სამშაბათი, 19.03.2024, 12:18
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ახალი აღთქმა [15]
ღვთისმეტყველება [7]
პატროლოგია [2]
ლიტურგიკა [2]
ეკლესიის ისტორია [1]
საეკლესიო სამართალი [7]
ფილოსოფია [1]
წმინდანთა სახელები [21]
პოპულარული თემები
  • კითხვა - პასუხი (11)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (10)
  • კომპანია "NAVIGATOR"-ის შავი სია (11)
  • ვაკანსიები (24)
  • Job for seaman from Turkish shipowners (1)
  • ვეძებ სამუშაოს... (13)
  • საკრუინგო კომპანიები (14)
  • დასაქმების პრობლემა (9)
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (37)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  •  საეკლესიო ბიბლიოთეკა
    მთავარი » ეკლესიის ისტორია
    წიგნი III


    საეკლესიო ისტორიის მესამე წიგნი შეიცავს შემდეგს:



    I. დედამიწის რომელ მხარეებში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა.

    II. ვინ იყო რომაელთა ეკლესიის პირველი წინამდგომელი.

    III. მოციქულთა ეპისტოლეების შესახებ.

    IV. მოციქულთა პირველი მონაცვლეების შესახებ.

    V. ქრისტეს შემდეგ იუდეველთა უკანასკნელი ალყის შესახებ.

    VI. მათი შემავიწროებელი შიმშილობის შესახებ.

    VII. ქრისტეს წინასწარმეტყველებების შესახებ.

    VIII. ომის წინა ნიშნების შესახებ.

    IX. იოსების შესახებ და მის მიერ დატოვებული თხზულებების შესახებ.

    X. როგორ მოიხსენიებს [იგი] წმინდა წიგნებს.

    XI. როგორ წინამძღვრობდა იერუსალიმში ეკლესიას იაკობის შემდეგ სვიმონი.

    XII. როგორ ბრძანა ვესპასიანემ დავითის შთამომავლების მოძებნა.

    XIII. როგორ წინამძღვრობდა ალექსანდრიელებს რიგით მეორე აბილიუსი.

    XIV. როგორ გახდა რომაელთა მეორე ეპისკოპოსი ანენკლეტუსი.

    XV. როგორ გახდა მის შემდეგ რიგით მესამე კლიმენტი.

    XVI. კლიმენტის ეპისტოლის შესახებ.

    XVII. დომიციანეს დროინდელი დევნულების შესახებ.

    XVIII. იოანეს ეპისტოლისა და "გამოცხადების" შესახებ.

    XIX. როგორ ბრძანა დომიციანემ დავითის მოდგმის განადგურება.

    XX. ჩვენი მაცხოვრის გვარის ჩამომავალთა შესახებ.

    XXI. როგორ წინამძღვრობდა ალექსანდრიის ეკლესიას რიგით მესამე კერდონი.

    XXII. როგორ წინამძღვრობდა ანტიოქელებს რიგით მეორე ეგნატე.

    XXIII. ამბავი იოანე მოციქულის შესახებ.

    XXIV. სახარებათა რიგობითობის შესახებ.

    XXV. საღვთო წერილებად აღიარებულთა შესახებ და მათ შესახებ, რომლებიც არ არიან ასეთები.

    XXVI. მენანდრე მოგვის შესახებ.

    XXVII. ებიონელთა მწვალებლობის შესახებ.

    XXVIII. მწვალებლობის მოთავის კერინთეს შესახებ.

    XXIX. ნიკოლოზის შესახებ და მათ შესახებ, რომლებმაც მისგან მიიღეს სახელწოდება.

    XXX. ქორწინებაში გამოცდილ მოციქულთა შესახებ.

    XXXI. იოანეს და ფილიპეს აღსასრულის შესახებ.

    XXXII. როგორ ეწამა იერუსალიმის ეპისკოპოსი სვიმონი.

    XXXIII. როგორ აკრძალა ტრაიანემ ქრისტიანთა ძებნა.

    XXXIV. როგორ წინამძღვრობდა რომაელთა ეკლესიას რიგით მეოთხე ევარესტუსი.

    XXXV. როგორ წინამძღვრობდა იერუსალიმში ეკლესიას რიგით მესამე იუსტუსი.

    XXXVI. ეგნატესა და მისი ეპისტოლეების შესახებ.

    XXXVII. იმ დროს სახელგანთქმული მოციქულების შესახებ.

    XXXVIII. კლიმენტის ეპისტოლესა და მასზე მცდარად მიკუთვნებულთა შესახებ.

    XXXIX. პაპიასის თხზულებათა შესახებ.


    I

    ასეთი იყო იუდეველთა მდგომარეობა; მაგრამ როდესაც ჩვენი მაცხოვრის წმინდა მოციქულები და მოწაფეები მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ, როგორც გადმოცემა გვამცნობს თომას წილად ხვდა პართია, ანდრიას კი - სკვითია, იოანეს - ასია, სადაც გაატარა მთელი ცხოვრება და აღესრულა ეფესოში, პეტრემ კი, სავარაუდოდ, უქადაგა გაფანტულებაში მყოფ იუდეველებს პონტოსა და გალატიაში, კაბადოკიის ბითვინიასა და ასიაში; ბოლოს კი ჩავიდა რომში, სადაც თავდაყირა ჯვარს აცვეს, რადგან ითხოვა ამ სახით ვნების ღირსი გამხდარიყო. რა უნდა ითქვას პავლეს შესახებ, რომელმაც აღასრულა ქრისტეს სახარება იერუსალიმიდან ილირიკიამდე და ბოლოს, ნერონის დროს რომში ეწამა? ამას სიტყვასიტყვით გადმოსცემს ორიგენე[1] "შესაქმის" განმარტების მესამე ტომში.


    II

    პავლესა და პეტრეს მოწამეობის შემდეგ, რომაელთა ეკლესიის ეპისკოპოსობა წილად ერგო პირველად ლინუსს[2]. მის სახელს ახსენებს პავლე რომიდან ტიმოთესადმი მოწერილი ეპისტოლის დასასრულს.


    III

    აღიარებული არის პეტრეს ერთი ეპისტოლე, რომელსაც ეწოდება მისი პირველი ეპისტოლე. მას როგორც უეჭველს ძველი პრესვიტერებიც იყენებენ თავიანთ ნაწერებში; ეგრეთ წოდებული მეორე ეპისტოლე კი არ არის კანონიკურად მიღებული, თუმცა მრავალი სასარგებლოდ მიიჩნევს და სხვა წერილებთან ერთად ისწავლება. რაც შეეხება იმას, რომ მას მიეწერება "საქმეები", მის სახელს უკავშირდება სახარება, ქადაგებები და ე. წ. "გამოცხადება", მათ საერთოდ არ ვიცნობთ კათოლიკე გადმოცემაში, რადგან მათგან არც ძველთაგან ვინმე, არც ჩვენი დროის რომელიმე საეკლესიო მწერალი მოიხმობს მოწმობებს. თხრობის მსვლელობისას მიზანშეწონილად ჩავთვალეთ სხვადასხვა დროის საეკლესიო მწერალთა მონაცვლეობასთან ერთად მოგვეხსენებია ისიც, თუ რომელ საეჭვო წიგნს იყენებდნენ, რას წერდნენ კანონიკური და აღიარებული წერილების შესახებ, და რას ამბობდნენ ისინი მათ შესახებ, რომლებიც ასეთი არ იყო. ზემოთ ვახსენეთ პეტრეს სახელის მქონე წიგნები, რომელთაგან ვიცი მხოლოდ ერთი ნამდვილი ეპისტოლე ძველ ხუცესთაგან აღიარებული; თოთხმეტი ეპისტოლის პავლესეული ავტორობა კი ცხადი და აშკარაა; უსამართლობაა იმის უცოდინრობა, რომ ზოგიერთები ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს საეჭვოდ მიიჩნევენ, ამბობენ, რომ რომაელთა ეკლესიამ იგი უარყო როგორც არა პავლეს მიერ დაწერილი; მის შესახებ ჩვენამდე ნათქვამს თავის დროზე გადმოვცემთ. არც მის ე. წ. "საქმეები" შემირაცხავს უეჭველთა შორის. მაგრამ რადგან იგივე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლის დასასრულს სახელებს შორის ახსენებს სხვებთან ერთად ჰერმესსაც, ვისაც, როგორც ამბობენ, ეკუთვნის წიგნი "მწყემსი",[3] უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთებისთვის ისიც საეჭვოა, და მათ გამო არ უნდა შეირაცხოს აღიარებულთა შორის. სხვებმა კი ასე განსაჯეს, რომ ის არის ყველაზე აუცილებელი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სჭირდება საფუძვლებში განსწავლა. ამიტომ, როგორც ვიცით, ეკლესიებში უკვე იკითხება საჯაროდ, და ვნახე, რომ უძველეს მწერალთაგან ზოგიერთი იყენებდა მას. ეს ითქვა იმისათვის, რომ დაგვედგინა საღვთო წერილები როგორც უეჭველი, ასევე ყველასაგან არაღიარებული.


    IV

    ის, რომ წარმართებისათვის მქადაგებელმა პავლემ იერუსალიმიდან ილირიკიამდე მრგვლივმოვლით ეკლესიებს ჩაუყარა საძირკველი, ცხადი უნდა იყოს, როგორც მისი სიტყვებიდან, ასევე იმ სიტყვებიდან, რაც ლუკამ მოგვითხრო "საქმეებში"; ასევე პეტრეს ეპისტოლიდანაც, რომელზეც ვთქვით, რომ მისი აღიარებული ნაწერია და რომელსაც პონტოსა და გალატიაში, კაბადოკიაში, ასიასა და ბითვინიაში გაფანტულ ებრაელებს სწერს, ცხადი არის ის, რომ მან ესოდენ მრავალრიცხოვან პროვინციებში წინადაცვეთილებს ახარა ქრისტე და მათ გადასცა ახალი აღთქმის სიტყვები. ადვილი არ არის იმის თქმა, თუ მათგან რამდენი და ვინ გახდა ნამდვილი მოშურნე და დაამტკიცა, რომ შეეძლო დაემწყსა მათ მიერ დაარსებული ეკლესიები, გარდა იმ ჩამონათვალისა, რომელსაც პავლე აკეთებს. რადგან მათგან ათასობით პირი გახდა მისი თანაშემწე და, როგორც თვითონ უწოდებს, თანამებრძოლი. მათი უმრავლესობა მისი წარუშლელი ხსოვნის ღირსი შეიქნა, როდესაც იგი მათ შესახებ მოწმობებს საკუთარი ეპისტოლეებით შეუჩერებლად ჩამოთვლის. არა მხოლოდ იგი, არამედ ლუკაც ჩამოთვლის "საქმეებში" მისთვის ცნობილთ და მათ საბელებით მოიხსენიებს. ამბობენ, რომ ტიმოთე[4] პირველი იყო, ვისაც წილად ხვდა დიოცეზის ეპისკოპოსობა ეფესოში ისევე, როგორც ტიტეს - კრეტის ეკლესიების ეპისკოპოსობა.[5] ლუკა, რომელიც წარმოშობით ანტიოქიიდან იყო, ხელობით კი - ექიმი, დიდი ხნის განმავლობაში თან ახლდა პავლეს, დანარჩენ მოციქულებთანაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, და მათგან მოიპოვა სულთა მკურნალობის მაგალითები, რომლებიც ჩვენ დაგვიტოვა ორ ღვთივშთაგონებულ წიგნში: სახარება, რომელიც, როგორც მოწმობს, დაწერა იმის მიხედვით, რაც მას გადასცეს სათავეში მყოფმა თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა, რომლებთანაც, ყველასთან თანხმობაში ყოფნას თავიდანვე აღნიშნავს; და "მოციქულთა საქმეები", არა მოსმენით, არამედ საკუთარი თვალებით მხილველმა შეადგინა. ამბობენ, რომ პავლეს სჩვევოდა მისი სახარების ხსენება, როდესაც როგორც საკუთარი სახარების შესახებ ამბობს: "ჩემი სახარების მიხედვით" (რომ. 2,16). პავლეს დანარჩენ მიმდევართაგან მოიპოვება მოწმობა მის მიერ გალიაში გაგზავნილ კრესკეზე[6] და ლინუსზე, რომელიც ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში მოხსენიებულია როგორც რომში მასთან ერთად მყოფი. უკვე აღვნიშნეთ, რომ იგი იყო პეტრეს შემდეგ რომაელთა ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი. [ნავლე] აგრეთვე მოწმობს კლიმენტიზე (ისიც რომაელთა ეკლესიის მესამე ეპისკოპოსად იქნა დანიშნული),[7] რომ გახდა პავლეს თანაშემწე და თანამებრძოლი. ამასთან იმ არეოპაგელზეც, სახელად დიონისეზე, დაამოწმებს ლუკა "საქმეებში", რომ არეოპაგში ათენელებისადმი პავლეს საჯარო სიტყვა პირველმა მან ირწმუნა, ხოლო ძველთაგან ვინმე სხვა დიონისე, კორონთოს დიოცეზის მწყემსი[8], მოგვითხრობს მის გახდომას ათენში მყოფი ეკლესიის პირველ ეპისკოპოსად[9]. მაგრამ რადგან ჩვენ ჩვენს გზას მივუყვებით, მოციქულთა მონაცვლეობის ჟამზე თავის დროზე ვიტყვით, ახლა კი გადავალთ მომდევნო ამბავზე.


    V

    ნერონის ცამეტწლიანი მმართველობის შემდეგ, როდესაც გალბა და ოთხ წელიწადნახევრის განმავლობაში მართავდნენ [იმპერიას], გამოჩნდა იუდეველთა წინააღმდეგ ბრძოლებში სახელგანთქმული ვესპასიანე, იქ იგი ჯარისკაცებმა იმპერატორად[10] გამოაცხადეს და იმპერატორი გახდა თვით იუდეაში. ასე რომ, მყისვე გაემგზავრა რომში და იუდეველთა წინააღმდეგ ომის წარმართვა ჩააბარა მის შვილს ტიტუსს. ჩვენი მაცხოვრის ამაღლების შემდეგ იუდეველებმა მის წინააღმდეგ უკვე ჩადენილი დანაშაულის გარდა მისი მოციქულების წინააღმდეგ მრავალი ასეთი შეთქმულება მოაწყვეს. პირველად სტეფანე იქნა მათ მიერ ქვებით მოკლული, მის შემდეგ კი იაკობს, ზებედეს ძეს, იოანეს ძმას თავი მოჰკვეთეს, ყველაფერთან ერთად იაკობი, ჩვენი მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ამ ადგილას* პირველ ეპისკოპოსად არჩეული, ზემოხსენებული სახით აღესრულა, დანარჩენი მოციქულები ათასობით სასიკვდილო შეთქმულებამ განდევნა იუდეის მიწიდან. ისინი წარიგზავნენ ყველა წარმართთან მათი უწყების სასწავლებლად ქრისტეს ძალის შეწევნით, რომელიც ეუბნებოდა მათ: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი ჩემი სახელით" (მათ. 28,19). მაგრამ ასევე იერუსალიმში ეკლესიის ერს ქალაქში ომის დაწყებამდე სახელგანთქმული კაცების მიმართ გამოცხადების გზით გადაეცათ წი ... კითხვის გაგრძელება »
    კატეგორია: ეკლესიის ისტორია | ნანახია: 1122 | დაამატა: SEAMAN | თარიღი: 05.08.2010 | კომენტარი (0)

    SEAMAN.GE © 2024
    ჩანაწერების არქივი
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz