პარასკევი, 26.04.2024, 20:26
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 13:11 | შეტყობინება # 121
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის რეგიონში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აივაზ ისმაილოვი, რომელმაც მიწის ნაკვეთის პრივატიზებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალა 6 000 ლარი.

ასევე ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქამრან მუსაევი და სოფელ ოროზმანის რწმუნებული ფახრატ კურბანოვი, რომლებიც ყალბი დოკუმენტების გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდენ ქრთამს. ისინი დაკავებული იქნენ 300 ლარის აღების ფაქტზე.

დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 13:11 | შეტყობინება # 122
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის მირ საქართველოს ოუკიპრებული ტერიტორიების აღიარებიდან 2 წლისთავთან დაკავშირთებით განცხადებას ავრცელებს და რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ პოლიტიკაზე საუბრობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რუსეთი მიზანმიმართულად ატარებდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ პოლიტიკას, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს დაკნინება და დეზინტეგრაცია, ხოლო შემდგომ რუსეთის ნეოიმპერიალისტური ამბიციებისადმი სრული დამორჩილება.

"საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირების შემდეგ, მის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ბანდიტურ დაჯგუფებებთან ერთად, რუსეთმა არაერთგზის განახორციელა ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიაზე. ვერ მიაღწია რა დასახულ მიზნებს, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხოლო 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს განუყოფელი ნაწილების სამხედრო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღის შემდეგ, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეში დარღვევით აღიარა მის მიერვე შექმნილი საოკუპაციო რეჟიმების ე.წ. „დამოუკიდებლობა".
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი დღემდე აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს, კერძოდ ახორციელებს ამ ტერიტორიების მილიტარიზაციას, ეკონომიკურ ექსპანსიას, კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და ბუნებრივი სიმდიდრეების მითვისების მტაცებლურ პოლიტიკას", _ ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ განვლილმა ორმა წელიწადმა ნათლად აჩვენა, რომ კრემლის მცდელობა დიპლომატიური და არადიპლომატიური მეთოდებით, მათ შორის ფინანსური მოსყიდვით, დაეკანონებინა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილება, სამხედრო ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა, წარუმატებლად დამთავრდა. საერთაშორისო თანამეგობრობამ არ დაუშვა დანაშაულის დაკანონება.

"კრემლის აგრესიულმა პოლიტიკამ ჩიხში შეიყვანა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, გამოიწვია დესტაბილიზაცია მთლიანად კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში და საფრთხე შეუქმნა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის საფუძვლებს.
რუსეთის ფედერაციას მოუწევს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია", _ ნათქვამია განცხადებაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 13:12 | შეტყობინება # 123
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აზერბაიჯანმა თურქეთში გაზის მიწოდება 16 მლნ. კუბ/მ-მდე გაზარდა დღე-ღამეში. ამ დრომდე ყოველდღიური მიწოდება 13-14 მლნ. კუბმ-ს შეადგენდა.

გაზის მიწოდების ზრდა უკავშირდება თურქეთისთვის ირანის გაზის მიწოდების შეწყვეტას რაც პროვინცია აგრიში გაზსადენზე მომხდარ აფეთქებას უკავშირდება.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ტანერ ილდიზის განცხადებით, გაზსადენზე მიწოდება უახლოედ დრეებში აღდგება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 13:13 | შეტყობინება # 124
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია ნიდერლანდებში მიემგზავრება, სადაც 30-31 აგვისტოს ქალაქ ჰააგაში, მშვიდობის სასახლეში, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონგრესში `არქივები საზღვრებს გარეშე~.

კონგრესი აღნიშნავს პირველ საერთაშორისო საარქივო კონფერენციას, რომელიც ბრიუსელში საუკუნის წინ, 1910 წელს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ჰოლანდიის არქივისტთა ასოციაცია (KVAN) და არქივების საერთაშორისო საბჭო (ICA).
კონგრესი საერთაშორისო კონტექსტში არქივების ეფექტიან მმართველობას მიეძღვნება. პლენარული სესიების ძირითადი საკითხები იქნება: `საარქივო სოლიდარობა~, `ადამიანის უფლებები და არქივები~, `საზღვრებგადამკვეთი არქივები~ და `არქივები: სახელმწიფოს ფორმირება და ეროვნული თვითმყოფადობა~.

კონგრესის ფარგლებში იმსჯელებენ საერთაშორისო თანამშრომლობის არსებული და განვითარებადი ფორმების შესახებ; საარქივო და პროფესიული საზოგადოებების როლის შესახებ საზღვარგარეთ


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 13:13 | შეტყობინება # 125
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ფარავნის ტბის ირგვლივ კავკასიური ფიჭვის ტყის კორომი გაშენდება. ინიციატივა ეკოლოგიური ტურიზმისა და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის.

ტყის კორომის გაშენება სექტემბრის თვის მეორე ნახევარში დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე ტბის შემოგარენში 5000 ძირი კავკასიური ფიჭვი დაირგვება.

განაშენიანების აქციაში, სამინისტროს სანერგე მეურნეობის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და ტყის მოვლა-პატრონობაზეც თავად იზრუნებენ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც დაბა ფოკაში ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.

მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ფარავნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთადერთი ჯიში- კავკასიური ფიჭვი ხარობს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 13:16 | შეტყობინება # 126
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

უკრაინაში ქართველი ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის შვილი ნათია ჩხარტიშვილი გაიტაცეს. უკრაინული მედიის ცნობით, ნათია ჩხარტიშვილი ბორისპოლის აეროპრტში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ტარიელ ვასაძის დაცვამ გაიტაცა.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ ნათია კიევი-თბილისის თვითმფრინავთან მაშინ გაიტაცეს, როდესაც იგი თავის საქმროსთან შიდა ქართლის პოლიციის ხელმძღვანელთან დავით ტაბუცაძესთან ერთად სხდებოდა.

გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნათია ჩხარტიშვილის გატაცების ორგანიზატორია მისი მამა ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგება მისი შვილისა და დავით ტაბუცაძის დაქორწინებას.

წყვილი ოდესაში ისვენებდა, როდესაც მათ გაიგეს, რომ ვანო ჩხარტიშვილის "ხალხი" მათ ეძებდა. ისინი ოდესიდან ბორისპოლში გადმოფრინდენ, სადაც ტაბუცაძემ დახმარება უკრაინელ კოლეგებს სთხოვა, მაგრამ აეროპორტში ტარიელ ვასაძის (იულია ტიმოშენკოს ბლოკის წევრი) პირადმა დაცვამ და უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლებმა მათ გასასვლელი ჩაუკეტეს.

როგორც ტაბუცაძე ამტკიცებს, უკრაინის უსაფრთხების სამსახურის უფროსმა, ვალერი ხოროშოვსკიმ დაურეკა ქვეყნის შს მინისტრს ანატოლი მოგილიევს, რათა მას ტაბუცაძის დასახმარებლად აეროპორტში მისული მილიცილეები უკან გაეწვია.

თვითმფრინავამდე მისასვლელ გზაზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ნათია ჩხარტიშვილს წაართვეს პასპორტი და მისგან მისგან ერთ-ერთი გვერდი ამოხიეს. ნათია ჩხარტიშვილთან კონტაქტი ვერც უკრაინაში საქართველოს ელჩმა გრიგიოლ ქათამაძემ შეძლო. ნათია ჩხარტიშვილი ჯერ ტარიელ ვასაძის სახლში გადაიყვანეს ხოლო შემდგომ ლონდონში გაამგზავრეს, სადაც ამჟამად საქართველოს ექს პარლამენტის წევრი ვანო ჩხარტიშვილი ცხოვრობს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: შაბათი, 28.08.2010, 10:27 | შეტყობინება # 127
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ღვინის კომპანია "შუმის" ერთ-ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა თავი მოიკლა.

ახლობლებმა მისი ცხედარი რამდენიმე საათის წინ ნახეს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, თვითმკვლელობა ფირანიშვილის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ბიზნესპარტნიორები კომენტარს არ აკეთებენ.მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: შაბათი, 28.08.2010, 10:28 | შეტყობინება # 128
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება მოხდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ტყიბულის გამგებელმა განუცხადა შეტყობინება მაღაროს აფეთქების შესახებ 21:00 საათზე შევიდა.

"მუშოაბს სპეციალური სამაშველო ჯგუფი. გამოყვანილია 6 ადამიანი სხვადასხვა სახის დამწვრობით. ვერ ვიტყვით, რომ უმძიმესი მდგომარეობაა. მუშაობს ავტომაშველი, რომელიც აწარმოებს ადამიანების ძებნას. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ტყიბულის გამგებელმა ლევან დოხნაძემ. მისივე თქმით, მაღაროში იმყოფებოდა 13 ადამიანი. მიმდინარეობს დანარჩენი 7-ის ძებნა.

ცნობისთვის, ამავე მაღაროში აფეთქება მოხდა მიმდინარე წლის 3 მარტსაც. მაშინ აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი და ერთი მძიმედ დაშავდა.

მაღარო კომპანია "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპნიაა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 29.08.2010, 18:11 | შეტყობინება # 129
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჩეჩნეთში კურჩალევსკის რაიონის სოფელში ცენტოროიში, რომელიც რამზან კადიროვის მშობლიური სოფელია, ბოევიკების მრავალრიცხოვანი ბანდფორმირება შეიჭრა. რუსული სააგენტოები აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ.

რია ნოვოსტის ინფორმაციით სოფელში 04:30 საათზე 30 კაციანი შეიარაღებული ბანდფორმირება შეიჭრა და რამდენიმე სახლს ცეცხლი წაუკიდა. აღნიშნულის შემდეგ ბოევიკებსა და მილიციას შორის სროლა დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით დაიღუპა მილიციის ორი თანამშრომელი და სოფლის ხუთი მკვიდრი.

ამჟამად სოფელში ბოევიკების აღმოჩენისა და მათი ლიკვიდაციის მიზნით სპეცოპერაცია ტარდება.

სპეცოპერაციას პირადად ხელმძღვანელობს ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ხელმძღვანელობს.

დაჭრილ პოლიციელებსა და სოფლის მოსახლეობას უტარდება სამედიცინო დახმარება.

მომხდართან დაკავშირებით რამზან კადიროვის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოევიკები შეეცადნენ სოფელში შეჭრას, მაგრამ სოფლის მისადგომებთან ლიკვიდირებულ იქნა 12 ბოევიკი, გარდაიცვალა ორი პოლიციელი.

კადიროვის ინფორმაციას კვლავინდებურად უარყოფს, რია ნოვოსტი და აზუსტებს, რომ ამ დროისთვის (10:39 საათი) 12 ბოევიკის ლიკვიდაციის ფაქტი არ დასტურდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 29.08.2010, 18:12 | შეტყობინება # 130
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აგვისტოში ჩრდილოეთ კავკასიაში 30-ზე მეტი ბანდიტია მოკლული. ამის შესახებ დიმიტრი მედვევდევს რუსეთის ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა სამუშაო შეხვედრისას განუცხადა.

"აგვისტოში ჩატარდა რიგი სპეციალური ოპერაციები და ოპერატიულ-საბრძოლო ღონისძიება ბოევიკების წინააღმდეგ, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე იატაკქვეშეთში მოქმედებდნენ. ჩატარებული სამუშაოს შედეგად განადგურებულია 30-ზე მეტი ბანდიტი და მათი ხელმძღვანელები. აღმოღებულია დიდი რაოდენობის ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა. ასევე, ჩვენ შევძელით აღგვეკვეთა რიგი ტერაქტები", - განაცხადა ბორტნიკოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლებელი გახდა დაღესტნის იატაქვეშეთს ლიდერის ვაგაბოევის ლიკვიდაცია, რომელიც უშულოდ იყო დაკავშირებული მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებებთან.

მედევედევმა ბორტნიკოვის მოხსნებას "კარგი შედეგი" უწოდა და განაცხადა, რომ ბანდიტებისთვის საკმაოდ მგრძნობიარე დარტყმაა მიყენებული.

"რასაკვირველია, ეს სამუშაო აღნიშნული მიმართულებით უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ბადფორმირების განადგურებასთან დაკვიშირებით მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის კანონზომიერი პასუხი დანაშაულებრივ ქმედებებზე.

"სწორედ ამიტომ, როდესაც მოსკოვის მეტროში ტერაქტი მოხდა, მე განვაცხადე, რომ ისინი ყველანი უნდა დაისაჯაონ და ყველა უნდა განადურდეს. მხოლოდ ასე უნდა მოვიქცეთ და არავითარი ცერემონიები საჭირო არ არის", - აღნიშნა მედვედევმა.

ამასთან, პრეზიდენტმა მედევდევმა სპეცოპერაციაში მონაწილე ძალოვანი უწყებების წარმომადგენელების სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენა მოითხოვა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 29.08.2010, 18:12 | შეტყობინება # 131
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გომი-საჩხერის საგზაო მონაკვეთზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლებით საათნახევრის წინ მოხდა. კერძოდ კი გომი-საჩხერის გზის მონაკვეთზე ჭიათურის მიმართულებიდან მოძრავი სამარშუტო ტაქსი ურალის მარკის ავტომანქანას შეეჯახა.

ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაირუპა და შვიდი დაშავდა.

დაშავებულები საჩხერისა და ხაშურის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 29.08.2010, 18:12 | შეტყობინება # 132
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ხვალ, 30 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვა იგეგმება.

გასაყიდი ობიექტებია თბილისში, მუშტაიდის პარკის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 200 000 აშშ დოლარი; იყიდება ასევე, საგარეჯოს რაიონში, სოფელ გიორგიწმინდაში მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 56 000 აშშ დოლარი; თბილისში, კახეთის გზატკეცილი №36ბ-ში მდებარე მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 25 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.

თბილისში, ნუცუბიძის ფერდობი, II მიკრო/რაიონში, III კვარტალში, №4 კორპუსის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობა №1 და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის საწყისი ღირებულება კი 16 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 29.08.2010, 18:12 | შეტყობინება # 133
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი აშშ-ში ვიზიტს ხვალ, 30 აგვისტოს, დაასრულებს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა რეგიონალურ ჯგუფთან : 17 აგვისტოს შეხვედრა შედგა CARICOM-ის (კარიბეთის თანამეგობრობა) წარმომადგენლებთან; 19 აგვისტოს - აფრიკული კავშირის წარმომადგენლებთან. ამავე დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე.

23-24 აგვისტოს საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრები გამართა ANDEAN-ის (პერუ, კოლუმბია) და წყნარი ოკეანეს კუნძულოვანი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე ვიცე-პრემიერმა წარადგინა საქართველოს ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება დოქტორ აბდუსალიმ თრეკისთან. შეხვედრაზე საუბარი შედგა საქართველოში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე. ამასთან, მიმოხილულ იქნა როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ისე საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების საკითხები; ხაზი გაესვა საქართველოს რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც პაკისტანისადმი საერთაშორისო დახმარების აღმოჩენას მიეძღვნა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა სოლიდარობა გამოუცხადა პაკისტანელ ხალხს წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის გამო და გააჟღერა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პაკისტანისადმი 100,000 ა.შ.შ. დოლარი დახმარების აღმოჩენის თაობაზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 29.08.2010, 18:13 | შეტყობინება # 134
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სპეციალური ლიცეუმების შექმნის ინიციატივით გამოვიდა და როგორც საკვირაო ქადაგებისას აღნმიშნა ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრასაც გეგმავს.

პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა, რომ 11 000-მდე ახალგაზრდა უმაღლესი სასწავლებლის გარეშე დარჩა.

"ახალგაზრდები გზას რომ არ ასცდნენ, აუცილებელია მათ შეისწავლონ ხელობა, საღვთო წერა. აუცილებელია შეიქმნას ლიცეუმები, სადაც ისწავლიან ახალგაზრდები, იქნებიან მაღალი ინტელექტით განათლებული ადამიანები", - განაცხადა პატრიარქმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 29.08.2010, 18:13 | შეტყობინება # 135
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია ნიდერლანდებში მიემგზავრება, სადაც 30-31 აგვისტოს ქალაქ ჰააგაში, მშვიდობის სასახლეში, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონგრესში `არქივები საზღვრებს გარეშე~.

კონგრესი აღნიშნავს პირველ საერთაშორისო საარქივო კონფერენციას, რომელიც ბრიუსელში საუკუნის წინ, 1910 წელს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ჰოლანდიის არქივისტთა ასოციაცია (KVAN) და არქივების საერთაშორისო საბჭო (ICA).
კონგრესი საერთაშორისო კონტექსტში არქივების ეფექტიან მმართველობას მიეძღვნება. პლენარული სესიების ძირითადი საკითხები იქნება: `საარქივო სოლიდარობა~, `ადამიანის უფლებები და არქივები~, `საზღვრებგადამკვეთი არქივები~ და `არქივები: სახელმწიფოს ფორმირება და ეროვნული თვითმყოფადობა~.

კონგრესის ფარგლებში იმსჯელებენ საერთაშორისო თანამშრომლობის არსებული და განვითარებადი ფორმების შესახებ; საარქივო და პროფესიული საზოგადოებების როლის შესახებ საზღვარგარეთ.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz