ოთხშაბათი, 23.05.2018, 17:37
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 26
  • 27
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:07 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჩვენთან შეგიძლიათ შეიტყოთ ყველა სიახლე,გვესტუმრეთ ხშირად და თქვენც მოგვაწოდეთ ახალი ამბები...

http://seaman.ge
 
ნინთარიღი: ოთხშაბათი, 30.06.2010, 11:50 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მუნდიალი 2010

ფაფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა საჯაროდ მოუბოდიშა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას კვირის მერვედფინალურ მატჩში გერმანელთა კარში არჩათვლილი გოლის გამო.
ფრენკ ლემპარდის დარტყმული ხარიხას მოხვდა, ბურთი ძირს დაეშვა (აშკარად კარის ხაზის იქით) და უკან გამოვარდა. იმის ნაცვლად, რომ ანგარიში 2:2 გამხდარიყო (0:2-ის შემდეგ გათანაბრება ინგლისის ნაკრებს ფრთებს შეასხამდა და არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა მატჩი), მსაჯმა უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც ამ დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა კიდეც.

ფიფას ბოსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მექსიკის ნაკრების კარში არგენტინელებმა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს გოლი და ამ შემთხვევაშიც მსაჯის უხეში შეცდომა პირდაპირ აისახა მატჩის მიმდინარეობაზე. ბლატერმა მექსიკელებსაც მოუბოდიშა.

"ფიფა აუცილებლად იმსჯელებს ფეხბურთში ვიდეოტექნოლოგიების შემოღებაზე და ამის პირველი შესაძლებლობა ივლისში აღმასკომის საქმიან შეხვედრაზე გვექნება უელსში. ამ მუნდიალმა ისეთი გამოცდილება მოგვცა მსაჯთა უხეში შეცდომების მხრივ, რომ ჩვენი მხრიდან უსინდისობა იქნება, არ განვაახლოთ დებატები ფეხბურთში ტექნოლოგიების შემოღებაზე. პირადად ძალზე განვიცდი, როცა მსაჯი უხეშ შეცდომას უშვებს, მაგრამ ეს არ არის ეპოქის დასასრული, ეს არ არის ფეხბურთის ბოლო, შეცდომები იყო და არის და იქნება", - განაცხადა ზეპ ბლატერმა.

დამატებულია (30.06.2010, 11:50)
---------------------------------------------
ინტერნეტში Windows 8-ზე ინფორმაცია გამოჩნდა

იტალიურმა საიტმა Windowsette გამოამზეურა რამდენიმე სლაიდი კორპორაცია Microsoft-ში გამართული შიდა პრეზენტაციიდან, რომელიც ახალ საოპერაცო სისტემას Windows 8-ს მიეძღვნა.

სავარაუდოდ, ახალი სისტემა უფრო ჩქარი იქნება და შეამცირებს იმ აპარატის ენერგომოხმარებას, რომელზეც დამონტაჟდება. მას მოიხმარენ როგორც ჩვეულებრივი სამაგიდო კომპიუტერები, ისე ნოუთბუქები და პლანშეტური აპარატები. კომპიუტერები, რომლებზეც Windows 8 იქნება დაყენებული, მყისიერად ჩაირთვება.

Microsoft-ში ვარაუდობენ, რომ მაგიდის კომპიუტერები მონობლოკები გახდება. პროტოტიპს სენსორული ეკრანი აქვს, რომლის დიაგონალი 17-დან 30 დიუმამდე განისაზღვრება. კომპიუტერი აღჭურვილია მაღალხარისხიანი გადამღები ვიდეოკამერით, ასევე Bluetooth-ისა და Wi-Fi-ის მოდულებით.

Windows 8-ის გამოსვლის ზუსტი ვადები არ სახელდება, თუმცა სლაიდიდან ირკვევა, რომ ეს 2012 წლისთვის იგეგმება. კორპორაციის თანამშრომელთა ვარაუდით, ამ დროისთვის ვებ-კამერები ისე იქნება გავრცელებული, რომ მათ სისტემაში შესული მომხმარებლის ამოსაცნობადაც გამოიყენებენ.

biggrin biggrin


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
GIORGIთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 12:34 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 3
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თბილისის ზღვაში მაშველებმა ორი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.

ერთ-ერთი მათგანი 35 წლის ბაქურ ბარდასანიანი, რომელსაც უკვე ორი დღეა რაც ეძებენ, მეორე 38 წლის არჩილ ქურციკაშვილი, რომელიც მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებიდან მალევე იპოვეს, თუმცა მის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

მაშველების ინფორმაციით, გარდაცვლილები სავარაუდოდ თბილისის ზღვის აკრძალულ ზონაში ბანაობდნენ.

დამატებულია (13.07.2010, 12:34)
---------------------------------------------
დღეს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, პირველ გამოცდას პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები პროფესიულ უნარებში აბარებენ. დღეს, 08:00 საათზე პროფესიული უნარების გამოცდის პირველი სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყო. ტესტზე მუშაობას პედაგოგები 09:00 საათზე შეუდგნენ და ამისათვის მათ 5 საათი აქვთ დათმობილი.

პროფესიული უნარების ტესტი 27 დავალებისაგან შედგება. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. იმისათვის, რომ კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახოს, კონკურსანტმა უნდა დააგროვოს 43 ქულა ან მეტი.

პირველ ეტაპზე გამოცდაში საქართველოს მასშტაბით 14 000-მდე ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას. გარდა უნარ-ჩვევებისა მასწავლებლები გამოცდას სპეციალობაშიც ჩააბარებენ. სასერტიფიკაციო გამოცდები თბილისის ორ და რეგიონების თორმეტ საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ტარდება.

ცნობისათვის, საქართველოში პირველად ტარდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, პროცესი ნებაყოფლობითია და შედეგები კონფიდენციალური. ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში, პედაგოგი გააგრძელებს მუშაობას და 2014 წლამდე მას რამდენჯერმე მიეცემა საშუალება გავიდეს განმეორებით გამოცდაზე.

 
ნინთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 14:16 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს უფლის წმინდა 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

სვეტიცხოვლობაზე ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო ლიტურგიას დღეს, წმინდა 12 მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა თავის მოწაფეებად 12 მოციქული აირჩია. მათი უმეტესობა მეთევზეები იყვნენ. დღეს ეკლესია წმინდა მოციქულების: პეტრეს, ანდრიას, იაკობის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესის, იუდა იაკობისის, სიმონ მოშურნისა და მატათას ხსენებას აღნიშნავს.

დღესვე, სვეტიცხოვლის ეზოში ჩვილთა მე-12 ნათლობა გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოსთან არსებულ საქველმოქმედო ფონდ "ლაზარე"-დან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მომავალი ნათლულების ნათლობა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში, 16:00 საათის შემდეგ დაიწყება და 700-მდე ბავშვი მოინათლება.

ჩვილებს რიგის მიხედვით, ნახევარი საათის ინტერვლით მონათლავენ. მე-12 ნათლობისთვის ჩვილთა რეგისტრაცია "ლაზარეში" 18-20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

დღეისთვის კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული საქართველოში უკვე 5300-მდე ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახში მესამე და მეტი შვილები არიან.
უწმინდესის ინიციატივით, ჩვილთა ნათლობას საფუძველი 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა. მიზანი საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებაა. ჩვილთა მე-11 ნათლობა წელს გაზაფხულზე, კვირაცხოვლობას გაიმართა.

http://2.bp.blogspot.com/_wMMCl4....a0a.jpg

გილოცავთ ყველას biggrin

დამატებულია (13.07.2010, 14:16)
---------------------------------------------
გერმანელმა ფანმა ბარში ფეხბურთზე კამათის დროს იტალიელები დაცხრილა

გერმანიის ქალაქ ჰანოვერის პაბში ფეხბურთის გულშემატკივართა დაპირისპირების გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში მოხვდა. როგორც AP იუწყება, 42 წლის გერმანელმა ფანმა ტრავმატული იარაღი ორ იტალიელს ესროლა.

მამაკაცები მაშინ შეკამათდნენ, როცა სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულის ვინაობას განიხილავდნენ. გერმანელ ქომაგს თავისი ქვეყნის ნაკრების თამაშზე იტალიელთა ქილიკი არ მოსწონებია.

ცხარე კამათის შემდეგ განრისხებულ გერმანელს ბარი მიუტოვებია, ცოტა ხნის შემდეგ კი შეიარაღებული დაბრუნებულა და ცეცხლი გაუხსნია. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა ცხელ კვალზევე დააკავეს.

biggrin biggrin biggrin

მიმაგრება: 1144783.jpg(46.9 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 14:20 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
"უსარკეებო" ფოტოაპარატებს Nikon-იც გამოუშვებს

კომპანია Nikon ახალი ტიპის ციფრული ფოტოაპარატის გამოშვების პირობას დებს. ამით კომპანიას მომავალ სამ წელიწადში მოძრავ-ოპტიკური ფოტოაპარატების წარმოების 80%-ით გაზრდა სურს.

ახალი ფოტოაპარატი ბაზარზე ამ ფინანსური წლის ბოლომდე გამოჩნდება, რომელიც იაპონიაში 2011 31 მარტს სრულდება, - იტყობინება CNews.ru.

ახალი კონსტრუქციის წყალობით აპარატების გაბარიტები და წონა შემცირდება და რაც მთავარია, შენარჩუნდება ფოტოს მაღალი ხარისხით გადაღების და ოპტიკის ცვლილების შესაძლებლობები.

კომპანიის პრეზიდენტმა მაკოტო კიმურუმ განაცხადა, რომ ახალ კონსტრუქციაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა სავარაუდოდ, ის Micro Four Thirds-ის ფორმატის კამერის მსგავსი იქნება, რომელიც ორი წლის კომპანიებმა Panasonic-მა და Olympus-მა წარმოადგინეს.

კამერებს აქვთ ცვალებადი ობიექტივი და არ აქვთ სარკის ბლოკი. გარდა ობიექტივის ცვლილებისა, ახალ კამერას ვიდეოგადაღების გაცილებით დიდი შესაძლებლობებიც ექნება.

ზოგიერთი მოდელი ოპტიკური ვიდეოსაძიებელის ნაცვლად ელექტრონულით იქნება აღჭურვილი.

საკუთარი ალტერნატივა Micro 4/3 კორეულმა Samsung Electronics-მაც წარმოადგინა. პირველი ასეთი მოდელი, Samsung NX10, მაღაზიებში ამ ზაფხულს გამოჩნდა. "უსარკეებოთა" რიგებს მაისში კომპანია Sony-იც შეუერთდა, რომელმაც მოდელები Alpha NEX-3 და NEX-5 წარმოადგინა.

მიმაგრება: 2277986.jpg(38.3 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 14:32 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მეფე არტურის ლეგენდარული მრგვალი მაგიდა აღმოაჩინეს

ბრიტანელმა ისტორიკოსებმა დაადგინეს, თუ სად იმყოფება ციხესიმაგრე კამელოტი და მეფე ატრურის ლეგენდარული მრგვალი მაგიდა.

როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ციხესიმაგრე კამელოტი, სადაც მრგვალი მაგიდა იყო განთავსებული, ჩესტერში იმ ადგილზე მდებარეობდა, სადაც ცოტა ხნის წინ ძველრომაული ამფითეატრი აღმოაჩინეს, წერს გაზეთი The Daily Telegraph.

მრგვალი მაგიდა ავეჯის შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენდა, ეს იყო ხისა და ქვისგან გაკეთებული კაპიტალური კონსტრუქცია, რომელიც ყოფილი რომაული ამფითეატრის ცენტრში იდგა.

ამ მაგიდის გარშემო ათასი ადამიანი იყრიდა თავს, რათა ლეგენდარული მეფისგან ბრძანებები მიეღო. ამასთან, ამფითეატრის პირველ რიგში ადგილობრივი წარჩინებულები ისხდნენ ხოლმე, უკანა რიგებში კი ქვის გრძელ სკამებზე - კრების ნაკლებად ავტორიტეტული მონაწილეები.

კამელოტის ისტორიის ერთ-ერთმა სპეციალისტმა კრის გიდლოუმ განაცხადა: "ვიცით, რომ მეფე არტურის ორი ძირითადი ბრძოლა ქალაქში გაიმართა, რომლის სახლწოდება იყო ლეგიონების ქალაქი. მხოლოდ ორი ადგილი არსებობს, რომლებისთვისაც ასეთი სახელი შეეძლოთ ეწოდებინათ. ერთი სენტ-ოლბანსია, ხოლო მეორეს ადგილმდებარეობა ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა".

ცოტა ხნის წინ ამფითეატრის, ქვის ლოდისა და ქრისტიანი მოწამეებისთვის აღმართული ხის ძეგლის აღმოჩენით დადასტურდა, რომ სწორედ ჩესტერში მდებარეობდა მეფე არტურის სასახლე და მისი ლეგენდარული მგრვალი მაგიდა.

მიმაგრება: 8247181.png(210.5 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 05.08.2010, 20:52 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თურქეთი მზადაა ვალეს გამშვები პუნქტის ერთიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა. საქართველოს მთავრობამ წინადედაბა მიიღო და თურქეთს ოფიციალური დასტურით უპასუხა.

ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ივნისში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველო-თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის შესახებ.
აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს, გამშვებ პუნქტებზე საკონტროლო სქემების ჰარმონიზაციასა და ოპტიმიზაციას; საინფორმაციო სისტემების ინტეგრაციას და შესაბამისად პროცედურების დუბლირების აღმოფხვრას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინფორმაციო სისტემების ინტეგრირებასთან დაკავშირებული სამუშაოები. დასახული გეგმის შესაბამისად, 2011 წლიდან უნდა მოხერხდეს ერთობლივი მართვის სრულფასოვანი ამოქმედება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 08:24 | შეტყობინება # 8
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 6 აგვისტოს, სოხუმში იგეგმება ე. წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმება რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის სახელმწიფო კრედიტის გამოყოფის შესახებ. განცხადებას ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, "700 მილიონიანი კრედიტი აფხაზეთის ეროვნული ბანკის კაპიტალიზაციისა და მოდერნიზაციისთვის გამოიყოფა 10 წლის ვადით და წლიური 2,5 % გადახდის ოდენობით. უფლებამოსილ პირებად მიიჩნევიან - აფხაზეთს მთავრობის სახელით _ აფხაზეთის ეროვნული ბანკი და რუსეთის მხრიდან - სახელმწიფო კომპანია "ვნეშეკონომბანკი"".

სეპარატისტთა მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აფხაზეთის ე. წ. ფინანსთა მინისტრი ბესლან კუბრავა მოაწერს, რუსული მხრიდან კი რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი პანკინი.

კრედიტი ორი ტრანშით გამოიყოფა - 2010 წლის განმავლობაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 11:22 | შეტყობინება # 9
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ელიტ-ელექტრონიქსის" ყოფილ მმართველსა და დამფუძნებელს ანზორ ქოქოლაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს შეფარდების თაობაზე.

ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი გირაოს სახით 50 000 ლარის დაწესებას მოითხოვდა. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან ითანამშრომლებს და თუ რაიმე სახის დავალიანება დადგინდება, ქოქოლაძე მზადაა, თანხა გადაიხადოს.

ქოქოლაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 3 აგვისტოს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგების საფუძველზე, ქოქოლაძემ თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას. საუბარია 7 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.

წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 11:22 | შეტყობინება # 10
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 6 აგვისტოს, სოხუმში იგეგმება ე. წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმება რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის სახელმწიფო კრედიტის გამოყოფის შესახებ. განცხადებას ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, "700 მილიონიანი კრედიტი აფხაზეთის ეროვნული ბანკის კაპიტალიზაციისა და მოდერნიზაციისთვის გამოიყოფა 10 წლის ვადით და წლიური 2,5 % გადახდის ოდენობით. უფლებამოსილ პირებად მიიჩნევიან - აფხაზეთს მთავრობის სახელით _ აფხაზეთის ეროვნული ბანკი და რუსეთის მხრიდან - სახელმწიფო კომპანია "ვნეშეკონომბანკი"".

სეპარატისტთა მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აფხაზეთის ე. წ. ფინანსთა მინისტრი ბესლან კუბრავა მოაწერს, რუსული მხრიდან კი რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი პანკინი.

კრედიტი ორი ტრანშით გამოიყოფა - 2010 წლის განმავლობაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 11:22 | შეტყობინება # 11
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 6 აგვისტოს, პოლონეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ბრონისლავ კომოროვსკის ინაუგურაცია გაიმართება. 3 აგვისტოს, პოლონეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად გამოცხადდა.

საზეიმო ღონისძიების გეგმის თანახმად, 6 აგვისტოს დილით, პოლონეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს სეიმისა და ქვეყნის სენატის წინაშე, პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე. ვარშავის არქიკათედრაში გაიმართება ღვთისმსახურება და პოლონეთის აღორძინებისა და თეთრი არწივის ორდენების გადაცემა კომოროვსკისთვის ვარშავაში მდებარე სამეფო სასახლეში.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას პოლონეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი 15 აგვისტოს, პოლონეთის არმიის დღეს გადაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ ბრონისლავ კომოროვსკიმ იაროსლავ კაჩინსკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოუგო. მეორე ტურში კომოროვსკის ხმა 53 %-მა მისცა, კაჩინსკის კი 47 %-მა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 11:22 | შეტყობინება # 12
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 6 აგვისტოს, 15:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანი ლაშა ჩხარტიშვილი და თბილისში მცხოვრები დევნილები საპროტესტო აქციას გამართავენ.

აქციის მოთხოვნებია: 1. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ და ხელისფულების სხვა ორგანოებმა, დაუყონებლივ დაიწყონ "საერთაშორისო ამნისტიის" (Amnesty International) მიერ საქართველოში დევნილთა მდგომარეობის შესახებ 2010 წლის 5 აგვისტოს ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულება; 2. თბილისში მცხოვრებ დევნილებს საკუთრებაში გადაეცეს და დაუკანონდეს საცხოვრებელი ფართი თბილისის ტერიტორიაზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 11:23 | შეტყობინება # 13
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 6 აგვისტოს, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გაიმართება.

აუქციონის გამოცხადების თხოვნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს "ალანიამ" მიმართა, რომელსაც სატელევიზიო ანძიდან საკაბელო ქსელის ოპერატორების სათავო სადგურებამდე დასაკავშირებლად რადიოსარელეო სიხშირე ესაჭიროება. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 12 ივლისამდე მიმდინარეობდა.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 9 590,40 ლარის ოდენობით განისაზღვრა. აუქციონზე ერთი ბიჯი 480 ლარი იქნება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 11:23 | შეტყობინება # 14
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რუსეთში კვლავ ხანძრები მძვინვარებს. იუგრის ოლქის ხანტიმანსიისკი რაიონში 22 ტყის მასივი იწვის. ხანძრის საერთო ფართობით 984 ჰექტარია. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია 61 ადამიანი, 7 ვერტმფრენი და სახმელეთო ტრანსპორტის 5 სახეობა.

ამავე დროს დღეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სინოპტიკოსები 40 გრადუსიან სიცხეს ვარაუდობენ.

ამასთან ერთად, ამ დილიდან მოსკოვი კვლავ ხანძრების შედეგად წარმოქმნილ კვამლში გაეხვია. კვამლშია ასევე ქალაქის ცენტრალური ნაწილი. მოსკოვის გარემოს დაცვისა და საბუნებისმეტყველო დეპარტამენტისYთანამშრომლები ჰაერის დაბინძურებას ელოდებიან.
დეპარტამენტის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების კოეფიციენტის მატება მთელი ღამის განმავლობაში შეინიშნებოდა.

"ჩვენი პროგნოზით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მოსკოვის მთელს ტერიტორიაზე გაგრძელდება. ძლიერი კვამლი უკვე შეინიშნება ქალაქის ცენტრალურ რაიონში”, _ აცხადებენ სპეციასლისტები.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთელს ტერიტორიაზე არსებული ხანძრების შედეგად, ბოლო მონაცემებით დაღუპულია 50 ადამიანი და დაშავებულია 458. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულთაგან ჰოსპიტალიზებულია 72 ადამიანი, სტაციონარულ მკურნალობას კი 46 ადამიანი გადის.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 11:23 | შეტყობინება # 15
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რუსეთის გადაწყვეტილებამ ხორბლის ექსპორტის დროებით შეწყვეტის შესახებ მსოფლიო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

აშშ-ში ფიუჩერსები ხორბალზე 4,4 %-ით გაიზარდა, შესაბამისად 2010 წლისს სექტემბერისთვის მისაწოდებელი მარცვლეულის ფასმა გადაჭარბა 8,21 დოლარიან ზღვარს. აზიის სავაჭრო ბირჟებზე ზრდამ 4,8 % შეადგინა.

რუსეთის მეხორბლეთა კავშირის შეფასებით, 2011 წლის ივლისის პერიოდისთვის რუსეთიდან ექსპორტს 20 მლნ. თონა უნდა შეედგინა. დღეისათვის კი ეს მაჩვენებელი გასულ პერიოდთან შედარებით 1 მილიონი ტონით ნაკლებს შეადგენს.

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის 1-ლი ივლისისათვის რუსეთის მარაგებმა 21,7 მლნ ტონა შეადგინა.

ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გვალვის გამო 27 რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურები 10,2 მილიონ ჰექტარზე განადგურდა. სამინისტრომ 2010 წლისათვის ხორბლის მოსავლის სავარაუდო პროგნოზიც დაასახელა და ის 70 დან 75 მილიონ ტონამდეა.

2009 წელს ხორბლის მოსავალმა 97,1 მილიონი ტონა შეადგინა. 2008 წელს კი 108,2 მილიონი ტონა.

შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლის და მისგან წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შეწყვეტის შესახებ. მისი განცხადებით, რუსეთს საკმაო მარაგები გააჩნია თუმცა "არ უნდა მოხდეს შიდა ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე შენარჩუნდეს და უნდა მოხდეს მომავალი წლის რეზერვების ფორმირება".

"ჩვენ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. ამ აკრძალვას დროებითი ხასიათი ექნება", _ განაცხადა პუტინმა.

დაზუსტებული ინფორმაციით, ხორბლის ექსპორტი რუსეთიდან მიმიდნარე წლის 15 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე შეწყდება.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 26
  • 27
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz