეკონომიკა [0]
რელიგია [1]
ისტორია [5]
ტექნიკა [1]
სპორტი [1]
პოპულარული თემები
  • კითხვა - პასუხი (11)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (10)
  • კომპანია "NAVIGATOR"-ის შავი სია (11)
  • ვაკანსიები (24)
  • Job for seaman from Turkish shipowners (1)
  • ვეძებ სამუშაოს... (13)
  • საკრუინგო კომპანიები (14)
  • დასაქმების პრობლემა (9)
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (37)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  •  სტატიების კატალოგი
    მთავარი » სტატიები » ისტორია

    ქართლის ცხოვრება
    შემოსლვა სპარსთა ქართლს და მეფობა მირიანისი ქასრეს ძისა
    ვითარ იოტეს სომეხთა და ქართველთა და ჩრდილოსა ნათესავთა მეფე სპარსთა, და განამრავლეს შესლვა სპარსეთს და ოჴრება სპარსეთისა; და ვერ-ღა-რა ოდეს წინა-აღუდგა მეფე სპარსთა. მაშინ მეფემან სპარსთამან, სავსემან მწუხარებითა, მოუწოდა მთავართა სოფლებისათა პიტიახშთა და ერის-თავთა სოფლებისათა, და ყო განზრახვა. და ეძიებდა ღონებასა ბოროტისა მის მოწევნულისასა, და აღუთქმიდა ნიჭსა დიდსა და პატივსა, რომელმან უძლოს და უძიოს ღონე შურის-გებისა.
    ხოლო კრებულსა მას შორის იყო წარჩინებული ერთი მთავარი, სახელით ანაკ, ნათესავისაგან კოსაროს სომეხთა მეფისა. აღდგა იგი, წარმოდგა და თქუა: \"ოტებულ არს სპა ჩუენი კოსაროს სომეხთა მეფისაგან, აწყუედილ არიან მჴედარნი ჩუენნი, და დასდებია შიში და ძრწოლა მათი სპარსთა ზედა, და განძლიერებულ არიან იგინი, და ვერ ძალ-გჳც წინა-აღმდგომად მათდა. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა მშჳდობითა და ვედრებითა და ხარკისა მიცემითა დავამშჳდოთ კოსარო მეფე\". ესე რომელ თქუა ანაკ, არა გულითა თქუა, არამედ სიმრავლესა მას უფარვიდა გულისა მისისა განზრახვასა. მიეახლა მეფესა და რქუა თჳსგან: \"უწმოდე, რამეთუ არა ესე არს განზრახვა ჩემი, რომელ ვთქუ, არამედ ღირს მყავ მარტოდ ზრახვად შენ წინაშე, და ვაუწყო მეფობასა შენსა გულის-ზრახვა ჩემი\". მაშინ წარჩინებულთა მათ იზრახეს თჳს-თჳსად წინაშე მეფისა და წარვიდეს. მაშინ ფარულად მოუწოდა მეფემან ანაკს, და რქუა მეფესა ანაკ: \"მეფე, ცხოვნდი უკუნისამდე, მე გიძიო ღონე შურის-გებისა კოსაროს ზედა. წარვიდე მის თანა დედა-წულით ჩემით-ურთ, დამომენდობის იგი ნათესაობისათჳს, და სუემან შენმან მოავლინოს კეთილად, და მოვკლა მეფე იგი, და დავდვა თავი ჩემი შენთჳს\".
    სთნდა განზრახვა ესე მეფესა. და მოკლეთა დღეთა წარმოვიდა ანაკ და ძმა მისი დედა-წულითა მათითა რე-ცა განდგომად სპარსთა მეფისაგან. და მოვიდა საზღვართა სომხითისათა, ქალაქსა, რომელსა რქჳან ხილახილა, საზამთროთა ადგილთა სომეხთა მეფეთასა. იხილა რა მეფემან კოსარო, დიდითა პატივითა შეიწყნარა, რამეთუ ყოვლითა-ვე სიმარჯჳთა მოსლვასა მისსა სარწმუნოდ აჩუენებდა; და ხედვიდა მეფე, რამეთუ ყოვლითა სახლეულითა მისითა მისდა მოემართა, მაშინ მეფემან მისცა მას პატივი, მეორედ მისსა საყდარსა აღიყვანა სიხარულით და განსუენებით დაყვნეს რა დღენი ზამთრისანი, და მოიწივნეს დღენი ზაფხულისა არისანი, და განდიდნეს მდინარენი, წარმოვიდა მეფე მუნით და მოვიდა არატსა ქალაქსა, და განმზადებულ იყო კოსარო მეფე კუალად შესლვად სპარსეთს. მაშინ დღესა ერთსა განვიდა მეფე ნადირობად, და გაჰყვეს თანა ანაკ და ძმა მისი, და იპყრნეს მახჳლნი ლესულნი ფარულად საწჳმარსა ქუეშე სტეოედსა; და პოვეს დრო და მოკლეს მეფე და ივლტოდეს. ხოლო დევნა უყვეს მთავართა სომხითისათა, და მოუსწრეს ვიეთ-მე ჴიდსა და რომელთა-მე მოუსწრეს ფონსა, და იწყუდინეს იწროსა შინა; და ვერ-ვინ წაუვიდეს, და მოკლნეს იგინი-ცა. და მოსრნეს ყოველნი ნათესავნი მათნი, თჳნიერ დაშთეს ორნი შვილნი მათნი, რომელნი-ცა აღიხუნეს მამა-მძუძეთა მათთა: ერთი შეივლტოდა საზღვართა საბერძნეთისათა და მეორე საზღვართა სპარსეთისათა.
    ვითარცა ესმა ამბავი ესე სპარსთა მეფესა ქასრეს სასანიანსა, აღივსო სიხარულითა და წარმოემართა ყოვლითა ძალითა მისითა; მოვიდა პირველად სომხითს და დაიპყრა სომხითი, მოსრა და ტყუე ყო ყოველი ნათესავი სომეხთა მეფისა. ხოლო ერთი ძე კოსარო მეფისა, მცირე ყრმა, შეივლტოდა საზღვართა საბერძნეთისათა, და მუნ იზარდებოდა, რომელსა ერქუა თრდატ. მაშინ ვითარცა დაიპყრა სომხითი სპარსთა მეფემან და შემოვიდა ქართლად, წარვიდა ასფაგურ ქართველთა მეფე ოვსეთს, რათა-მცა მოიმატნა სპანი ოვსეთით და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. ხოლო რაჟამს შევიდა ასფაგურ ოვსეთს, ეწია სიკუდილი და მოკუდა მუნ.
    ამას ასფაგურს არა ესუა ძე, არამედ ასული ერთი მაშინ შეკრბეს ყოველნი ერის-თავნი ქართლისანი მცხეთას ქალაქსა სპასპეტისა თანა, რომელსა ერქუა მაეჟან. ზრახვა ყვეს ერთბამად სავსეთა მწუხარებითა და თქუეს: \"არა ვაუფლოთ გულთა ჩუენთა მწუხარება, რათა არა მიგუეღოს გონიერება, გარნა ვიძიოთ ღონე ჭირთა და განსაცდელთა ჩუენთათჳს\". მაშინ თქუა მაეჟან სპასპეტმან: \"უკუეთუ-მცა იყო ჩუენ თანა ძალი ეზომი, ჩუენ-მცა მესამედთა სპარსთა შევესწორებოდეთ, დამცავსხენით თავნი ჩუენნი სიკუდილად და წინა-აღუდეგით მათ, და თუ-მცა დარჩომილ იყო მკჳდრი მეფისა ჩუენისა ანუ ნათესავი მეფეთა ჩუენთა, რომელი-ცა ღირს იყო მეფობასა, დავდეგით-მცა ციხე-ქალაქთა შინა, დავსხენით-მცა თავნი ჩუენნი სიკუდილად და ვჭამეთ-მცა ჴორცი კაცისა, ვითარცა პირველ მამათა ჩუენთა. არამედ მოწევნადსა ჟამსა ესრეთ მოუვლენია, რამეთუ მოიკლა სპარსთაგან დიდი იგი მეფე სომხითისა, წაღებულ არს სომხითი, რომელსა ეკიდა სამეფო ჩუენი, და აღუღია პირი მისი სპარსთა მეფესა შთანთქმად ყოვლისა ქუეყანისა. არა-ვინ არს ჩუენ თანა წინა-აღმდგომი მისი და დარჩომილ ვართ ჩუენ ობლად, ვითარცა ცხოვარნი უმწყემსონი. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა მივაგოთ წინა მეფესა სპარსთასა მორჩილება და ვითხოვოთ მისგან წყალობა და ვითხოვოთ მისგან ძე მისი მეფედ ჩუენდა, და ვევედრნეთ, რათა შერთოს ცოლად ძესა მისსა ასული მეფისა ჩუენისა ასფაგურისი. ვაუწყოთ ქალისა მის ნათესაობა ქართლოსიანთა და ნებროთიანთა და დიდებულთა არშაკუნიანთა და მეფეთა ჩუენთა ფარნავაზიანთა, და ვითხოვოთ მისგან დამჭირვა სჯულსა ზედა მამათა ჩუენთასა, და ვითხოვოთ ჩუენ თანა არა აღრევა სპარსთა და წარჩინებულად პყრობა ჩუენი. ნუ უკუე შეიწყნაროს ვედრება ესე ჩუენი, და ყოს. ესე ყოველი ჩუენ ზედა და უკეთუ სჯულსა მამათა ჩუენთასა მიგჳღებდეს, და ჩუენ ზედა სპარსთა წარჩინებულ ჰყოფდეს, და ნათესავსა მეფეთა ჩუენთასა მოსწყუედდეს, მაშინ სიკუდილი უმჯობეს არს თავთა ჩუენთათჳს ვიდრე მონახვასა ესე-ვითარისასა. დავსხნეთ თავნი ჩუენნი ციხეთა და ქალაქთა შინა და მოვსწყდეთ ყოველნი\".
    მაშინ დაემოწმნეს ყოველნი ერის-თავნი ზრახვასა მაეჟან სპასპეტისასა, და წარგზავნეს მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა, და მოაჴსენეს ესე ყოველი, რომელი განეზრახა.
    ხოლო გამოიკითხა სპარსთა მეფემან პირველად ქალაქისა მცხეთისა, და უთხრეს. სივრცე და სიმაგრე მისი და მახლობელობა ხაზართა და ოვსთა. და კუალად გამოიკითხა გუარნათესაობა ასფაგურის ასულისა, და უთხრეს ნათესაობა ნებროთიანთა და არშაკუნიანთა და ფარნავაზიანთა. კეთილად სთნდა სპარსთა მეფესა, და შეიწყნარა ვედრება ქართველთა. რამეთუ თჳთ-ცა უკუთესად გამოარჩია მცხეთას დასუმა ძისა მისისა მეფედ. რამეთუ ყოველთა ქალაქთა სომხითისა და ქართლისათა, რანისა და მის კერძოთა, ყოვლისა უფროსად და უმაგრესად გამოარჩია და მახლობელად ჩრდილოთა მტერთა, რათა ჰბრძოდის მათ მუნით და იპყრობდეს ყოველთა კავკასიანთა. აღუსრულა ყოველი იგი სათხოველი ქართველთა, და მისცა ყოველსა ზედა ფიცი და აღთქმა. და მოვიდა მცხეთას და მიეგება მაეჟან სპასპეტი და ყოველნი ერის-თავნი ქართლისანი. მაშინ მოიყვანეს ასული ასფაგურ მეფისა სამშჳლდით, რომელსა ერქუა აბეშურა, და შერთო იგი სპარსთა მეფემან ძესა თჳსსა, რომელი მუნ თანა ჰყვა შჳდისა წლისა, ნაშობი მჴევლისა, რომელსა ერქუა სპარსულად მიჰრან, ხოლო ქართულად მირიან. ესე მირიან იგი არს, რომელმან ჟამსა სიბერისა მისისასა იცნა ღმერთი დამბადებელი, და შეიწყნარა სახარება მოციქულთა წმიდისა ნინოს მიერ, და იქმნა აღმსარებელ წმიდისა სამებისა და თაყუანის-მცემელ ჯუარისა პატიოსნისა.
    კატეგორია: ისტორია | დაამატა: SEAMAN (25.08.2010)
    ნანახია: 1101 | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    SEAMAN.GE © 2024
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz