პარასკევი, 26.04.2024, 13:24
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
RAPERთარიღი: პარასკევი, 17.09.2010, 12:54 | შეტყობინება # 211
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს მაჯიდ სამადზადე საბერის შეხვდა.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ამასთან, საუბარი შეეხო ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის განვითარებას.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 17.09.2010, 12:54 | შეტყობინება # 212
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რუსეთის ფედერაცია მსოფლიოში ტანკების გაყიდვის რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. ეს განცხადება მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის ცენტრის დირექტორმა იგორ კოროტჩენკომ გააკეთა.

ცენტრის მონაცემებით, რუსეთმა 2006-2009 წლებში უცხოელ დამკვეთებს 1,75 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 482 ახალი ტანკი მიყიდა.

"ამ დროისათვის რუსული ჯავშანტექნიკის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ინდოეთია", _ აცხადებს კოროტჩენკო.

მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის ცენტრის პროგნოზით, 2010-2013 წწ რუსული ტანკების გაყიდვის მოცულობამ, უკვე გაფორმებული კონტრაქტებისა და შემოსული წინადადებების გათვალისწინებით შესაძლოა 895 ახალი ტანკი შეადგინოს, რომლის ღირებულებაც 2, 75 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.

"უპირველეს ყოვლისა ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბოლო დროს განვითარებულმა კონფლიქტებმა, მათ შორის კოალიციური ძალების სამხედრო ოპერაციამ ერაყში ახალი ტანკების გამოყენების მნიშვნელობა გაზარდა", _ აცხადებს კოროტჩენკო.

მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის ცენტრის მონაცემებით, ამ სფეროში დღეისათვის, რუსეთის ძირითადი კონკურენტები მსოფლიო ბაზარზე არიან აშშ და გერმანია.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 17.09.2010, 12:54 | შეტყობინება # 213
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

პოლონეთი ახმედ ზაკაევთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად მიიღებს. ეს განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.

"ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ისევე როგორც სხვა საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და სამართლიანად მივიღებთ და არ ვაპირებთ ვინმეს მოლოდინების გამართლებას, ვინც არ უნდა იყოს ის", _ განაცხადა ტუსკმა და დასძინა, რომ პოლონეთი "თავის საკუთარ პოლიტიკას აწარმოებს ჩეჩნეთთან და ზაკაევთან მიმართებაში".

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პროკურატურამ დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ახმედ ზაკაევი დღეს დააპატიმრა. ზაკაევის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი პროკურატურაში მიდიოდა. პოლონეთში ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი მიმდინარეობს, რომელსაც ახმედ ზაკაევი უნდა დასწრებოდა.

მიმაგრება: 5001356.jpeg (16.4 Kb)
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 17.09.2010, 12:55 | შეტყობინება # 214
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მაშინ როდესაც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის დეფიციტია ინდოეთში, სადაც ხორბლის სოლიდური მარაგები აქვთ, არ იციან სად შეინახონ მარცვლეული. საფთხის ქვეშაა 10-15 მილიონი ტონა სასურსათო ხობალი.

ექსპერტებმა ინდოეთის ხორბლის შიდა მარაგები 50 მლნ. ტონით შეაფასეს. Aამ სიმდიდრის მესამედი შესაძლოა დალპეს ელევატორებში, იმის გამო რომ მარცვლის შესანახად არ არსებობს შესაბამისი პირობები.

ბოლო წლებში ინდოეთი მსოფლიო ბაზარზე გადამწყვეთ როლს არ თამაშობდა. წლის განმავლობაში ქვეყანა 70 მლნ ტონა ხორბალს მოიხმარს, თუმცა ქვეყანაში 80 მლნ ტონა ხორბლის მოსავალი მოდის, რაც ინდოეთს აძლევს იმის საშუალებას, რომ მოთხოვნა ადგილობრივი ხორბლით დააკმაყოფილოს და ნაწილი ექსპორტზეც გაიტანოს.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 15:45 | შეტყობინება # 215
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომპანიებს ურთიერთჩართვის ტარიფი შეუმცირდათ, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, ურთიერთჩართვის ტარიფი 4-დან 2 თეთრამდე შემცირდა. კომისიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ქალაქის ტელეფონით საუბრის ღირებულების შემცირება უნდა გამოიწვიოს.

თუმცა ამ ეტაპზე უცნობია მიიღებენ თუ არა კავშირგაბმულობის კომპანიები სამომხმარებლო ტარიფის გაიაფების გადაწყვეტილებას.

ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ურთიერთჩართვის 2 თეთრიანი ტარიფი ძალაში 2011 წლის 1-ელი იანვრიდან შედის.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 15:46 | შეტყობინება # 216
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება რუსეთის ყველა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც გასულ წლებში აფხაზეთი დატოვეს და ახლა უკან დაბრუნება სურთ, ქონების დაბრუნების საკითხებს ინდივიდუალურად განიხილავს.

ამის შესახებ ბაღაფშმა რუს ჟურნალისტებს ცხინვალში განუცხადა.

"არავითარი უფლების დარღვევა არ მოხდება. სხვა საქმეა, როდესაც მაგალითად ადამიანი აფხაზეთიდან 1992 წელს წავიდა და 2010 წელს, 18 წლის შემდეგ სურს დაბრუნება. ეს სახლი უკვე აღარ არის, იქ სხვა ობიექტი აშენდა, ამიტომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განიხილოს", - აღნიშნა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაღაფში დღეს ცხინვალში იმყოფება, სადაც ოსი სეპარატისტების ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების 20 წლისთავს ესწრება.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 15:46 | შეტყობინება # 217
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი გაეროს წევრი ქვეყნები ადრე თუ გვიან გახდებიან. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის სერგეი მირონოვმა ცხინვალში განაცხადა, სადაც იგი ოსი სეპარატისტების ე.წ. დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება.

"ამ პროცესის დაჩქარება საჭირო არ არის. ამ ეტაპზე ზოგიერთი სახელმწიფო ჯერჯერობით ამ საკითხის განხილვისას "უფროსი მეგობრების" პოზიციას აკვირდება, ვიღაცას კი დამატებით არგუმენტები სჭირდება", - აღნიშნა მან.

ამასთან, მირონოვის მტკიცებით, საქართველოს მცდელობა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაერწმუნებიან, რომ 2008 წელს მოვლენებში რუსეთის ქმედება არასამართლიანი იყო მიზანს ვერ მიაღწია.

მისივე თქმით, ის ელოდება თვითონ ქართველი ხალხისგან, რომელიც "თავის სიტყვას" იტყვის "სააკაშვილის დემოკრატიასთან" დაკავშირებით, რომელსაც "ოსი ხალხის აღგვა უნდოდა დედამიწიდან".

მიმაგრება: 3214135.jpeg (11.5 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 15:46 | შეტყობინება # 218
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
21-25 სექტემბერს საქართველოს იორდანიის მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის წარმომადგენელთა დელეგაცია ესტუმრება.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში 22 სექტემბერს დაგეგმილია იორდანელი ბიზნესმენების შეხვედრა ქართული კომაპნიების წარმომადგენელებთან. ასევე დაგეგმილია მათი პროდუქციის გამოფენის მოწყობა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში".

გამოფენის დროს შესაძლებელია მოხდეს ორმხრივი შეხვედრები იორდანელ ბიზნესმენებთან.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 15:47 | შეტყობინება # 219
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კახეთში, ღვინის ქარხნებმა 15 000 ტონა ყურძენი უკვე ჩაიბარეს. აქედან 12 000 ტონა საფერავია, 3 000 ტონა რქაწითელი. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ტარიელ გაბუნიამ განუცხადა, ამ დროისთვის რეგიონში ყურძენს 17 ღვინის ქარხანა იღებს.

„ყურძნის ძირითადი ნაწილი მევენახეებმა თვითონ გაყიდეს აგრარულ ბაზრებში და სხვა ადგილებში. პირვანდელთან შედარებით ყურძნის ფასმა მოიმატა და ხარისხიანი რქაწითელის ჯიშის ყურძენს ქარხნები 75 - 80 თეთრად იბარებენ, შედარებით ნაკლებ ხარისხიანს 60 - 65 თეთრად. ამაში შედის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდიის თანხაც", - აღნიშნა ტარიელ გაბუნიამ.

შეგახსენებთ რომ კახეთში რთველი აგვისტოს ბოლოს დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე დამთავრდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რთველის სუბსიდირებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 6,1 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 15:48 | შეტყობინება # 220
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
21 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით

დაგეგმილ აუქციონზე 14 ობიექტის გასხვისებას შეეცდება.
იყიდება, დმანისში, სოფელ განახლებაში, „ფშანის ტორფის საბადო", რომლის ლიცენზიის მოქმედების ვადა 20 წელია და მისი საწყისი ღირებულება 6 388,40 ლარს შეადგენს.

ჩხოროწყუში, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში მდინარე ხობისწყალზე „ოჩხომურის" ქვიშა-ხრეშის საბადო, რომლის ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელია, ობიექტის საწყისი ფასით 1 951,40 ლარადაა შეფასებული.

ასევე იყიდება მესტიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ მესტიაჭალაზე ქვიშა, ხრეშის საბადო ლიიცენზიის მოქმედების ვადა 1 წელი, საწყისი ფასით 1 723,40 ლარი.

გასასხვისდება ასევე ნინოწმინდაში, სოფელ ხანჩალში, „კატნატუს" ღორღის გამოვლინება, რომლის ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელია და ობიექტის საწყისი ფასით 1 715,40 ლარს შეადგენს.

ზესტაფონში, სოფელ პირველ სვირში, მდ. ყვირილაზე „სვირის" ქვიშა, ხრეშის გამოვლინების, ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელია და მისი საწყისი ფასით 1 424,40 ლარია;

სხვისდება ასევე ხონში, სოფელ კონტუათში, მდ. ცხენისწყალზე „ხონის" ქვიშა, ხრეშის საბადო, რომლის ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელია და საწყისი ღირებულება 1 381,40 ლარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, 2010 წლის 6 თვეში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართული აუქციონების შედეგად შემოსული
თანხა 4,5 მლნ. ლარს შეადგენს.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 15:48 | შეტყობინება # 221
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს თბილისში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფის წევრები: პაატა ჭიღლაძე, გივი ელისაშვილი, მირიან ჭიღლაძე და ოთარ ხვედელიძე.

გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ჯგუფის წევრები ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდნენ თბილისში. მათი მოქმედების შედეგად გაქურდულია შვიდზე მეტი შეზღუდული პასუხისმგებლობის ოფისი, საიდანაც უკანონოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას და სხვადასხვა დასახელების ძვირად ღირებული ნივთებს. ასევე, სამართალდამცავების ინფორმაციით, მათ მიერ გაქურდულია თბილისში აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე შპს ,,ნატახტრი"-ს ოფისი, საიდანაც ბრალდებულები დაეუფლენ 249 881 ლარის ოდენობის ფულად თანხას.

დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, ამოღებულია თანხის ნაწილი და ნაქურდალი ნივთები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მესამე განყოფილება.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 15:48 | შეტყობინება # 222
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოულოდნელად გოლოდომორის ფანი გახდა. ასეთი სათაურით მასალას "რეგნუმი" ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე დღეს, ყოველგვარი წინასწარი ანონსის და ახსნის გარეშე "1932-33 წლებში უკრაინაში გოლოდომორის" ისტორია და ღინისძიებების შესახებ ინფორმაცია დაიდო, რომელიც გოლოდომორის 75 წლისთავთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს.

"პრეზიდენტის პორტალზე ორი ახალი ჰიპერ-ლინკი გაჩნდა - "უკრაინაში გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის" და გოლოდომორის ისტორიის შესახებ. მეორე ლინკის გახსნისას შეგიძლიათ ნახოთ პრეზიდენტის ყველა მიმართვა, მათ შორის გაეცნოთ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს, განსაკუთრებით კი სტატიას - ვიქტორ იუშენკო: ეს იყო გენოციდი", - ნათქვამია "რეგნუმის" სტატიაში.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ვიქტორ იანუკვიჩი უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს, პრეზიდენტის ოფიციალური საიტიდან გოლოდომორის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია გაქრა.

ამასთან, 2010 წელს აპრილში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იანუკვიჩმა "უკრაინელების გენოციდი" უარყო.

შეგახსენებთ, რომ მასიური შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე). შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ გოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს.

2008 წლის მარტისთვის უკრაინის პარლამენტმა და დაახლოებით 19 სხვა ქვეყნის მთავრობამ საბჭოთა მთავრობის ქმედებები გენოციდად მიიჩნია. 2003 წელს გაეროში მიღებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ მასობრივი შიმშილობა ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკისა და არაჰუმანური ქმედებების შედეგად აღიარა, რასაც საბჭოთა კავშირში მილიონობით უკრაინელის, რუსის, ყაზახისა და სხვა ეროვნების ხალხის დაღუპვა მოჰყვა. 2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც გოლოდომორი ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად სცნო.

მიმაგრება: 7277969.jpeg (15.8 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 15:49 | შეტყობინება # 223
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
უკრაინული მხარე მზადაა ქართულ საექსპორტო ციტრუსს, საკუთარ ბაზარზე, ხელისშემწყობი პრეფერენციები დაუწესოს. უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელი და სამხრეთი საბაჟოს უფროსი აჭარაში უკვე იმყოფებოდნენ და პირობა დადეს, რომ ქართულ ციტრუსის ექსპორტს უკრაინის საბაჟო-გამშვებ პუნტზე პრობლემები აღარ შეექმნება. ქართულ და უკრაინულ მხარეს შორის მიღწეული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ოქტომბრის ბოლომდე უკრაინულ მხარეს საექსპორტო ციტრუსის მოცულობაზე და ფასსზე დეტალურ ინფორმნაციას წარუდგენს და თავის მხრივ კი უკრაინული მხარე ციტრუსის განბაჟებისასც, გასული წლის მსგავსად, გადასახადს აღარ გაზრდის.

წლევანდელ სეზონზე აჭარაში ციტრუსის შედარებით ნაკლებ მოსავალს ელოდებიან, ვიდრე გასულ სეზონზე. გასულ სეზონზე აჭარაში 105 ათასი ტონა ციტრუსის მოსავა;ლი მოვიდა, წელს კი წინასწარი მონაცემებით, 50-60 ათას ტონა ცირტუსის მოსავალს ელოდებიან, რაც ციტრუსის მეწლეურობას უკავშირდება.

წინასწარი პროგნოზით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი გასულ წელთან შედარებით საშუალოდ 40-45 პროცენტით ნაკლებია, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში 55-60 პროცენტით.

მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა სექტემბერის ბოლომდე იქნება დაზუსტებული.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ სეზონზე სეზონის პერიოდში ამოქმედდა წლების განმავლობაში უმოქმედო ციტრუსის მიმღები პუნქტები. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 10 შემფუთავი პუნქტის მიერ დამზადებული იქნა 2141 ტონა ციტრუსი, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 11-მა შემფუთავმა პუნქტმა დაამზადა 2480 ტონა ციტრუსი. ციტრუსის დახარისხება, შეფუთვა და ეტიკეტირება მიმდინარეობდა ევროსტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა დიზაინის ტარა-მასალაში (ხის, მუყაოს,კომბინირებული მუყაოსა და ხის, პლასტმასის).

2009-2010 წლების სეზონზე ბათუმში ამოქმედდა ევროსტანდარტის შესაბამისი პლასტმასის ტარის საწარმო - შპს `ჯეო პლასტიკი~, რომელიც აწარმოებს ხილისა და ბოსტნეულისათვის 6-14 კგ ტევადობის პლასტმასის ყუთებს. სეზონზე ქარხანამ მომხმარებელს მიაწოდა 100 ათას ცალამდე ციტრუსის დასაფასოებელი პლასტმასის ყუთი.

2009-2010 წლების სეზონზე ციტრუსის საკონსერვო გადამუშავება განახორციელა ორმა საწარმომ - შპს `ხილის კომპანია ნარინჯმა~ და შპს `ციტრომ~. სულ გადამუშავებული იქნა 600 ტონამდე ციტრუსოვანთა არასტანდარტული ნაყოფი. სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის" ფარგლებში გამოყოფილი თანხით შპს ,,ხილის კომპანია ნარინჯში" განხორციელდა ციტრუსის კონცენტრატისა და წვენების წარმოების ტექნოლოგიური ხაზის მონტაჟი. სეზონზე მიღებული და გადამუშავებული იქნა 494 ტონა არასტანდარტული მანდარინის ნაყოფი, საიდანაც წარმოებულია 43 ტონა მანდარინის კონცენტრირებული წვენი.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 15:49 | შეტყობინება # 224
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური აგენტი ბესო ნავერიანი დაკავეს. რომელმაც ერთ-ერთი მოქალაქისაგან მისი ოჯახისათვის სახელმწიფო დახმარების მისაღებად და განაცხადის დადგენილი ფორმის მეშვეობით რეგისტრაციისათვის ქრთამის სახით აიღო 60 ლარი.

ამ დროისათვის, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 15:49 | შეტყობინება # 225
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სეპარატისტულ აფხაზეთს არაოფიციალური ვიზიტით ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს ბეკ ევკუროვი სტუმრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ინგუშეთის პრეზიდენტი აფხაზეთში ყოფნის, სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა. აშეხვედრისას, საბავშვო ბანაკების ორგანიზებასა და სტუდენტთა გაცვლას საკითხები განიხილეს.
აფხაზური მედია ასევ იუწყება, რომ აფხაზეთში ყოფნისას ევკუროვმა და შამბამ ბიჭვინთაში გახსნილი ახალი საბავშვო ბაღი "ალაშარა" დაათვალიერეს.
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz