შაბათი, 27.04.2024, 03:51
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: კვირა, 29.08.2010, 18:13 | შეტყობინება # 136
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კომპანია "სონის" თრილერი "ტურისტი", რომელშც ჯონი დეპი და ანჟელინა ჯოლი თამაშობენ, ეკრანებზე 2010 წლის 11 დეკემბერს გამოვა.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ამერიკელი ტურისტი ფრენკი, რომლის როლსაც ჯონ დეპი ასრულებს, იტალიაში ჩადის და იქ ელიზი (ანჟელინა ჯოლი) შეუყვარდება. თუმცა მოგვიანებით ირკვევა, რომ ელიზი ფრენკის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს და ის სულაც არ არის ადამიანი, რომლადაც ფრენკს გაეცნო.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ტიმოტი დალტონი და პოლ ბეტანი. ფილმის რეჟისორია ოსკარის მფლობელი ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 29.08.2010, 18:14 | შეტყობინება # 137
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ხვალ, 30 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართება.

სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება 2 ობიექტი, მათ შორის ახალციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნახშირმჟავა აირის (CO2) საბადო (ჭაბ. №99), (ლიცენზიის მოქმედების ვადა 25 წელი) საწყისი ფასით 1 000 000 ლარი; და ასევე საგარეჯოში, სოფელ მანავში, მდ. ჩაილურის ქვიშა, ხრეშის გამოვლინება, (ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელი) საწყისი ფასით 13 918 ლარი;


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 29.08.2010, 18:14 | შეტყობინება # 138
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სპეციალური სოფლების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნულის შესახებ პატრირქმა დღეს, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის ინიაციატივა ეკლესიის საკუთრებაში არსებული მიწების მოსახლეობისთვის გადაცემისა და იქ სპეციალური სოფლების შექმნას ითვალისწინებს.

"საქართველოში დემოგრაფიული საკითხი ძალიან მძიმეა. ზოგიერთი რაიონების სოფლები, სადაც არის ბრწყინვალე ნიადაგი და მოდის კარგი მოსავალი, სრულიად დაცარიელებულია", - განაცხადა პატრირიქმა.

ილია მეორემ მაგალითად ისრაელში არსებული სპეციალური სოფლები მოიყვანა, სადაც მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ერთად აწარმოებს, ამ სოფლებისთვის მიღებული შემოსავალიც არის საერთო. სამუშაოებზე კი მათ დასაქმებული ჰყავთ ახალგაზრდობა.

"საქართველოს ეკლესიას აქვს რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. მზად ვარ, მთელი ეს მიწა გადავცე იმ ხალხს, რომელიც შექმნის ასეთ სოფელს. ამ სოფელში იქნება ტაძარი, სკოლა, დასასვენებელი ადგილები. ვფიქრობ, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ კონცეფციას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - ბრძანა პარტიარქმა.

მისივე თქმით, ამ სოფლებში აუცილებლად უნდა ცხოვრობდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა გააჩნინო შვილები და გაამრავლონ ერი.

ილია მეორის განცხადებით, მას აღნიშნულ საკითხზე საუბარი საქართველოს პრეზიდენტთანაც ჰქონდა და ხელისუფლება ამით დაინტერესებულია.

"მე მაქვს ახალგაზრდობის იმედი, თუმცა ახალგაზრდობას არ აქვს გამოცდილება, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ კავშირი უფროს თაობებთან და პატივი სცენ მას. ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, ჩიხი არ არსებობს, საქართველოს შეუძლია გამონახოს წინსვლისა და განვითარების გზა. ღმერმთა გაანათლოს ჩვენი გონება, რათა კიდევ ბევრი ასეთი აზრი მოვიდეს", - ბრძანა უწმინდესმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 29.08.2010, 18:14 | შეტყობინება # 139
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ნატოს სამხედროებმა ავღანეთში, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საერთშორისო ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" ხელმძღვანელი ხადჯი კასემ ტანაი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცლებენ.

მათი ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით, ნატოს სამხედროები "წითელი ჯვრის" ხელმძღვანელის სახლში შეიჭრნენ და ყოველგვარი ახსნა-განმატების გარეშე დააკავეს, ასევე დაკავებულია მისი ოჯახის ექვსი წევრი, რომლებიც სამხედროებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები და პროვინცია ხოსტის გუბერნატორი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 29.08.2010, 18:15 | შეტყობინება # 140
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ახალგორის რაიონში რუსი ექიმები ჰუმანიტარულ აქციას ატარებენ. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, საველე მრავალფუნქციურ ჰოსპიტალ "ზაშიტაში" რუსი ექიმები რაიონის მოსახლებას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ.

აღსანიშნავია, რომ ახალგორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გუშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერი ვადიმ ბროვცევი და ე.წ. მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ, რომელმაც საველე ჰოსპიტალი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სამხედრო ქალაქი მონახულა. მათთან ერთან რაიონს რუსი გენერლებიც სტუმრობდნენ, რომლებმაც ქსნის ერისთავების სახლ-მუზეუმიც დაათვალიერეს.

ბროვცევმა რუსეთის ხელისუფლებას ექიმების გამოგზავნისთვის მადლობაც გადაუხადა.

უწყებათაშორისო ჰუმანიტარული აქცია "ურთიერთდახმარება. თანამშრომლობა. უსაფრთხოება" აგვისტო-სექტემებერში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მდედვედევის გადაწყვეტილებით ტარდება, რომელიც ახალგორში 2 სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც საველე ჰოსპიტალს უკვე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიტანენ.

აქციაში აქტიურად არინ ჩართულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსი მესაზღვრეებიც.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 30.08.2010, 11:22 | შეტყობინება # 141
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 30 აგვისტოს, ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და კრიტიკოსის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ილია ჭავჭავაძის მკვლეოლობიდან 103 წელი სრულდება.

1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

საბჭოთა იდეოლოგია ილიას მკვლელობას წლების მანძილზე რუსეთის იმპერატორს აბრალებდა და ყველანაირად ცდილობდა ბოლშევიკების უდანაშაულობა დაემტკიცებინა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოსაძიებლად ეგრეთ წოდებული სახელმწიფო კომისიაც შექმნეს.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: "ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია". ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ."

1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა და წმინდა ილია მართალი უწოდა.

ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წლის 8 ნოემბერს ყვარელში დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა - მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას - მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ - მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.

1848 წელს ილია რაევსკის კერძო პანსიონში მიაბარეს. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა "მოთქმა საწყლისა".

1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში.

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: "მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა..."

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა "პირველი დასი".

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - "თერგდალეულთა" ტრადიციები.

1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით. 1859-1872 წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში.

ილია ჭავჭავაძე დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 30.08.2010, 11:22 | შეტყობინება # 142
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 30 აგვისტოს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი აშშ-ში ვიზიტს დაასრულებს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა რეგიონალურ ჯგუფთან : 17 აგვისტოს შეხვედრა შედგა CARICOM-ის (კარიბეთის თანამეგობრობა) წარმომადგენლებთან; 19 აგვისტოს - აფრიკული კავშირის წარმომადგენლებთან. ამავე დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე.

23-24 აგვისტოს საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრები გამართა ANDEAN-ის (პერუ, კოლუმბია) და წყნარი ოკეანეს კუნძულოვანი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე ვიცე-პრემიერმა წარადგინა საქართველოს ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება დოქტორ აბდუსალიმ თრეკისთან. შეხვედრაზე საუბარი შედგა საქართველოში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე. ამასთან, მიმოხილულ იქნა როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ისე საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების საკითხები; ხაზი გაესვა საქართველოს რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც პაკისტანისადმი საერთაშორისო დახმარების აღმოჩენას მიეძღვნა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა სოლიდარობა გამოუცხადა პაკისტანელ ხალხს წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის გამო და გააჟღერა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პაკისტანისადმი 100,000 ა.შ.შ. დოლარი დახმარების აღმოჩენის თაობაზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 30.08.2010, 11:22 | შეტყობინება # 143
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 30 აგვისტოს, დევნილები მათი გამოსახლების პროცესს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "კონსერვატული პარტიის" წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, დღეავანდელი აქციაზე გამოცხადდება გარემოვაჭრეებისა და დევნილების აქციების სამომავლო გეგმებიც.

რამდენიმე კვირაა, დევნილები მათ გამოსახლებას, ხოლო გარემოვაჭრეები, რომლებიც გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 30.08.2010, 11:23 | შეტყობინება # 144
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს აშშ- რუსეთის გადატვირთვის პროცესში უმთავრეს პრობლემად საქართველო, კერძოდ კი შეიარაღებული ძალების გადაიარაღება მიაჩნია.

მისივე თქმით, იგი ხედავს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განზრახვას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ, მაგრამ უჭირს ამ ყველაფრის დაჯერება როდესაც "ხედავას" თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღება.

პუტინი აცხადებს, რომ აშშ-მა 2008 წლამდეც მოახდინა საქართველოს "გადაიარაღება" და შედეგად სისხლი დაიაღვარა.

"თქვენ იცით... მე ძალიან მინდა ამის (გადატვირთვის) მჯეროდეს. მეორეც, მე ის ძალიან მინდა. მესამე - ვხედავ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის განზრახვას გააუმჯობესონ ურთიერთობები რუსეთთან და ეს ნათლად ჩანს. მაგრამ არის სხვა საკითხიც. მაგალითად, ხდება საქართველოს გადაიარაღება, რისთვის? ეს ხომ რეალობაა? ჩვენ ხომ ამას ვხედავთ... რომ არ ყოფილიყო გადაიარაღება 2 წლის წინ, არ იქნებოდა აგრესია და სისხლი, რომელიც იქ დიღვარა. სხვათა შორის, ამის შესახებ, ჩვენს პარტნიორებს ეუბნებოდნენ. მათ შორის, ჩვენი ევროპელი მეგობრები და ყველა დუმდა. და რითი დამთავდა ეს?! მიიყვანეს ომამდე. ახლა ისევ აგრძელებენ გადაიარაღებას", _ განუცხადა პუტინმა "კომერსანტს" ავტომაქანაში, რომელსაც ჩიტიდან ხაბაროვსკის მიმართულებით თავად მართავდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 30.08.2010, 11:23 | შეტყობინება # 145
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში რუსული სამხედრო ქალაქის მშენებლობა 2011 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ამ დროისთვის ახალგორის ინტერნატის შენობის ადგილას, რომელიც რუსმა სამხედროებმა უკვვე დაანგრეს სამხედრო ქალაქის საძირკველს ყრიან.

როგორც რუსი ოფიცირები პირად საუბრებში აცხადებენ, ე.წ. სამხედრო ქალაქში რუსი მესაზღვრები და მათი ოჯახები იცხოვრებენ და ცხინვალის შემდეგ რუსეთის ფედერაციას მთავრი სამხედრო ბაზა სწორედ ახალგორში ექნებათ.

აღსანიშვაია, რომ თავდაპირველად რუსი გენერლების გადაწყვეტილებით სამხედრო ქალაქი ახალგორის მე-3 ქართულ საჯარო სკოლის შენობასთან უნდა აშენებულიყო თუმცა, მისი მიმდებარე ტერიტორიის გათხრის დროს წყალი ამოვიდა და ქართული სკოლა დანგრევას გადაურჩა.

ამ დროისთვის კი რუსი სამხედროები ახალგორიდან გადევნილი ქართველი მოსახლების სახლებში ცხოვრობენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 30.08.2010, 11:24 | შეტყობინება # 146
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 6.3 პროცენტით გაიზარდა და 9792.3 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1636.6 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.7 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 79.6 პროცენტი შეადგინა.

2010 წლის 1-ლი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 31.08.2010, 15:51 | შეტყობინება # 147
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს შრონის ჯანმრტელობისა და სოციალური დაცის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის გახდა ცნობილი, იგი მოღვაწეობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს და სავარაუდოდ, რექტორის პოსტს დაიკავებს.

ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მინისტრის მოვალეობას პირველი მადგილე ირაკლი გიორგობიანი შეასრულებს.

სანდრო კვიტაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრად 2008 წლის 31 იანვარს დაინიშნა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 31.08.2010, 15:52 | შეტყობინება # 148
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ფოთი-თბილისის სამგზავრო მატარებელი ორი საათია მეტია ზესტაფონშია გაჩერებული. სავარაუდოდ მატარებელი დაზიანებულია, მგზავრებს კი განმარტებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აღმოიფხვრება დაზიანება, არ აძლევენ. "ჯი-ეიჩ-ენი" საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამნსახურის უფროს დაუკავშირდა, რომელმაც ყოველგვარი ახსნა-განმარტებისაგან თავი შეიკავა. მისი თქმით, მას მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ აგვისტოს პირველ რიცხვებში აღნიშნული მარშუტით კომფორტული, მორედნიზებული შემადგენლობა მოძრაობდა. 5 აგვისტოს შემდეგ კი იგივე მარშუტი ძველი შემადგენლობით ხორციელდება, რომელიც მგზავრებისათვის საკმაოდ არაკომფორტულია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 31.08.2010, 15:52 | შეტყობინება # 149
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც საგასტროლოდ იმყოფებოდა მსოფლიოში ცნობილ ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე და უპრეცენდენტო წარმატება ხვდა წილად. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლისათვის "ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს~ ქართულ დასს სამი პრიზი მიენიჭა - 1 ადგილი, ინტერნეტ გამოცმების სპეციალური პრიზი და საუკეთესო დასი.

თეატრის დასი შოტლანდიიდან ხვალ, 1-ელ სექტემბერს დაბრუნდება.

უკვე მეორე წელია, რაც ქართული თეატრის განვითარების მიზნით, რუსთაველის თეატრი თანამშრომლობს ბრიტანეთის ნაციონალურ თეატრთან და ბრიტანეთის საბჭოსთან და სწორედ მათი ერთობლივად განვითარებული პროექტის ფარგლებში 2009 წელს თეატრს ეწვია ინგლისელი, ნოვატორი რეჟისორი ალეკი ბლაითი. ბრიტანეთში ეს ქალბატონი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ინოვაციური მიმდინარეობის ,,ვერბატიმის თეატრის წამყვანი ოსტატი. ის შეხვდა წეროვანში მცხოვრებ, დროებით იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას და სწორედ მათი მონათხრობის მიხედვით აიგო ექსპერიმენტული სპექტაკლის სიუჟეტი. მონაწილეობენ: მარინა ჯანაშია, თემიკო ჭიჭინაძე, ედმონდ მინაშვილი, ლაშა ოყრეშიძე, ქეთი სვანიძე.

სპექტაკლით დაინტერესებულია შოტლანდიური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზღვრებს გარეთ~ (ბეყონდ ბორდერს), რომელმაც გაუწია პროდიუსირება ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ,,ფრინჯი~ და ასევე განაგრძობს პროდიუსირებას თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეც.

,,ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს~ ჩაჯდება თეატრის რეპერტუარში და ქართველ მაყურებელს ექნება მისი ნახვის საშუალება.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 31.08.2010, 15:53 | შეტყობინება # 150
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ დევნილებს ხვდება. იგი წალენჯიხას დღეს ესტუმრა და დილიდან რაიონში ჩასახლებულ დევნილებთან მართავს შეხვედრებს და მათ პრობლემებს ადგილზე ეცნობა.

მთავრობის თავმჯდომარის სტუმრობის პარალელურად წალენჯიხაში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დევნილი მოსახლეობის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს. გამოკვლევის შემდეგ პაციენტებს საჭირო მედიკამენტები უფასოდ ურიგდებათ. ყველა დევნილი კი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს.

როგორც გიორგი ბარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია ყველა დევნილთან სტუმრობა და პრობლემების ადგილზე გაცნობა, რადგან მთავრობის თავმჯდომარის აზრით, ყველა პრობლემა ადგილზევე უნდა გადაიჭრას.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz