პარასკევი, 26.04.2024, 23:22
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: კვირა, 12.09.2010, 23:26 | შეტყობინება # 181
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, მოსკოვში, ქალაქის მერის, იური ლუჟკოვის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია ოპოზიციის მიერაა ორგანიზებული და რუსეთის დედაქალაქის გარდა სანკტ პეტერბურგსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც ჩატარდება,

მომიტინგეები ტვერის მოედანზე 19:00 საათზე შეიკრიბებიან

ცნობისათვის, საპროტესტო აქციას წინ ტელეკომპანია "ენ-ტე-ვეს" ეთერში, მოსკოვის მერისა და მისი მეუღლის მაკომპრომიტირებელი ფილმის ჩვენება უძღოდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 12.09.2010, 23:26 | შეტყობინება # 182
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ხვალ, 13 სექტემბერს, 09:30 საათზე, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, "საქპატენტს" ამერიკის საპატენტო უწყების დელეგაცია ეწვევა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ამერიკელი სპეციალისტების დელეგაციის შემადგენლობაში 5 ექსპერტია, რომლებიც ქართველ კოლეგებს სემინარებს ჩაუტარებენ. საქპატენტის თანამშრომლებთან ერთად ამერიკელი ექსპერტების სემინარებს პატენტრწმუნებულები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც მოისმენენ. ამერიკის საპატენტო უწყების დელეგაციის ჩამოსვლა თბილისში არის საპასუხო ვიზიტი.

მაისში ამერიკაში საქპატენტის დელეგაცია იმყოფებოდა თავმჯდომარის, ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით. ამერიკაში ყოფნისას ქართული დელეგაცია საავტორო უფლებების დაცვის ამერიკულ სისტემებს გაეცნო. ასევე განიხილეს საქართველოს და ამერიკის საპატენტო უწყებებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხიც. ამერიკული დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დაგეგმილი მემორანდუმის საბოლოო ტექსტიც შეთანხმდება


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 12.09.2010, 23:26 | შეტყობინება # 183
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქუთაისში "აბრეშუმკომბინატის" შენობას ხანძარი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შენობას ცეცხლი სახურავიდან წაეკიდა. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები ცდილობენ. სახანძრო სამუშაოებს ძლიერი ქარი უშლის ხელს.

არსებული ინფორმაციით, "აბრეშუმკომბინატის" თანამშრომლებმა შენობიდან დოკუმენტების გამოტანა და გადარჩენა მოახრხეს.

ხანძრის გამოწვევის მიზეზები უცნობია. ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 12.09.2010, 23:27 | შეტყობინება # 184
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ეკონომიკისა და მგრდარი განვითარების მინისტრის რანგში ვერა ქობალია აშშ-ს 13 სექტემბერს ეწვევა, სადაც საქართველოთი ამერიკელი ინვესტორების დაინტერსებას შეეცდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, 13 სექტემბერს სან-ფრანცისკოში აშშ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

სან-ფრანცისკოს შემდეგ ვერა ქობალია ნიუ-იორკს ეწვევა. მისი თქმით, დაგეგმილია შეხვედრა ინვესტორთან რომელიც საქართველოს ტურიზმის სფეროში ინვესტირებას გეგმავს. ამ ეტაპზე მინისტრი არ აკონკრეტებს თუ რომელ ბიზნესმენზეა საუბარი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 12.09.2010, 23:27 | შეტყობინება # 185
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ხვალ, 13 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" მსოფლიო ბანკისა და ეროვნული ბანკის ორგანიზებით ერთკვირიანი საერთაშორისო კონფერენცია დაიწყება.

კონფერენციის მთავარი თემა მსოფლიო ფინანსური კრიზისი, საბაზრო რისკების მართვის თანამედროვე პრობლემატიკა და მათი გადაჭრის გზების დასახვაა.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში 20-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური ბანკის 45 წარმომადგენელია ჩამოსული.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 12.09.2010, 23:27 | შეტყობინება # 186
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თამაზ ბაკურიძე "ქრისტიან-დემოკრატიულ" მოძრაობას შეუერთდა. იგი პარტიაში პატიმრებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს. ასევე, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პარტიული კომისიის თავმჯდომარე იქნება და აჭარის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილისა და ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობებსაც შეითავსებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქრისტაინ-დემოკრატების" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ ისაუბრა.

თარგამაძის განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატებმა" ბაკურაძესთან ერთად უკვე მომზადეს კანონპროექტი პატიმრებისთვის გრძელვადიან პაემნების დაწესებასთან დაკავშირებით. "ქრისტაინ-დემოკრატების" ლიდერის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უკვე პარლამენტშიც შევიდა.

თარგამაძის თქმით, ბაკურაძე თავად ყოფილი პოლიტპატიმარია, ამიტომ პატიმრების უფლებების დაცვას მასზე უკეთ ვერავინ შეძლებს.

ცნობისათვის, თამაზ ბაკურაძე 2004 წლის 8 აგვისტოს ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააპატიმრებს. ბაკურიძე შეწყალების საფუძველზე 2008 წელს გათავისუფლდა. თავის დროზე იგი ასლან აბაშიძის პრესმდივანი იყო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 12.09.2010, 23:27 | შეტყობინება # 187
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე "რეანიმანია", რომელიც უკვე მეორედ ტარდება სომხეთში, ქალაქ ერევანში, საკონკურსო ნომინაციაში გავიდა რეჟისორ გია ლაფაურის ფილმი - "რატომ აქვს კურდღელს გრძელი ყურები", პროექტიდან "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები". გია ლაფაურის ეს პირველი სარეჟისორო ნამუშევარია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს კინემატროგრაფიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ფილმი რეჟისორმა 2009 წელს ხანტური ზღაპრის მიხედვით გადაიღო. ქრონომეტრაჟი 4 წთ 30 წმ, 2D, ფერადი.
ანიმაციური ფილმების სცენარი რეჟისორს გია ლაფაურს ეკუთვნის, მუსიკა დათო მალაზონიას. მხატვარი გია ლაფაური, ანიმატორები _ ხათუნა ტატუაშვილი, მედიკო ბალანჩივაძე, თეა ქებაძე, ნინო გიუნაშვილი. კომპიუტერული გრაფიკა კი ნიკა გელაშვილსა და ხვიჩა ჯღუთაშვილს ეკუთვნის.

ფილმი აწარმოა "მი-ფა-სი ფილმმა" და "ემ-კა პროდაქშენმა"

გია ლაფაური არის სცენარის ავტორი ფილმების: მოგზაურობა ისტორიაში. საქართველოს ძლიერება - მეფე თამარი (2005) - ანიმაციური; "რატომ აქვს კურდღელს გრძელი ყურები". პროდიუსერია ფილმის: 1. მოგზაურობა ისტორიაში. საქართველოს ძლიერება - მეფე თამარი (2005) - ანიმაციური. დამდგმელი მხატვარია ფილმების: რატომ აქვს კურდღელს დიდი ყურები? (2009) - ანიმაციური; მოგზაურობა ისტორიაში. საქართველოს ძლიერება - მეფე თამარი (2005) - ანიმაციური; განხეთქილების ვაშლი (2003) - ანიმაციური.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 12.09.2010, 23:27 | შეტყობინება # 188
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაღდათის რაიონში კურორტი საირმე დაათვალიერა. სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებსაც შეხვდა და პირადად მოისმინა თუ რა პრობლემები არსებობს კურორტზე. საირმეში პრზიდენტთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი მაია სიდამონიძე და რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი იმყოფებოდნენ.

მიხეილ სააკშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ კურორტზე წყლის, კანალიზაციის და სხვა ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების პრობლემა გადაიჭრას. ასევე მომავალი წლისთვის საირმესკენ მიმავლი გზის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს. პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ 3 თვეში მათი პრობლემების ნაწილი გადაიჭრება.

"ამის შენდეგ კი, სანატორიუმების რესტავრაციის პროცესი უნდა დავიწყოთ, სადაც ადამიანებმა უნდა დაისვენონ", - განაცხადა პრეზიდენტმა და მანვე მაია სიდამონიძეს

ცნობისათვის წელს საირმეში 5000-მა ადამიანმა დაისვენა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 12.09.2010, 23:28 | შეტყობინება # 189
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ონიანმა თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, თანამდებობებიდან უნივერსიტეტის პრორექტორებიც გადადგნენ.

ცნობისათვის, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა გიორგი ონიანს 6 წლის განმავლობაში ეკავა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 12.09.2010, 23:28 | შეტყობინება # 190
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თურქეთის უმაღლს ჩემპიონატში მე-4 ტურის მატჩების ნაწილი გაიმართა. შოთა არველაძის გაწვრთნილმა "კაისერისპორმა" ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ტიტულოვანი გუნდი, "ფენერბახჩე" ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

გუშინდელ შეხვედრაში არველაძემ სრულად ათამაშა საქართველოს ნაკრების მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი. ქართველმა ფეხბურთელმა თურქული პრესისაგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

ცნობისათვის "ფენერბახჩესთან" მოგების შემდეგ, "კაისერისპორს" 10 ქულა დაუგროვდა, და მხოლოდ შარშანდელ ჩემპიონს - "ბურსა" -ს ჩამორჩება


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 13:11 | შეტყობინება # 191
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს კასპის გამგეობის თანამშრომელი, ვეტერანთა მომსახურების საკითხებში ნიკოლოზ ყაზარაშვილი. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება.

სამართალდამავების განცხადებით, დაკავებულმა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალა 600 ლარი.

მიმაგრება: 9204419.jpeg (20.9 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 13:11 | შეტყობინება # 192
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

სამართალდამცავებმა საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ფოთის ოფიცერი, ზურაბ ბირკაია დააკავეს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული პირობით მსჯავრდებულებს პრობაციის ბიუროში გამოცხადების დღეებთან დაკავშირებით შეღავათებს უწესებდა.

მსჯავრდებულებისთვის დაწესებული შეღავათების სანაცვლოდ ბირკაია მათ სისტემატურად სძალავდა 100 ლარს.

დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მიმაგრება: 1732019.jpeg (17.2 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 13:11 | შეტყობინება # 193
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს იარაღის გარეშე დატოვება რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ წარმოქნილ კრიზისს ვერ დაეხმარება. მისი თქმით, საქართველოს არ შეუძლია რუსეთზე თავდასხმა, რუსეთის ფედერაციისთვის კი დაუცველ საქართველოში ხელისუფლების სამხედრო გზით შეცვლის პერსპექტივა დიდი ცდუნებაა. ამის შესახებ პრეზიდენტმა "ნეწსწეეკ" - თან საუბარში განაცხადა.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვითი -შეიარაღების განვითარებაში დაეხმარება.

"საქართველოს უიარაღოდ, დაუცველად დატოვება სიტუაციას ვერ დაეხმარება. საქართველოს არ შეუძლია რუსეთს თავს დაესხას, მაშინ როდეასც საქართველოს დაუცველობა დიდი ცდუნებაა რუსეთისთვის - შეცვალოს ჩვენი ხელისუფლება სამხედრო გზით. ყოველთვის, როდესაც ვლადიმერ პუტინი აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრას ის მანმადე ომს იწყებდა. ეს ჰგავს იმას, რომ ის კენჭს იყრიდა, როგორც გამარჯვებული, ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვაღელვებს. იმედი გვაქვს, რომ აშშ დაგვეხმარება თავდაცვითი - შეიარაღების შესალებლობების განვითარებაში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 13:12 | შეტყობინება # 194
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბათუმი-თბილისის მიმართულებით ავიარეისებს "ეარ ბათუმის" ნაცვლად "აირზენა" შეასრულებს. "აირზენა" ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 15 სექტემბრიდან დაიწყებს.

როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კომპანია "ეარ ბათუმის" ხელმძღვანელმა დემურ ლელაძემ განაცხადა, კომპანია ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენებს მომავალი ტურისტული სეზონიდან განაახლებს.

"ფრენები გაზაფხულიდან განახლდება. ფრენების შეწყვეტის მიზეზი ის ეკონომიკური მდგომარეობა გახდა, რომელშიც ავღმოჩნდით. მომავალი სეზონისთვის უფრო ეკონომიურ თვითმფრინავს დავიქირავებთ და მუშაობას შევუდგებით"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" "აერ ბათუმის" ხემძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს განმავლობაში ავიაკომპანია "ეარ ბათუმი" ბათუმი-თბილისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებით რეისებს რეისების შესრულებას დღეში რამდენჯერმე გეგმავდა, თუმცა აგვისტოს შუა რიცხვებში კომპანიამ ფრენები მოულოდნელად შეაჩერა.

ავიაკომპანია "ეარ ბათუმმა" ბათუმი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების შესრულება 1 ივნისიდან დაიწყო და კომპანია გადაზიდვებს "სააბ 340" ტიპის თვითმფრინავით ახორციელებდა, თუმცა როგორც ჩანს მენეჯმენტს აღნიშნული თვითმფრინავის დაქირავება საკმაოდ ძვირი უჯდებოდა.

ავიაკომპანია "ეარ ბათუმმა" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტიდან ლიცენზია მიმდინარე წლის 1 აპრილს მიიღო. კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორია ჩები ჩომპანიეს Gროუპ, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია მოღვაწეობს რამდენიმე სექტორში, როგორიცაა: ტურიზმი, საბროკერო და სამშენებლო საქმიანობა და საგარეო ვაჭრობა, განსაკუთრებით ევროპასა და თურქეთში. ჩები Aვიატიონ, რომელიც ბოლო წლებში გავიდა ახლო აღმოსავლეთის და ევროპის საავიაციო ბაზრებზე, გააჩნია ყველა ის მახასიათებელი, რომ იყოს უნიკალური თურქული კომპანია ამ სფეროში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 13:12 | შეტყობინება # 195
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის განცხადებით, იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ვაშინგტონი რუსეთთან ურთიერთობის გამო საქართელოს მხარს აღარ უჭერს. სააკაშვილის შეფასებით, ობამას ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერა იმ უმაღლესი შეხვედრებიდანც ჩანს, სადაც ამერიკელი დიპლომატები საქართველოს საკითხს ყოველთვის აყენებენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა "ნეწსწეეკ" - ის თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე "ხომ არ გაქვთ განცდა, იმისა რომ საქართველოს ვაშინგტონში ივიწყებენ", მიხეილ სააკაშილმა უპასუხა, რომ არა და არგუმენტად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თბილისში ვიზიტი მოიყვანა, სადაც ჰილარი კლინტონმა რუსეთის ნიერ საქართველოში შემოჭრას "უკანონო ოკუპაცია" უწოდა.

"ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს ვაშინგტონიდან მხარდაჭერა. ყველა უმაღლესი რანგის შეხვედრაზე შეერთებული შტატები საქართველოს საკითხს აყენებს. თბილისში ყოფნის დროს, ჰილარი კლინტონმა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონებში ყოფნას უკანონო ოკუპაცია უწოდა, რაც დიპლომატიურ ენაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, საქართველო რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთოებების გაუმჯობესების საცდელი მოედანი იყო", - განაცხადა სააკაშვილმა.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz