პარასკევი, 26.04.2024, 08:40
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 20:08 | შეტყობინება # 166
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აფხაზეთის სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო პირების თავისუფალ შეკრებაზე კომენტარი გააკეთა.

"სადაც უნდათ იქ შეიკრიბონ, თუკი ამას აუცილებლად მიიჩნევენ. აფხაზეთში ბევრი თავისუფალი ადგილია, სადაც შეკრება შეიძლება. ადამიანებს ამის უფლება და თავისი მოთხოვნების წამოყენების უფლება აქვთ" - განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ ხელისუფლება მზადაა ყველა მათ კითხვას უპასუხოს.

სერგეი ბაღაფშმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ "უბრალოდ არის ერთი დეტალი. როდესაც შეიკრიბება ხალხის ჯგუფი ამას შეიძლება მოყვეს მეორე კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი ჯგუფის შეკრება. ძალიან კარგად ვიცი ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ამიტომაც ყველას ვთავაზობ მოედნებზე შეკრების ნაცვლად მაგიდასთან კონსტრუქციული დიალოგი აწარმოონ", - განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 20:09 | შეტყობინება # 167
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს გაეროს გენერალურ ასამბლეას "მიიღოს ბრძნული გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებელია კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და იმ ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებზეც მსჯელობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მიმდინარეობს".
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დევნილების შესახებ 7 სექტემბერს დაგეგმილ განხილვასთან დაკავშირებით, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ორგანიზაციას მიმართვას უგზავნის.
"საქართველო ხელს უშლის რა აფხაზეთის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხების განხილვაში მონაწილეობას, ღიად აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას - სურვილის არქონას ობიექტურად განხილულ იქნეს ეს საკითხი და მომავალში თავის განზრახვას დევნილთა პრობლემის კონფლიქტის განახლების საბაბად გამოყენებისა", _ ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამას გარდა, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ახსენებს გაეროს გენასამბლეას, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხის განხილვა, თავად აფხაზეთის მონაწილეობის გარეშე ამ განხილვის არაობიექტურობისა და მიკერძოებულობის დასტური იქნება.
"გენერალური ასამბლეის მიერ, კიდევ ერთხელ, აფხაზეთის შესახებ, აფხაზეთის აზრის გათვალისწინების გარეშე და მხოლოდ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები არაპროდუქტიული და არაობიექტური იქნება", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "საქართველო ყოველთვის თავს იკავებდა დევნილთა დაბრუნების შესახებ საკითხის აფხაზეთთან ერთად განხილვაზე".
სეპარატისტები ასევე აცხადებენ, რომ "აფხაზეთი რჩება იმ აზრზე, რომ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების შემთხვევაშიც კი დევნილების დაბრუნება აფხაზეთში გონივრულად და ეტაპობრივად უნდა მოხდეს. საქართველოს მოთხოვნა კი აფხაზეთში უკლებლივ ყველა დევნილი უპირობოდ დაბრუნებისა არ ითვალისწინებს აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას".


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 08.09.2010, 12:15 | შეტყობინება # 168
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუ სამხრეთ კავკასიურ ტურნეს იწყებს. თინა ქეიდენაუ 8 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა და შეხვედრებს გამართავს, როგორც პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ასევე, დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებთან.

აზერბაიჯანის შემდეგ თინა ქეიდენაუ სომხეთს ეწვევა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ბაქოსა და ერევანში ყარაბღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე და მინსკის ჯგუფის ფარგლებში არსებულ ინიციატივებზე იმსჯელებს.

შეგახსნებთ, რომ თინა ქეიდენაუმ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველის პოსტზე მეთიუ ბრაზია შეცვალა, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანში აშშ-ს საგანგებო და სრლუფლებიანი ელჩია.

ჯერ- ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია რეგიონალური ტურნეს ფარგლებში თინა ქეიდენაუს საქართველოში ჩამოსვლის შესახებ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 08.09.2010, 12:16 | შეტყობინება # 169
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც კრინიცაში XX საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი იმართება. ფორუმი ძირითადად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების მენეჯერებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ბარამიძე სიტყვით გამოვა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის სესიებზე, რომელთა თემატიკა ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა იქნება.

კრინიცას XX საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მიზანია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მის პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარება, რაც `ლისაბონის ხელშეკრულების~ შემდეგ ევროპის მომავლის სტრატეგიის განსაზღვრას ემსახურება.

გიორგი ბარამიძე ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან ერთად ასევე სიტყვით გამოვა ახალგაზრდა ლიდერთა მე-5 ეკონომიკურ ფორუმზე: `მომავლის ევროპა - როგორ ლიდერებს საჭიროებს ევროპა 21-ე საუკუნეში?~

ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართვს პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანთან, სტრატეგიულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელთან, რუმინეთის რესპუბლიკის სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის ევროპულ საკითხთა ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარესთან და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.

გიორგი ბარამიძის ფორუმებზე გამოსვლებისა და ორმხრივ შეხვედრებზე ძირითადი თემა ქართულ-რუსული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და დეოკუპაციის აუცილებლობა იქნება. Aასევე, საუბარი შეეხება საქართველოში მიმდინარე წარმატებულ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოსაყალიბებლად მიმართულ ღონისძიებებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 08.09.2010, 12:16 | შეტყობინება # 170
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 8 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეხვედრა "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარესთან ირაკლი ალასანიასთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს.

შეხვედრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფისში შედგება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 08.09.2010, 12:16 | შეტყობინება # 171
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოსა და ფინეთს შორის მეგობრული პოლიტიკური ურთიერთობები ეკონომიკური თანამშრომლების გაღრმავებით უნდა გამყარდეს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრ სტუბთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"2008 წლის აგვისტოში ფინეთი ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის შეწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. აუცილებლია, ფინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური მეგობრობა ეკონომიკური თანამშრომლობითაც გაღრმავდეს", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განაცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინსტრთან ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციიასაც.

ამასთან, მინისტრებმა საქართველოში ევროკავშირის მისიის მნიშვენელობაზეც ისაუბრეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 08.09.2010, 12:16 | შეტყობინება # 172
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ფინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, _ ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ სტუბმა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან ორ დღეში, 10 აგვისტოს საქართველოში ჩამოვედი. მე და ჩემი ფრანგი კოლეგა, ბერნარ კუშნერი ვცდილებდით ეს ომი შეგვეჩერებინა. ამის გამო თბილისში, გორში და მოსკოვში რამდენჯერმე ჩამოვედით. მაშინ ახლადდანიშნული მინისტრი ვიყავი და მას შემდეგ დიდი გამოცდილება შევიძინე", - განაცხადა სტუბმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 08.09.2010, 12:16 | შეტყობინება # 173
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი სოსო ღუზარაული დააკავეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ღუზარაული იარაღით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი. ჩხრეკის შედეგად ხეობაში მდებარე ერთ-ერთი სახლიდან, სადაც ღუზარაული იმყოფებოდა, სამართალდამცავებმა იარაღი ამოიღეს. პოლიციამ დანაშაულში კიდევ ერთი ეჭვმიტანილის, ყოფილი სამხედრო ოფიცრის, გვარად ბათირიშვილის დაკავება ვერ შეძლო. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დროისთვის ძებნაშია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთი ჯანელიძე დაგვპირდა, რომ ინფორმაციას მოიძიებდა, თუმცა უშედეგოდ. დაპირების შემდეგ ჯანელიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი პრესსამსახურის თანამშრომელს ირალი გურგენიძეს დაუკავშირდა. „თუ კომენტარის ან სხვა ინფორმაციის მიღება გინდათ, სამინისტროს წერილობით მომართეთ, ფოსტის საშუალებით. ჩვენთან ასეთი წესია", - აღნიშნა გურგენიძემ.

პანკისის ხეობაში რომ სპეცოპერაცია ნამდვილად ჩატარდა, ამას ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯარაფ ხანგოშვილიც ადასტურებს. „აქ ჰყოლია ღუზარაულს მეგობარი. იმასაც სამხედროში უმუშავია, ოფიცერი ყოფილა და ამბობენ, რომ ის ყიდდა იარაღს. იყვნენ მანქანებით ჩამოსულები, მაგრამ ვერ დაიჭირეს, დაიმალა", - განაცხადა ჯარაფ ხანგოშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ღუზარაული თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს და აღნიშნულ საქმეში პროკურატურა ჩართული არ არის.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 08.09.2010, 12:17 | შეტყობინება # 174
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
"ქართველ ელჩებთან ჩემი შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი გადავცე", - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ სტუბმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც სტუბმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ფინეთი საქართველოს ევროკვაშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს და მოხარულია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გამარტივების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ამასთან, ფინეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ უახლეს მომავალში ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები ერთმანეთთან მიმოსვალას უვიზოდაც შესძლებენ.

"მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ის, რომ ევროკავშირთან საქართველომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობა დაიწყო და მესამე, რაც თქვენმა ქვეყნამ უნდა გააკეთოს, ეს იქნება ევროპის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭო ურთიერთობების დამყარება, რაც საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოვებს", - აღნიშნა სტუბმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ფინეთმაც დიდი გზა გაიარა, თუმცა მიაღწია იმას, რომ დღეს იგი მისი სრულფასოვანი წევრია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 08.09.2010, 12:17 | შეტყობინება # 175
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აფხაზ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში იმედს არ კარგავს, რომ თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

"ვგეგმავ თურქეთში ჩასვლას და იქ აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრას" - განაცხადა ბაღაფშმა.

მისივე თქმით, მას კარგად ესმის, რომ დიდ პოლიტიკაში თავის სირთულეები არსებობს, თუმცა ბაღაფშის განცხადებით რიგი საკითხების გადასაჭრელად თურქული მხარე მზადაა, აფხაზეთი კი ცდილობს კარგი ურიერთობა ჰქონდეს თურქეთის რესპუბლიკასთან.

"აქამდე თურქეთში არ წავსულვარ. არ მინდოდა ეს ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა. იქ ხომ უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. თუმცა ეს არასწორია, რომ აფხაზეთს პრეზიდენტი 5 წლის განმავლობაში ერთხელ არ ყოფილა თურქეთში, სადაც მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს. ამგვარი ვიზიტი შედგება" - განაცხადა ბაღაფშმა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაღაფშს თურქეთში ჩასვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდეობა ჰქონდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 08.09.2010, 12:17 | შეტყობინება # 176
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გაეროში მიღებული რეზოლუციით საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს ვერდიქტი კიდევ ერთხელ გამოუტანა, _ ამის შესახებ საქართთველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართული მხარის მიერ წარდგენილი რეზოლუციის მიღების შეფასების განაცხადა.

"გაეროს გენერალურ ასამბელეაზე ჩვენს მიერ წარდგენილ რეზოლუციას წინა წელთან შედარებით მხარდამჭერები კიდევ მოემატა, ხოლო რუსეთს ორი მხარდამჭერი მოაკლდა. ამ რეზოლუციის მიღებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს ვერდიქტი კიდევ ერთხელ გამოუტანა", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე შეფასებით, აღნიშნული რეზოლუცია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხრიდან კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გაეროს გენერალურმა ანსაბლეაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან / სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ".

რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება კონფლიქტების შედეგად საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის ძალისმიერი შეცვლის შესახებ.

გენერალურმა ასამბლეამ აღიარა "ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და დევნილის და მათი შთამომავლების უფლებები, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საკუთარ სახლებში დაბრუნების თაობაზე".

ასაბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნულია მათი საკუთრების შეძენაზე თავის შეკავების შესახებ.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გენერალური ასაბლეა დემოგრაფიული ვითარების ძალისმიერად შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევს.

კენჭისყრის მიხედვით რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 სახელმწიფომ, წინააღმდეგ მისცა ხმა 17-მა, ხოლო 86-მა სახელმწიფომ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 08.09.2010, 12:17 | შეტყობინება # 177
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მეორე მოადგილემ ხუან ვერდემ საქართველოს მთავრობას ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმების წარმატებულ ულოცავს.

"ჩვენ საქართველოს ვუყურებთ, როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორსა და მოკავშირეს. ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ რომ ინვესტორების ნდობა საქართველოს მიმართ გაიზარდოს", - აღნიშნა ვერდემ.

მისივე თქმით, საქართველოში ნამდვილად მიმდინარეობს ეკონომიკის ლიბერალიზაცია და მცირდება ბარიერები.

"ჩვენ ვიმუშავებთ აქაართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან. განვახორციელებთ საქართველოში ტექნიკური დახმარების რეფორმებს. გვჯერა რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ძლიერ მომავალს ააშენებს. იმედია ყველანი ვიამაყებთ ამ მომვალით".


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 08.09.2010, 12:18 | შეტყობინება # 178
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დევნილ მოსახლებას აუცილებელია სტატუსი ჰქონდეთ და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ სტუბმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართული მხარის მიერ წარდგენილი რეზოლუციის მიღების შეფასების განაცხადა.

"2008 წელის აგვისტოში მე ვიყავი გორში, სადაც ვანხე როგორ გამოყავდათ სოფლებიდან სატვირთო მანქანებით საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი ადამიანები. აუცილებელია ამ იძულებით ადგილნაცვალ პირებს სტატუსი ჰქონდეთ და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ვიზრულოთ. გაეროში ქართული მხარის მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი ფინეთმაც დაუჭირა და მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები საკუთარ სახლებს აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ", - განაცხადა სტუბმა.

მისივე თქმით, დღეს იგი წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს მოინახულებს, ვინც საკუთარი სახლებიდან იძულებით გამოაძევს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გაეროს გენერალურმა ანსაბლეაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან / სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ".
რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება კონფლიქტების შედეგად საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის ძალისმიერი შეცვლის შესახებ. გენერალურმა ასამბლეამ აღიარა "ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და დევნილის და მათი შთამომავლების უფლებები, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საკუთარ სახლებში დაბრუნების თაობაზე". ასაბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნულია მათი საკუთრების შეძენაზე თავის შეკავების შესახებ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გენერალური ასაბლეა დემოგრაფიული ვითარების ძალისმიერად შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევს. კენჭისყრის მიხედვით რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 სახელმწიფომ, წინააღმდეგ მისცა ხმა 17-მა, ხოლო 86-მა სახელმწიფომ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 08.09.2010, 12:18 | შეტყობინება # 179
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
2010 წლის განმავლობაში გახშირებულ ხანძრების მიზეზად სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე კლიმატურ პირობებთან ერთად მოსახლეობის დაუდევრობასაც ასახელებს.

პაპუნა ხაჩიძის განმარტებით, ტურისტული სეზონის აქტივობის პერიოდში, საქართველოში ჯამში 430 ჰექტრმდე ტყის მასივი განადგურდა.

სააგენტოს თავმჯდომარე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს მეტი გულისხმიერებისკენ.Bდაუდევრობის შემთხვევაში, რაც ტყის მასივში ხანძრის გაჩენას გამოიწვევს, აღიძვრება სისიხლის სამართლის საქმე.

"ხანძრები მღალ ტემპერატურასთან ერთად მოსახლეობის დაუდევრობამაც გამოიწვია. ყველაზე დიდი ფართობი ამ ზაფხულის განმავლობაში აწყურის ტყეში დაიწვა. მინდა მოვუწოდო მოსახლოებას, რომ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა ხანძრის გაჩენის ალბათობა თავიდანვე იქნეს აცილებული. იმავდროულად მინდა ავღნიშნო რომ ხანძრის განზრაც გაჩენა ისჯება კანონმდებლობით"- განაცხადა პაპუნა ხაჩიძემ.

სატყეო სააგენტოს თავმჯდომარიოს ინფორმაციით, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე 20 ჰა, აწყურის სატყეო უბანზე 300 ჰა, დაბა სურამში 10 ჰა, რაჭისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში 20-20 ჰა, ხოლო ყვარლის სატყეო უბანზე 50 ჰა ტყის მასივი განადგურდა.

ხაჩიძე აცხადებს, რომ ხანძრის ძირითადი კერები მთელი საქართველოს მასშტაბით ლიკვიდირებულია.

"ადგილზე სატყეო სააგენტოსა და გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად, მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე გამოყენებული იყო საჰაერო ტექნიკა. ხანძარს მოხალისეებიც - ადგილობრივი მოსახლეობა და 500 -მდე ჯარისკაციც ებრძოდა"- განაცხადა სატყეო სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა ხაჩიძემ.

მისი ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელია ის მატერიალური ზარალი რაც ხანძრების შედეად ქვეყანას მიადგა.

"ამ დრომდე ხანძრის ლიკვიდაციაზე ვიყავით ორიენტირებული და ზარალი არ დაგვითვლია, თუმცა ხანძრები ფაქტობრივად უკვე ლიკვიდირებულია და ზარალის დათვლასაც დავიწყებთ"- აცხადებს ხაჩიძე.

სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამ დროისათვის დამწვარი ტყის მასივების შესწავლა მიმდინაროებს და ამის შემდეგ გადაწყდება ტყის ესათუის უბანი ბუნებრივად განახლდება თუ ხელოვნური ჩარება იქნება საჭირო.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2008 წელს ქვეყნის მაშტაბით 1269,5 ჰა ფართობი განადგურდა, 2009 წელს - 717,9 ჰა, ხოლო 2010 წლის 31 ივლისის მდგომარეობით 430 ჰექტარია განადგურებული.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 12.09.2010, 23:25 | შეტყობინება # 180
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი გამკაცრდა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში ორი წლის ვადით მძღოლს მანქანის მართვის მოწმობა ერთმევა ან იგი ადმინისტრაციულ ჯარიმას 30 ათას რუსულ რუბლს გადაიხდის.

"კანონდამრღვევებს ორიო წლით მართვის მოწმობას ჩამოვართმევთ ან ისინი ადმინისტრაციულ ჯარიმას 30 ათას რუსულ რუბლს გადაიხდიან. გასულ წელს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების გამო სამხრეთ ოსეთში 14 ადამიანი დაიღუპა", _ აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაის უფროსი ალან ჯიოევი.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz